აქ წარმოდგენილი მდიდრული და ძვირადღირებული ვილა მდებარეობს ქალაქ ელ-ეი-ში (LA), ანგელოზთა ქალაქში, ( კალიფორნია). ფეშენებელური ვილა, რომელიც განლაგებულია ლოს-ანჯელესის ბელ ეირის (Bel Air ) რაიონში, შეფასებულია $30 მილიონ ამერიკულ დოლარად; სახლის ფართი შეადგენს 1,395 კვ. მეტრს. ვილაში არის 6 საძინებელი, 10 სააბაზანო, ფართო მისაღები ოთახი, ელეგანტური სასადილო, სამზარეულო -აღჭურვილი უახლოესი ტექნოლოგიით, სახლის კინო-თეატრი, ბიბლიოთეკა, ღვინის სარდაფი (მარანი), აუზები და ჩოგბურთის მოედანი…
აუზი – ზღაპრული, ფანტასტიკური ხედით ქალაქზე:
შიდა ინტერიერის პროექტირებაში მონაწილეობდნენ მოდის სახლის – „FENDI“ ცნობილი დიზაინერები…
ცნობილი ბარსელონელი ინტერიერ- დიზაინერის განმარტებით, ინტერიერის გაფორმება ხელოვნებაა და აქაც, ისევე როგორც ხელოვნების ყველა დარგში, ზოგიერთი კანონების დარღვევა და წესებისათვის გვერდის ავლა მისასალმებელია. ამ ვილის ინტერიერის გაფორმებისას აუცილებლად უნდა იყოს დაცული
ბარსელონელმა ინტერიერის დიზაინერმა კარლოს პუიოლიმ (Carlos Puyol) მუშაობისას აღნიშნა: „იმ წესებიდან, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული ინტერიერის გაფორმებისას, შეიძლება გამოვყოთ უმთავრესი: მოხერხებულობა და პრაქტიკულობა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ მოდურ ტენდენციებზე-ო“.