გასართობიზღაპრებისაკითხავი

ზღაპარი უცნაურზე…


იყო და არა იყო რაა… იყო ერთი მარტოხელა ბაბუ, რომელიც ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე ბუდობდა და როგორც ბაქარს, ზედმეტსახელად ბაკოლაინს უწოდებდნენ…

ის მთელი თავისი ახალგზრდობა ცდილობდა ავტორბოლაში ჩაბმას, მაგრამ რადგანაც ამ სფეროში წარმატებას ვერ მიაღწია ხელი ჩაიქნია ყველაფერზე და როგორც უსაქმური ნაცარქექია ბუხარს მიუჯდა თავის განუყრელ კენტთან ერთად.

ერთ დღეს ამ უსაქმურობის პერიოდში იდეამ დაარტყა თავში, რომელიც შემდგომში მდგომარეობდა: აეშენებინა სახლი,შეექმნა ოჯახი და გამრავლებულიყო. ამ შემთხვევაში თავს მარტო აღარ იგრძნობდა და თავის უსაქმურობასაბასაც წერტილს დაუსვამდა…

თავდაპირველად აიყვანა სამი შვილი. ერთს ირაკლი ერქვა, მეტსახელად კაკია, რომლის შვილებაც მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბუას გამოქცეული ბიჭუნა ბაკოს გზად გადაეყარა. მეორე: ეს გახლდათ ირი ლეკვეიშვილი იგივე კუსკუსელა, რომელიც ბოროტ დედინაცვალს გამოექცა და ტყეში დაკარგული ბაკომ იპოვა. მესამე შვილი კი იყო სვანეთის პრინცი,(გიორგი ხერგიანი), რომელიც საკუთარმა ძმებმა ჩამოაგდეს ტახტიდან – ქართულის შესწორებით სისხლის გათეთრება დამართა ოთხივეს.
ისინი ცხოვრობდნენ ერთად და ბედნიერად,სანამ ირის დედინაცვალმა სვანი არ მოაჯადოვა და გონებაარეულს ოჯახი არ დაატოვებინა. იგი ძალიან დიდი დანაკლისი იყო მრავალშვილიანი უცნაურიძეების ოჯახისა, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცოდნენ რას უმზადებდა ცხოვრება მათ… 
უცნაურიძეებმა მალე გაითქვეს სახელი თავიანთი მრავალრიცხოვნობისა და ნიჭიერების დამსახურებით. ისინი გაიცნო და შეიყვარა ხალხმა, მაგრამ ცხადია მათი მტრები მხოლოდ ირის დედინაცვლით არ შემოიფარგლებოდა. ერთ-ერთი მათგანი იყო ანგელიძე და მისი შვილები, რომლებმაც გაქურდეს უცნაური და დაუნდობლად ააოხრეს მათი მიწა-წყალი…

 უცნაურიძეები რისი უცნაურიძეები იქნებოდნენ ამის სანაცვლოდ უფრო სახელოვანნი რომ არ გამხდარიყვნენ და ერთსულოვნად არ გადაეხადათ თავიანთი მტრისათვის სამაგიერო. შეკრიბეს ყველა უბნის გმირი განურჩევლად სქესისა, რელიგიისა თუ კანის ფერისა და დაირაზმნენ.
 გაგიკვირდებათ და ერთი რაზმს თურმანა მეთაურობდა, რომელიც თურმე სახლში ცხოვრობდა, ჰქონდა გამჭოლი მზერა, ღიმილი –ჰოლივუდის და ასაკი – ევრო სტანდარტების. მის ჯარში შედიოდნენ: საბა (აბუთიძე), ჰენრი_მ (ლაშა სენაშვილი), ბექა_ზეპ (აბუთიძე),გიორგიჯგ_ე55 (ჯღარკავა შეიძლება ითქვას “ყუნთებიანიც”), ბონი ( უბრალოდ ბონი)

  მეორე რაზმს ველოცირაპტორ (გიორგი სურმანიძე) მართავდა, რომლის ერთ ჯიბეში იპოვიდით იარაღს, ხოლო მეორეში ჭაჭას… :D  რაზმს შეადგენდნენ: გეკო, ლომალომა, სოუ (რომელიც სასტიკად მალავს თავის ჰობს..) ზუქსელა, თორნიკე_404, ბენჟამინი, ცრანიუმი და ვისფერი.
მესამე და ბოლო რაზმს კი დონ მინდია მართავდა, რომელმაც სახლში მეუღლე, მალი დატოვა და ერთი სული ჰქონდა როდის დაბრუნდებოდა უკან. :( მას ჰყავდა ჩარლი, დათო_კიზო, იანგ_ლუნგი, შოთა, მაისა და ცუცქირა7.

დადგა გადამწყვეტი მომენტიც. ჩვენიანები საბრძოლველად გაემზადნენ, აისხეს კომენტარები და პოსტები. გაბრიელმაც(ირაკლი) აკურთხა ისინი და მისცა უფლება დაუნდობლად გასწორებდნენ მტერს!

უცნაურიძეები ბრძოლის ველისაკენ მიიჩქაროდნენ, წინ კი მათ მიუძღოდა თოკო რეალის დროშით ხელში!
როცა დანიშნულების ადგილს მიადგნენ მათ საოცარი ხედი გადაეშალათ :wtf: ბრძოლის ველზე მათ გარდა არავინ იმყოფებოდა… ჩვენ ამით არამარტო ბრძოლა, არამედ ომი მოვიგეთ…

გამარჯვებული გმირები სახლისაკენ გამოემართნენ, სადაც უცნაურიძეების უმშვენიერესი ქალბატონები და საქალბატონეები დახვდნენ უზარმაზარ სუფრასთან ერთად. აქ იყო: პაწუ, ჰამსტერუკა, ბელატრიქსი, იპო, ხატია_ხატია, სმაილი, მის ბლექი, ნ.ბ, ქეით_ალუკარდ, მაილი, თაკ..!, დაკო და ყველას რა ჩამოთვლის. სუფრის თავს კი კეთილი ტარტაროზი ამშვენებდა, რომელმაც ჩვენ გმირებს (თავში არ აგივარდეთ თორეე… :D ) დაფნის გვირგვინები დაადგა ვაჟკაცობის სიმბოლოდ..
ასე დამთავრდა ჩვენი ზღაპარიც.

ანგელი იქა, უცნაური აქა,
სვანი იქა, ბაკო აქა… :evil:

პ.ს ტრაუსერმა, ცნობილმა კომენტარისტმა და “ბაბნიკმა”.. :lol: ომისგან თავის ასარიდებლად ფეისჯის შეეფარა… (ეგ მოღალატე ეგა :ukanali: :dasja: )

პ.ს2 ვინც ვერ გახსენეთ ბოდიშს გიხდით თქვენ ისედაც ჩვენი ოჯახის წევრები ხართ.. :love: :love:

მარად თქვენი პაწუ და უცხო :thanks:

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close