არქივი

ზაფხულის ხილი და მათი სასარგებლო თვისებები

ad2e0c52 fb93 4177 83ce f89f97203bf8

მე ძალიან მიყვარს ხილი,მაგრამ განსაკუთრებით ზაფხულის ხილი,რადგან მიმაჩნია,რომ ზაფხულის ხილი ყველაზე გემრიელია და ერთი სული მაქვს ხოლმე როდის მოვა ზაფხული.ერთ-ერთი მიზეზი რატომაც მიყვარს ზაფხული არის ხილი, რომელიც ამ სეზონზე მოდის.გარდა იმისა რომ,ზაფხულის ხილი გემრიელია ამასთან ერთად ძალიან ბევრ სასარგებლო ვიტამინსაც შეიცავს.მე შევეცდები გაგაცნოთ თქვენთვის კარგად ნაცნობი ხილის სასარგებლო თვისებები.

27a19a80df58b007e8a54826

  • ალუჩა-ჩემთვის ნომერ პირველი ხილი და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს მიაჩნიება ნომერ პირველ ხილად.ალუჩა შველის შეკრულობას,სიბრმავეს ვისაც აქვს  მაღალი პროტრომბინი ალუჩა ძალიან კარგი საშვალებაა მის დასაწევად ასევე ალუჩა ასუფთავებს სისხლს მავნე ნივთიერებებისგან.ასევე ეს არაჩვეულებრივი ხილი არის დიეტურ ხილად მიჩნეული და ხელს უწყობს წონაში კლებას. არ არის აუცილებელი ალუჩა მივირთვათ უმად ის არ კარგავს მის თვისებებს წვენში ჯემში და სხვა.

ded73a99659802bc810db059

  • ბალი, ალუჩა-ბევრისგან მსმენია,რომ ბალს არ გააჩნია სასარგებლო თვისებები და ის მხოლოდ გემრიელია და მეტი არაფერი,მაგრამ ესე ნამდვილად არ არის.არაფრით ჩამოუვარდება ბალი ალუბალს,ისევე როგორც ალუბალს აქვს ბევრი კარგი თვისება ასევე აქვს ბალსაც.ამ ორივე ხილს საერთო თვისებებიც კი აქვთ.მაგ:ისინი უნარჩუნებენ კანს სიჯანსაღეს,შველიან და აწესრიგებენ ნერვულ სისტემას,ამაგრებენ კბილებს და ძვლებს,ასევე თმასა და ფრჩხილებს,ასევე ბალი არის გულისთვის ძალიან კარგი.ასე,რომ  როდესაც ბალს და ალუბალს მიირთმევთ იცოდეთ რომ არა მარტო გემრიელია ეს ხილი არამედ ძალიან სასარგებლოა თქვენი ორგანიზმისთვის.

 

d5326da2ce3150a832de5516

  • მარწყვი-მარწყვიც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ხილია,ისევე როგორც ალუჩა ეხმარება ადამიანს წონის დაკლებაში ასევე ეხმარება მარწყვიც.მარწყვი საუკეთესო საშუალებაა ვისაც გახდომა სურს მათთვის.მიუხედავად იმისა რომ მარწყვი არის საკმაოდ ტკბილი მას შეუძლია შაქრის დაწევა.მარწყვს შეუძლია ორგანიზმიდან გამოდევნს ზედმეტი წყალი.არამარტო მარწყვს არამედ მის ფოთლებსაც აქვთ ბევრი სამკურნალო თვისება და ბევრი სარგებელის მოტანა შეუძლიათ ადამიანისთვის.მაგ:მარწყვის ფოთლების ნახარში არეგულირებს წნევას და შველის უძილობას.

ჩემი აზრით,ბუნებრივი საშვალებები ძალიან კარგია იმისთვის რომ მივიღოთ ვიტამინები ზოგი ხილი და ბოსტნეული იმდენ სასარგებლო თვისებას შეიცავს,რომ ზოგ წამალსაც კი ჯობია.თან მათ აქვთ ის უპირატესობა რომ თითქმის ყველა ხილი არის ძალიან გემრიელი და წამლებისგან განსხვავებით არ აქვს ხილს იმდენი გვერდითი მოვლენა რამდენიც წამლებს თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ ხილზე ალერგიას.ექიმების მიერაც არის დამტკიცებული რომ თითოეულ ხილს გააჩნია სხვადასხვა სამკურნალო თვისება და ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგია.

მსგავსი ამბები

Back to top button