არქივი

Hello Kitty

194fdbfecced

ეს პერსონაჟი ცნობილია იაპონიაში და მთელ მსოფლიოში , მიკი მაუსის შემდეგ ყველაზე პოპლუარული ანიმაციური გმირი , იაპონიის პოპ კულტურის ნამდვილი სიმბოლო , დღეს უკვე ჩამოყალიბებული ბრენდი რომელიც დაბადებიდან 35 წელს ითვლის. თეთრი პატარა კნუტი – Hello Kitty , რომელიც ნამდვილად წარმატებული პროექტი აღმოჩნდა იაპონიისთვის.

სათამაშო Hello Kitty შექმნა 1974 წელს სინტარო ცუდზიმ , რომელიც ფლობდა იაპონური სათამაშოების ფირმას Sanrio. ერთხელ მან გადაწყვიტა მოეფიქრებინა ახალი ანიმაციური გმირი , რომელიც მოეწონებოდა ყველას. მრავალი დახატული ვარიანტების შემდეგ , ცუდზიმ ამოარჩია მისი აზრით ყველაზე კარგი ვარიანტი , გადაწყვიტა შეექმნა თეთრი კნუტი «Hello Kitty» რომელიც გამოშვებისთანავე პოპულარული გახდა. დღეს უკვე ბრენდად ქცეული სათამაშო მილიარდი დოლარის შემოსავალს იძლევა წელიწადში.

43745bfdb7fc

ჰელოუ კიტის ოჯახი :))))

რაც შეეხება სახელს , სინტარო ცუდზი ორ სახელის არჩევანზე იყო ან «Hello Kitty» ან «Kitty White» — საბოლოოდ შემქმნელი პირველ სახელზე შეჩერდა. პირველი საქონელი რომელიც გაიყიდა დიდი ტირაჟით იყო ჩვეულებრივი საფულე Kitty – ის გამოსახულებით რომელიც დიდი ტირაჟით გაიყიდა. ამას მოჰყვა ღია მისალოცი ბარათები , სხვადასხვა წვრილმანი ნივთები რომლებიც ასევე წარმატებით გაიყიდა.

7c193dfbda31

Kitty პოპულარობა დღითდღე იზრდებოდა , მაგრამ 80 – ანი წლების ბოლოს მისი პოპულარობა ნელ ნელა დაეცა. მყიდველს აღარ მოსწონდა Kitty – ის ერთი და იგივე გამოსახულება და ერთი და იგივე პოზაში ყურება , მყიდველს ეუფლებოდა გრძნობა , რომ ისთითქოს არ იყო ცოცხალი. ამიტომ «Sanrio» – ს დიზაინერებმა გადაწყვიტეს გაეხალისებინათ Kitty -მოაშორეს შავი კონტური , შემოსეს სხვადასხვა სამოსში , თათებშიც სხვადასხვა ნივთები დააჭერინეს.

ცოტა მოგვიანებით «Sanrio» – მ მოზრდილ აუდიტორიაზეც გათვალეს Kitty პოპულარობა. შეიქმნა Kitty -ის ოჯახი — დედა, მამა , ბებია , ბაბუა და დაიკო მიმი , რომელსაც ბაფთა ქონდა მარჯვენა ყურზე , რათა არ შეშლოდათ Kitty – ში. ამას დაემატა ცხოველები კნუტი Charmmy Kitty, გოჭი Shabliu და ზაზუნა Sugar. აგრეთვე Kitty – ის მეგობარი კნუტი «Chococat».

936850ef56a2

დღესდღეობით ოფიციალურად თუ არაოფიციალურად უამრავი რამ გამოიცემა Kitty – ის ბრენდის ქვეშ , მაისურები , რბილი სათამაშოები , საკანცელარიო ნივთები , საყოფაცხოვრებო ტექნია , კომპიუტერული აქსესუარები და მრავალი სხვა.

ჰელოუ კიტის ოფიციალური ვებ-გვერდი

წყარო: iaponia.wordpress.com

მსგავსი ამბები

Back to top button