კულტურა

Dio-Lase – ლაზერი

a53f2d4edcdd

ალბათ ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც კბილის ექიმთან ვიზიტი სიამოვნებს. ჯერ კიდევ ექიმის მოსაცდელში ჯდომისას ადამიანებს მომუშავე ბორ მანქანის ხმა ესმით და თავს შეუძლოდ გრძნობენ. თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიები ამ პრობლემის თავიდან აცილებაში დაგვეხმარება – გერმანელმა დიპლომირებულმა დიზაინერმა კიოლნიდან, მუნა სავასმა (Muna Sawas) უხმაურო და უმტკივნეულო ლაზერული ბორის პროექტი წარმოადგინა. მოწყობილობას Dio-Lase ჰქვია და მცირე ზომის ავტონომიური ინსტრუმენტია, რომელიც ზომებით ელექტრო კბილის ჯაგრისს გავს

თავად მოწყობილობას სადენები არ გააჩნია, 7-ვატიანი დიოდიანი ლაზერი ჩაშენებული აკუმულატორით მუშაობს. მოწყობილობის თავი ადვილად ერგება საჭირო კუთხით მუშაობას, ხოლო ლაზერის სიმძლავრის რეგულირება კი აპარატის ბაზაზეა შესაძლებელი. პროექტის უდიდესი დადებით მხარე მისი პორტატულობაა – მისი დახმარებით სამედიცინო დახმარების გაწევა მათთვისაც იქნება შესაძლებელი, ვინც ექიმის აღჭურვილ კაბინეტში ვერ მიდის. ვიმედოვნებთ, რომ ახლო მომავალში ასეთი მოწყობილობები შიშის მომგვრელ ბორებს განდევნიან და კბილების მკურნალობა არცი ისე უსიამოვნო პროცესი

afec4b5e17b2

922197470130

წყარო:slashgear

მსგავსი ამბები

Back to top button