არქივი

“ჟიულ რიმეს თასი”-დაკარგული ჯილდო

f3f8d0a15f6d
ეს პოსტი არ ეხება ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის პერიპეტიებს და აღწერას,აქ განხილული იქნება 1930-1970 წლების განმავლობაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატების მთავარი პრიზი ე.წ “ჟიულ რიმეს თასი” (“ნიკეს თასი”),რომელიც 2_ჯერ მოიპარეს და დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ფეხბურთში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 1930 წელს ჩატარდა ურუგვაიში.მასში მხოლოდ 13 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობდა.ეს ჩემპიონატი ურუგვაის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა,დაამარცხა რა არგენტინის ნაკრები ანგარიშით 4-2.
ჩემპიონატის მთავარი პრიზი შექმნა ცნობილმა ფრანგმა მოქანდაკემ აბელ ლაფლერმა 1929 წელს.მთავარი მატერიალია – ოქრო და ვერცხლი,ასევე გამოყენებულია მინერალი ლაპის-ლაზური.თასი იწონიდა 3,8 კგ და იყო 35 სმ სიმაღლის.მასზე გამოსახული იყო ძველბერძნული ღმერთი გამარჯვებისა ნიკე.

c60ff505683a

1930 წელს გამზადებული “ნიკეს თასი” ცნობილი საოკეანო ლაინერის “კონტე ვერდეს” საშუალებით გაგზავნეს ნიცადან ურუგვაიში.ამ ხომალდით ასევე მიემგზავრებოდნენ ბელგიის,საფრანგეთისა და რუმინეთის ნაკრებებიც.

“კონტე-ვერდე”

fd9ad5830642

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას ეს თასი იტალიაში იყო (1938 წელს ჩემპიონი იტალია გახდა).იქმნებოდა საშიშროება ამ თასის დაკარგვის ამიტომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარემ ეს პრიზი რომის ბანკიდან გამოიტანა და რამდენიმე წლის განმავლობაში საკუთარ სახლში საწოლის ქვეშ, ფეხსაცმლის ყუთში მალავდა.

1946 წელს ეს ტასი სახელს იცვლის,იმ დროს ფიფას ფედერაციის პრეზიდენტი იყო ჟიულ რიმე და მის საპატივცემულოდ “ნიკეს თასს” ეწოდა “ჟიულ რიმეს თასი”.

ჟიულ რიმე

b491310ad193

c366cd2b175d

1966 წელს მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს ინგლისი.ლონდონში Westminster Central Hall საჯაროდ გამოიტანეს მთავარი პრიზი ჩემპიონატისა,მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.ამავე წლის 20 მარტს მოხდა სამწუხარო ამბავი,”ჟიულ რიმეს თასი” მოიპარეს.საქმეში მაშინვე პოლიცია ჩაერთო.7 დღიანი ძებნის შემდეგ თასი იპოვეს,ამაში დიდ წვლილი შეიტანა ძაღლმა სახელად “პიკლზი”,რომელმაც ლონდონის ერთ-ერთ პარკში საკუთარ პატრონთან ერთად სეირნობისას სკამის ქვეშ იპოვა გაზეთში გახვეული რაღაც საგანი.ეს საგანი კი სწორედ “რიმეს თასი” აღმოჩნდა.

Westminster Central Hall

f11c71a87175

“პიკლზი”

ab14fa1fe4c4

ამავე წელს ინგლისის ფედერაციამ დაამზადებინა ამ თასის ზუსტი ასლი,რომელიც დაჯილდოების ცერემონიის დროს გადაეცემოდა გამარჯვებულ გუნდს,ხოლო შემდგომ კი უკვე ორიგინალს გადასცემდნენ.1997 წელს ფიფამ ჩაატარა აუქციონი სადაც ლოტად ეს ასლიც გამოიტანეს,გაიყიდა 254400 ფუნტ სტერლინგად.

1966 წელი,ინგლისი ჩემპიონი გახდა

4d560d72905e

1970 წელს ბრაზილია მესამეჯერ გახდა ჩემპიონი,ფიფას რეგლამენტი კი ითვალისწინებდა იმ გუნდისთვის ვინც სამჯერ გახდებოდა მსოფლიო ჩემპიონი მათთვის თასის სამუდამო მფლობელობაში გადაცემას.

პელე თასით ხელში

f56a10603aa8

1983 წელს ბრაზილიის ფეხბურთის ასოციაციამ რიო-დე-ჟანეიროში საჯარო გამოფენა მოაწყო,”რიმეს თასიც” გამოიფინა.19 დეკემბერს შეამჩნიეს,რომ თასი აღარ იყო თავის ადგილას.მართალია ის დამცავ მინაში იყო ჩასმული,თუმცა მინა გატეხილი იყო და თასი წაღებული.
ძებნა დიდ ხანს გაგრძელდა,თუმცა უშედეგოდ.გამოითქვა ვერსია,რომ “რიმეს თასი” გადაადნეს.

44588b348807

78847caf42fe

გამოსავალი ერთი იყო-შეექმნათ ზუსტი ასლი თასისა.ასეც მოიქცა ბრაზილიის ფეხბურთის ასოციაცია და 1984 წელს კომპანია “Eastman Kodak”_მა შექმნა თასის ასლი,რომელიც იგივე მატერიალისგან გააკეთეს,ოქროს წილი 1,8 კგ_ია.
ეს ასლი დღესაც ინახება ბრაზილიის საფეხბურთო ისტორიის გალერეაში და ასახავს ბრაზილიური ფეხბურთის დიდებას.

2cd762a0ec1b

რაც შეეხება 1970 წლის შემდგომ პერიოდს დღემდე გამარჯვებულებს გადაეცემათ ფიფას თასი.ის 1974 წელს პირველად გადაეცა გერმანიის ნაკრებს.

ფიფას თასი

a435e6597bca

Don Mindia

მსგავსი ამბები

Back to top button