საკითხავიუცნაური

ცალტვინა ქალი

ცალტვინა ქალი
ჩინელი ექიმები გაოცებას ვერ მალავდნენ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ექიმთან გამოსაკვლევად მისულ ქალს მხოლოდ ნახევარი ტვინი აღმოაჩნდა. 39 წლის განმავლობაში ჩინელი ქალბატონი ჩვეულებრივი ცხოვრების წესით ცხოვრობდა, ექიმებს კი მხოლოდ მაშინ მიმართა, როცა სისუსტე იგრძნო.

”სკანირების დროს თვალებს არ ვუჯერებდი, – ქალბატონს ტვინის ნახევარსფეროში რუხი ფერის ნივთიერება საერთოდ არ ჰქონდა, – განაცხადა ნევროლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა ლინდერმა, – ითვლება, რომ მარცხენა ნახევარსფერო ადამიანის მეტყველებაზეა პასუხისმგებელი, თუმცა კონკრეტულ პაციენტს კომუნიკაციის პრობლემა არ ჰქონია”.

პაციენტის მშობლის განცხადებით, მისი ქალიშვილი აბსოლუტურად ნორმალურ ცხოვრების წესს მისდევს: ”მან სკოლა წარჩინებით დაამთავრა და ზოგადად, მშვენიერი მეხსიერება აქვს, ყველა ახლობლის ტელეფონის ნომერი ზეპირად იცის”, – დასძინა პაციენტის დედამ.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close