სამკაული თითქმის ყველა ქალს უყვარს,მაგრამ ალბათ ყველამ არიცის რომელ თითზე რომელი ბეჭდის გაკეთება სჯობია. სხვათაშორის, არსებობს მეცნიერება, რომელიც ამტკიცებს რომ ამ საკითხს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ.
ნეკი – ძველ სწავლულთა აზრით,ყველაზე პატარან თითი პასუხს აგებს მეტყველებაზე. რეკომენდირებულია, ნეკზე გავიკეთოთ ყვითელი (სარდიონი,ქარვა,ტოპაზი) და მწვანეთვლიანი (ზურმუხტი,ქრიზოპრაზი,ქრიზოლტი) ბეჭედი.
შუა და არათითი- არათითი დაკავშირებულია გულთან,ამიტომაც იკეთებენ მასზე საქორწინო ბეჭედს. იმისათვის რომ წარმატება და სიყვარული მოიზიდოთ,შეამკეთ ეს თითი წითელთვლიანი ბეჭდით- ლალით,ძოწით ან წითელი იასპით. შუათითს უხდება ვერცხლში ჩასმული იისფერი და შავი თვლებით მოჭედილი ბეჭდები, თუმცა ყოველთვის მისი ტარება არ ღირს- მხოლოდ საქმიანი შეხვედრების დროს.
საჩვენებელი- მასზე უნდა გაიკეთოთ საფირონი,ოპალი და აკვამარინი(ანიჭებს ძალას,იცავს მოგზაურებს). ბიოენერგიტიკოსების აზრით, ოპალი განამტკიცებს ნათესაურ ურთიერთობებს.
ცერი- პასუხს აგებს უპირველესად თავზე,კისერსა და ხერხემალზე. მას მოუხდება ალმასის თვლებით შემკული ვერცხლის ან თეთრი ოქროს ბეჭედი.