არქივი

ყველაზე ფიტნეს პროდუქტები

8e35ce461c1d
ჯანმრთელი ცხოვრების სტილი დიდად გავრცელებული არაა საქართველოში, თუმცა ყველა ადამიანი თავისებურად ცდილობს ფორმაში იყოს. ბევრი აღიარებს, რომ ვარჯიში საუკეთესო გზაა იდეალური წონისა და ფიგურის მისაღებად. აქ იხილავთ ფიტნეს პროდუქტებს, რომლებიც არც იდეალურ წონას მოგცემთ და არც იდეალურ სხეულს

1.cb8b53b96171
ამ მოწყობილობას The Hawaii Chair ჰქვია. საინტერესოა საიდან წამოვიდა ასეთი სკამის გაკეთების იდეა, რომლის მუშაობის დაწყებისთანავე ზოგს ბილწი აზრები წამოუვა თავში, ზოგი დაიბნევა, ზოგიც ჩამოვარდება და სკამზე ჯდომას, ისევ იატაკზე მოკალათებას ამჯობინებს.
ვნახოთ რეკლამის ვიდეო და აქედან გავარკვევთ, თუ როგორ მუშაობს ეს პროდუქტი

რა კარგი მსახიობები ყავთ დაქირავებული, მიკვირს ასეთი სახეების შენარჩუნებას როგორ ახერხებენ.. ახლა ვნახოთ ერთ-ერთ პოპულარულ შოუში როგორ დასცინეს ამ გამოგონებას

2.3f4f705f359b
ეს იაპონელები ტელეფონზე ლაპარაკსაც არ გვაცდიან და ახალი გამოგონებით შეგვახსენეს თავი, ეს ჰანტელიანი ტელეფონია, ფაქტიურად ჰანტელზე მიტყეპებულია ყურმილი და როცა ტელეფონზე ლაპარაკიმოგინდება, იძულებული ხარ ჰანტელი აიღო. შესაბამისად ეს მოგვიტანს იმას, რომ დიდხანს ლაპარაკის შემდგომ ყურის გარდა ხელის კუნთებიც გაგვიხურდება : )))

3.5846cd0e592c
ექიმმა Chugay-მ კიდევ ერთი სულელური გამოგონებით დაამძიმა დედამიწა. იგი წონის დაკლებაში ეხმარება თურმე ადამიანებს, ენაში უდგამს რაღაც იმპლატანტს, ეს პროცედურა დაახლოებით 1 საათს გრძელდება, შემდეგ ჩიტივით თავისუფალი ხარ, მაგრამ ვაი თუ რაიმე მკვრივი საჭმლის ჭამა მოგინდა, ფაქტიურად ეს იმპლატანტი იმისთვის გაქვს, რომ ბევრი კალორიები ვერ მიიღო, ღეჭვის პროცესი მტკივნეული ხდება, თუკი მკვრივი საჭმელი მოხვდა ენაზე. ცნობილია, რომ ათმა პაციენტმა უკვე გაიკეთა ოპერაცია და შედეგებიც კარგი აქვთ, ასე ამბობს ექიმი და გაიგე ახლა შენ :dabneuli:

4.3618e80811b6

31f0b8665f85

დიზაინერმა Jin Le-მ, რომელსაც კრეატიული იდეები ხშირად აწუხებს ხოლმე, ახალი, საინტერესო პროდუქტი წარმოადგინა. ეს არის ერთ-ერთი სასმელის ბოთლი, მას შეუცვალა დიზაინი და სხვა მხრივაც გამოსაყენებელი გახადა ბოთლი, რომელსაც ჩვეულებისამებრ ხან ქუჩაში აგდებენ და ხან ძირგავარდნილ სანაგვე ყუთში. (საქართველო იგულისხმება) ბოთლს აქვს ჰანტელებისნაირი ფორმა, თან შეგიძლია დალიო სასმელი და თან გამოიყენო როგორც ჰანტელი.

5.34f3c668b9db
ამ ფიტნეს პროდუქტს, რომელიც თეძოებისთვისაა განკუთვნილი რეკლამა საკმაოდ ცნობილმა ქალბატონმა Suzanne Somers-მა გაუკეთა


პროდუქტი გაყიდვაში 1991 წლიდან გამოვიდა და საკმაოდაც გაიყიდა, თუმცა რეკლამაში კი ირწმუნებიან, რომ იგი კარგ შედეგს იძლევა და რომ თეძოს მიდამოებში თქვენ საგრძნობლად დაიკლებთ, მაგრამ არაფერიც, როგორც ფიტნეს ექსპერტები ამბობენ ეს მოწყობილობა მსუქან ქალბატონებს არ გამოადგებათ, ისედაც გამხდრებს კი უბრალოდ კუნთებს გაუმაგრებს ამ მიდამოებში.

ესეც ამ პროდუქტის ვიდეოა :(

6.6d0e3f48b044
ეს მხტუნავი სკამია. ვითომ ახლა ეს გასახდომად გამოდგება?


მეცოდება ეს კაცი ვიდეოში, გაულაყდა ტვინი ამდენი ხტუნვით :(

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button