გართობა

ნოდარ ქუმარიტაშვილი

c6e5b69a38a9

აქ არის ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიოგრაფია და სიმღერა,რომელიც მისთვის ჩაიწერა. უყურეთ ძალიან მძიმე მაგრამ საინტერესო ამბავი და სიმღერაა

f707e2ecce2d

b29a094a724f

b72beca3396c

e11cf21eaa3a

b34c60f5c53d

c6e5b69a38a9

ნოდარ დავითის ძე ქუმარიტაშვილი (დ. 25 ნოემბერი, 1988, ბორჯომი, საქართველო – გ. 12 თებერვალი, 2010, ვანკუვერი, ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა), ქართველი მოციგავე, დაიღუპა 2010 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის დღეს, ვარჯიშის დროს.2010 წლის 12 თებერვალს, ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამოდენიმე საათით ადრე, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 143.3 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა. ამის შედეგად იგი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით , ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 21 წლის ქართველი სპორტსმენი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ საწვრთნელი დაშვებისას, ზუსტად იმ მოსახვევში, ძლივს გადაურჩა ტრაგედიას ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, იტალიელი არმინ ცოგელერი, რომელმაც მართვა დაკარგა, ციგიდან გადმოვარდა და 200 მეტრი ზურგზე დაცემულმა ისრიალა. შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს რუმინელი მოციგავე ვიოლეტა სტრამატურარუ, რომელსაც დაცემისას ტვინის შერყევა დაუდგინეს და ექიმებმა შეჯიბრებიდან მოხსნეს.

ორგანიზატორთა ოფიციალური განცხადებით, ტრაგედია მოციგავის შეცდომას მოჰყვა და არა ტრასის გაუმართაობას. ქუმარიტაშვილმა მე-15 მოსახვევიდან გამოსვლა დააგვიანა და მომდევნოში სწორად შესვლა ვერ შეძლო. ამის გამო ყველა მცდელობის მიუხედავად, ციგის მართვა დაკარგა, – ნათქვამია ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტისა და ციგაობის საერთაშორისო ფედერაციის ერთობლივ განცხადებაში.17 თებერვალს ნოდარ ქუმარიტაშვილის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს. თვითმფრინავი, რომლითაც სპორტსმენი გერმანიის ქალაქ მიუნჰენიდან გადმოასვენეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 04.00 საათზე დაეშვა. 20 თებერვალს სპორტსმენი მის მშობლიურ ბაკურიანში, ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.

ბაკურიანში იმ ქუჩას, სადაც ნოდარ ქუმარიტაშვილი ცხოვრობდა, ქართველი ოლიმპიელის სახელი ეწოდა. გადაწყვეტილება ბაკურიანის საკრებულომ მიიღო.
ნოდარ ქუმარიტაშვილი ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში მეოთხე სპორტსმენია, რომელიც დაიღუპა. სხვა სპორტსმენები არიან:
1912, სტოკჰოლმი: ფრანცისკო ლაზარო, 21
1960, რომი: კნუტ იენსენი, 23
1964, ინსბრუქი: როზ მილნი, 19

ბიოგრაფიის წყარო ვიკიპედია

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button