ახალი ამბები

BBC საუკეთესო გიტარისტი


რადიო BBC 6 Music-მა გამოკითხვა ჩაატარა, რომელსაც ბოლო 30 წლის საუკეთესო როკ-გიტარისტი უნდა გამოევლინა. გამოკითხეს 30 ათასი ადამიანი და გამარჯვებულად Red Hot Chili Peppers-ის ყოფილი წევრი დასახელდა.

ჯონ ფრუსჩანტე, რომელმაც პირველი ადგილი მიიღო, ახლა ახალ პროექტში Swahili Blonde-ში Duran Duran-ის ბასისტთან ჯონ ტეილორთან მუშაობს. Red Hot Chili Peppers-თან ის 1988-1992 წლებში იყო, შემდეგ ჯგუფიდან ნარკოტიკებზე დამოკიდებულების გამო წავიდა, 2008 წელს დაბრუნდა, მერე კი, 2009 წელს საბოლოოდ დატოვა.

რეიტინგის მეორე ადგილზე სლეში აღმოჩნდა, Guns N’ Roses-ის ყოფილი გიტარისტი. ლიდერების სამეულს მეტ ბელამი ხურავს Muse-იდან.

მაშ ასე, 10 საუკეთესო როკ-გიტარისტი ბოლო 30 წლის განმავლობაში რადიო BBC 6 Music-ის ვერსიით:
1. ჯონ ფრუსჩანტე – Red Hot Chili Peppers;
2. სლეში – Guns N’ Roses;
3. მეტ ბელამი – Muse;
4. ჯონი მარი – The Smiths;
5. ტომ მორელო – Rage Against The Machine;
6. კირკ ჰემეტი – Metallica;
7. ჯონი გრინვუდი – Radiohead;
8. პრინცი (Prince);
9. ჯეკ უაიტი – White Stripes;
10. პიტერ ბაკი – REM.

ამ სიაში რატომღაც ანგუს იანგი არაა :( მარა მაინც ყველაზე მაგარია :D

წყარო: www.internet.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close