საკითხავისასარგებლო

აბრაამ მასლოუს პირამიდა – რა შემთხვევაშია ადამიანი სრულყოფილი


როგორც ხედავთ პირამიდა იყოფა რამდენიმე საფეხურად. მოდით განვმარტოთ ამ კლასიფიკაციის მნიშვნელობები. დავიწოთ ქვემოდან ზემოთ:

1. ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები – საკვები, წყალი, ჩასაცმელი, შთამომავლობის გაგრძელება. თუ ეს მოთხოვნილებები ვერ კმაყოფილდება, მაშინ სხვა დანარჩენი მოთხოვნილებები აზრს კარგავს, ვინაიდან ირღვევა ადამიანის ორგანიზმის რეგულაცია.

2. უსაფრთხოების მოთხოვნილებებ
ი – მტრისგან, სიღატაკისგან, ავადმყოფობისგან დაცვა. თუ ეს მოთხოვნილებები ვერ კმაყოფილდება, მაშინ ირღვევა ადამიანის ფსიქიკის რეგულაცია.

3. სოციალური კონტაქტების მოთხოვნილებები – სიყვარული, მეგობრობა, ყურადღება, ზრუნვა. თუ ეს მოთხოვნილებები ვერ კმაყოფილდება, მაშინ ირღვევა პიროვნების სოციალური საქმიანობის რეგულაცია.

4. პატივისცემის მოთხოვნილებები
– აღიარება, მიღწევები, სტატუსი, პრესტიჟი. თუ ეს მოთხოვნილებები ვერ კმაყოფილდება, მაშინ ირღვევა ადამიანის ქცევის რეგულაცია, იგი აღარ წარმოადგენს ფასეულობას სხვებისთვის, ანუ საზოგადოების სრულფასოვან წევრს.

5. თვითრეალიზაციის მოთხოვნილებები – საკუთარი მონაცემებისა და შესაძლებლობების (ადამიანური კაპიტალის) გამოხატვა; ანუ ესაა იმის მიღწევის შესაძლებლობა, რისი პოტენციალიც პიროვნებას გააჩნია. იგი უშუალოდ უკავშირდება ადამიანის სულიერ სამყაროს.

თუ ამ საფეხურთაგან რომელიმე დარღვეულია, მაშინ ადამიანი ვერ იქნება თვითრეალიზებული. და თუ ყველა პირობა დაცულია, ადამიანი აღწევს ზენიტს, მაქსიმალურად ავლენს საკუთარ შესაძლებლობებს და არის თვითრეალიზებული.
წყარო

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close