საკითხავისასარგებლო

ბედნიერება – მეცნიერული თვალსაზრისით

რა არის ბედნიერება? ამ კითხვას ალბათ მრავალი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს. ამ პოსტში წარმოდგენილია მეცნიერული შეხედულება ბედნიერების შესახებ.

როცა საუბარი ეხება ბედნიერებას, პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ აქვს თუ არა ბედნიერებას ობიექტური საფუძველი, ან რაიმე მყარი კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ადამიანი აუცილებლად ბედნიერი იქნება? ამ კითხვაზე პასუხი უარყოფითია, ანუ არ არსებობს ბედნიერების მზა კრიტერიუმები – მათ განსაზღვრავს თავად პირევნება ქვეცნობიერად საკუთარი სუბიექტური შეხედულებებისამებრ. ადამიანს არ შეუძლია უბრალოდ თქვას: “ხვალ მე ბედნიერი ვიქნები” და ბედნიერი იყოს. ეს აბსურდია, თუმცა უკლებლივ ყველა ადამიანი, ქვეცნობიერად აყალიბებს საკუთარ, სრულიად სუბიექტურ კრიტერიუმებს (ან მოვლენებს), რომელთა დაკმაყოფილების (ან განხორციელების) შემთხვევაშიც იგი ბედნიერი იქნება. ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ კრიტერიუმებს შეიძლება სრულიადაც არ ქონდეს რაიმე პრაქტიკული (მატერიალური) მნიშვნელობა პიროვნებისთვის.

განვიხილოთ მაგალითი: დავუშვათ ბატონი X არის მილანის გულშემატკივარი (ფეხბურთში). იმ შემთხვევაში თუ მილანი გაიმარჯვებს იგი ბედნიერად იგრძნობს თავს მიუხედავად იმისა, რომ მას არანაირი მატერიალური (ფინანსური) ინტერესი მილანის გამარჯვებისა არ გააჩნია (თუ დავუშვებთ იმას რომ ბატონ X-ს ტოტალიზატორში არ დაუდია ფული მილანის სასარგებლოდ). ისმის კითხვა, რატომ გრძნობს ბედნიერად თავს ბატონი X მაშინ როცა მატერიალურად მისი მდგომარეობა არ შეცვლილა? პასუხი მარტივია – ვინაიდან ბატონი X გულშემატკივრობს მილანს, იგი ქვეცნობიერად აყალიბებს ბედნიერების კრიტერიუმს, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: “თუ მილანი გაიმარჯვებს მე ბედნიერი ვიქნები!”. ახლა განვიხილოთ ბატონი Y-ის მგომარეობა. დავუშვათ ბატონი Y გულშემატკივრობდა იმ გუნდს რომელიც მილანთან დამარცხდა. ასეთ შემთხვევაში ბატონი Y იმედგაცრუებული დარჩება და მიუხედავად იმისა, რომ მისი მატერიალური მდგომარეობა უცვლელია იგი თავს უბედრურად იგრძნობს. რატომ? იმიტომ რომ მისმა ქვეცნობიერმა, ბატოინი X-გან განსხვავებით დაისახა ბედნიერების სრულიად საპირისპირო კრიტერიუმი.

ზემოთ განხილულ შემთხვევაში ბატონი Y ბედნიერი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ იგი ბატონი X-ის მსგავსად უგულშემატკივრებდა მილანს. უნდა გვახსოვდეს, რომ ბედნიერების კრიტერიუმების არჩევანი სრულიად სუბიექტურია (თუმცა ხშირ შემთხვევაში შესაძლოა მრავალი ადამიანის ბედნიერების კრიტერიუმი ერთმანეთს დაემთხვეს).

გარდა ზემოთთქმულისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ბედნიერების კრიტერიუმები, კონკრეტული პიროვნების შემთხვევაშიც კი, დროთა განმავლობაში ცვალებადია. მაგალითად, თუ ბატონი X გამდიდრდება, იგი იქნება ბედნიერი ერთი, ორი ან შეიძლება სამი თვის განმავლობაში (მაგრამ არა სამუდამოდ), დროთა განმავლობაში იგი (მისი ქვეცნობიერი) შეცვლის საკუთარი ბედნიერების კრიტერიუმებს და სხვა კრიტერიუმებით ჩაანაცვლებს.

არის თუ არა მილიარდელი ბედნიერი? შეიძლება ბევრ ჩვენგანს ეგონოს, რომ ამ კითხვაზე პასუხი დადებითია, თუმცა, ჩვენდა გასაოცრად, მილიარდელებსაც გააჩნიათ საკუთარი სუბიექტური კრიტერიუმები. მათთვის ერთერთი კრიტერიუმი შეიძლება იყოს ძალაუფლება, ხოლო მდიდარი და გავლენიანი ადამიანისთვის ბედნიერების კრიტერიუმი შეიძლება იყოს მეტი ფული, მეტი ძალაუფლება ან ორივე ერთად.

ყოველივე ზემოთთქმულის შემდეგ ისმის კითხვა – შეუძლია თუ არა ადამიანს საკუთარი ბედნიერების მართვა ბედნიერების კრიტერიუმების ხელოვნურად მანიპულირების გზით? ამ კითხვაზე პასუხი, შემთხვევათა აბსოლიტურ უმრავლესობაში უარყოფითია. ვინაიდან ბედნიერების კრიტერიუმები ყალიბდება ადამიანის ქვეცნობიერში და არა მისი გონების ცნოებიერ მხარეში, ხოლო ადამიანს არ ძალუძს საკუთარი ქვეცნობიერის კონტროლი – შესაბამისად მას არც ბედნიერების კრიტერიუმებით მანიპულირება შეუძლია.

ერთი ძველი ანდაზა ასე ჟღერს: “ბედნიერია არა ის ვისაც ბევრი აქვს, არამედ ის ვინც მცირედითაც კმაყოფილდება”. თუმცა მცირედით დაკმაყოფილება განსაკუთრებულ (თანდაყოლილ) ნიჭს მოითხოვს და მისი შეძენა შეუძლებელი, ან საუკეთესო შემთხვევაში უაღრესად რთულია.

წყარო: The Fundamentals of Psychology by W. B. Pillsbury

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close