არქივი

29 მაისი

bd2bc5bcbecd
29 მაისი არის გრიგორიანული კალენდრის 149-ე დღე (ნაკიან წლებში – 150-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 216 დღე.

დღის მოვლენები
363 : რომის იმპერატორი იულიანე ამარცხებს სასანიდების არმიას კტესიფონის ბრძოლაში სასანიდების დედაქალაქის კედლებთან, თუმცა ქალაქში შესვლას ვერ ახერხებს.
1453 : ოსმალებმა სულთანი მეჰმედ II-ის მეთაურობით აიღეს კონსტანტინოპოლი და ბოლო მოუღეს. ბიზანტიის იმპერიას, მასთან ერთად რომის იმპერიასაც.
1660 : ინგლისში აღდგენილ იქნა მონარქია.
1727 : პეტრე II რუსეთის ცარი ხდება.
1790 : როდ–აილენდი გახდა აშშ-ს მე-13 შტატი.
1848 : ვისკონსინი გახდა აშშ-ს 30-ე შტატი.
1868 : სერბეთის პრინცი მიხაელ ობრენოვიჩ III მოკლეს ბელგრადში.
1886 : ქიმიკოსმა ჯონ პემბერტონმა კოკა-კოლას პირველი რეკლამა განათავსა ატლანტა ჯორნალში.
1903 : მაისის გადატრიალება: ალექსანდრე ობრენოვიჩი, სერბეთის მეფე, და დედოფალი დრაგა მოკლეს ბელგრადში ორგანიზაცია “შავი ხელის” (Crna Ruka) წევრებმა.
1913 : იგორ სტრავინსკის ბალეტი “Le Sacre du printemps” დაიდგა პარიზში.
1919 : ეინშტეინის ზოგადი ფარდობითობის თეორიის ტესტირება (მოგვიანებით კი დამტკიცება) ართურ ედინგტონის სრული მზის დაბენელების დაკვირვებით პრინსიპეში და ენდრიუ კრომელინის მიერ სობრალში, ბრაზილია.
1935 : ჰუვერის კაშხლის მშენებლობა დასრულდა.
1953 : ახალზელანდიელმა ე. ჰილარიმ და ნეპალელმა თ. ნორგეიმ პირველებმა დაიპყრეს დედამიწის უმაღლესი მწვერვალი ჯომოლუნგმა (ევერესტი).
1968 : მანჩესტერ იუნაიტედი პირველი ინგლისური კლუბი გახდა, რომელმაც ევროპის თასი მოიგო.
1988 : აშშ-ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი პირველად ჩადის საბჭოთა კავშირში, მოსკოვში ზესახელმწიფოების სამიტზე საბჭოთა ლიდერ მიხეილ გორბაჩოვთან შესახვედრად.
1990 : რსფსრ სახალხო დეპუტატთა I ყრილობაზე ბორის ელცინი აირჩიეს რსფსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ.
1996 : ბინიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.
2005 : საფრანგეთი, გაერთიანებული ევროპის ერთ-ერთი ინიციატორი, რეფერენდუმში უარყოფს ევროპის კონსტიტუციას.
2008 : ნეპალი რესპუბლიკად გამოცხადდა, ხოლო მეფე გიანენდრას გადადგომით ქვეყანაში 240 წლიანი მონარქია დასრულდა.

ამ დღეს დაბადებულნი
1630 : ჩარლზ II – ინგლისის მეფე.
1879 : ჰამანი, რიხარდ – გერმანელი ხელოვნების ისტორიკოსი
1880 : შპენგლერი, ოსვალდ – გერმანელი ფილოსოფოსი.
1909 : ბაუერი, მარიამ – ქართველი ბალერინა
1914 : ნორგეი, თენსინგ – ნეპალელი მთამსვლელი, ევერესტის პირველი დამპყრობი.
1917 : კენედი, ჯონ – აშშ-ს 35-ე პრეზიდენტი.

ამ დღეს გარდაცვლილნი
1847 : ემანუელ დე გრუში – საფრანგეთის მარშალი
1910 : ბალაკირევი, მილი – რუსი კომპოზიტორი
1979 : პიკფორდი, მერი – მსახიობი.
1982 : შნაიდერი, რომი – მსახიობი.
1995 : ჰონეკერი, ერიხ – გდრ-ის სახელმწიფო მოღვაწე.

დღესასწაულები
გაეროს სამშვიდობო ძალების დღე
ბაჰაიზმი – ბაჰაულას ამაღლების დღე.

მსგავსი ამბები

Back to top button