არქივი

28 მაისი

27c918910146

28 მაისი არის გრიგორიანული კალენდრის 148-ე დღე (ნაკიან წლებში – 149-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 217 დღე.

დღის მოვლენები
ძვ. წ. 585 : მზის დაბნელება, რომელიც ბერძენმა ფილოსოფოსმა თალესმა იწინასწარმეტყველა. კარდინალური თარიღი, რომლის მიხედვით სხვა თარიღების დადგენა გახდა შესაძლებელი.
1503 : სამუდამო მშვიდობის ხელშეკრულება დაიდო შოტლანდიასა და ინგლისს შორის, რომელიც 10 წელს გასტანს.
1529 : ერნანდო დე სოტომ ფლორიდას მიაღწია.
1588 : ესპანური არმადა, 130 ხომალდითა და 30 000 მამაკაცით, ლისაბონიდან ინგლისის სრუტესკენ დაიძრა.
1812 : ხელი მოეწერა რუსეთ-თურქეთის ბუქარესტის საზავო ხელშეკრულებას.
1830 : აშშ-ის პრეზიდენტი ენდრიუ ჯექსონი ხელს აწერს ინდიელთა გადაადგილების აქტს.
1863 : ბოსტონში პირველი ამერიკულული შავკანიანთა პოლკი შეიქმნა.
1905 : რუსეთ-იაპონიის ომი: ცუშიმას ბრძოლაში იაპონიის იმპერიულმა ფლოტმა ადმირალ ტოგო ჰეიჰაჩიროს მეთაურობით რუსეთის ბალტიის ფლოტი გაანადგურა.
1918 : სომხეთისა და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკები დამოუკიდებლობას აცხადებენ ტრანსკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკისგან.
1930 : ნიუ-იორკში კრაისლერ ბილდინგი გაიხსნა.
1937 : გოლდენ გეიტ ბრიჯი გაიხსნა სან-ფრანცისკოში, კალიფორნია.
1940 : მმო: ბელგია გერმანიას ჩაბარდა.
1952 : საბერძნეთში ქალებს ხმის უფლება მიეცათ.
1964 : შეიქმნა პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია.
1975 : თხუთმეტი დასავლეთაფრიკული ქვეყანა ხელს აწერს ლაგოსის ხელშეკრულებას, რითაც შეიქმნა დასავლეთ აფრიკული ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობა.
1982 : ფოლკლენდის ომი: ბრიტანეთის ძალები არგენტინელებს ამარცხებენ გუზ გრინის ბრძოლაში.
1987 : მოსკოვის კრემლის რაიონში დაეშვა დასავლეთგერმანელი მოყვარული პილოტი მატიას რუსტი.
1991 : ადის აბება ეთიოპიის სახალხო რევოლუციური დემოკრატიული ფრონტმა აიღო, რითაც დასრულდა დერგის რეჟიმი და ეთიოპიის სამოქალაქო ომი.
1995 : რუსულ ქალაქ ნეფტეგორსკში 7.6 მაგნიტუდის მიწიძვრა მოხდა, დაიღუპა 2000-მდე ადამიანია, ქალაქის მოსახლეობის 2/3.
1999 : მილანში, იტალია, 22 წლის რესტავრაციის შემდეგ, ლეონარდო და ვინჩის “ბოლო სერობა” საზოგადოებას წარედგინა.
2004 : ერაყის მმართველმა საბჭომ ქვეყნის დროებითი მთავრობის პრემიერ-მინისტრად აიად ალავი აირჩია.
2007 : ვენესუელის პრეზიდენტმა ჰუგო შავესმა ვენესუელის პირველი სატელევიზიო არხი დახურა ოპოზიციური სატელევიზიო გადაცემების გამო.

ამ დღეს დაბადებულნი
1884 : ბენეში, ედუარდ – ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი 1946-48 წლებში.
1900 : მიულერი, ჰაინრიხ – გერმანელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე
1908 : ფლემინგი, იან – ინგლისელი მწერალი, “ჯეიმს ბონდის” სერიის ავტორი.
1944 : ჯულიანი, რუდოლფ – ნიუ-იორკის მერი (1993-2001).
1968 : მინოუგი, კაილი – ავსტრალიელი მომღერალი და მსახიობი.

ამ დღეს გარდაცვლილნი
1357 : აფონსუ IV პორტუგალიის მეფე
1849 : ბრონტე. ენ – ინგლისელი მწერალი.
1914 : მესხი, კოტე – ქართველი მსახიობი და რეჟისორი.
2003 : მაკაროვი, ოლეგ – რუსი კოსმონავტი.

დღესასწაულები
საქართველო-უფალ იესო ქრისტეს ზეცად ასვლის დღე “ამაღლება”
სომხეთი – პირველი რესპუბლიკის დღე (1918).
აზერბაიჯანი – რესპუბლიკის დღე (1918).
ეთიოპია – მშვიდობისა და დემოკრატიის დამყარების დღე (1991).

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button