ჭიანჭველები გუგლისგან

@nini@    22 აპრილი 2010    გამოგონება   კომენტარი

სპეციალურად რობოტიზირებულ სათამაშოებზე ჩაციკლული იაპონური კონსერვატიული ბაზრისთვის კომპანია გუგლმა გამოუშვა სმარტფონების სერია დაფუძნებული ოპერაციულ სისტემა ანდროიდზე.

ორიგინალური სახელი სერიამ მიიღო სიტყვა Ant (ჭიანჭველა)–იდან და შესახედაობითაც ნამდვილი ჭიანჭველა გახლავთ. სულ შეიქმნა სამი მოდელი.

მინიატურული Antdroid Mini, უფრო აქსესუარს მოგაგონებთ და შეიძლება ბლუთუზ–გარნიტურაში აგერიოთ, მაგრამ მას დამოუკიდებლად შეუძლია ზარების მიღება და დარეკვა ხმოვანი მართვის მეშვეობით.

Antdroid One ჩვეულებრივი სმარტფონია უკვე კარგად ცნობილი პლატფორმით ანდროიდი, მაგრამ მოქცეული უჩვეულო კორპუსში. მას აქვს 2 დუიმიანი დისფლეი და კლავიატურა.

Antdroid Elder უფრო შინაური რობოტია, რომელიც საშუალო ზომის ძაღლის ხელაა, იწონის 2 კილოგრამზე ცოტა მეტს და შეუცვლელი დამხმარე გახდება ხანში შესული მარტოხელა ადამიანებისთვის. ის არა მხოლოდ მობილური კავშირის (ვიდეოტელეფონით და ხმოვანი მართვით) საშუალებაა მფლობელისთვის. მოწყობილობა გადაადგილდება სახლში, რეაგირებს რა პატრონის ხმაზე, თავისი ვიბროზარით კი მასაჟის გაკეთებაც შეუძლია.

წყარო: http://sana.ge


ავტორი: @nini@


© 2008 - 2016 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია CLOUD9.GE