TECH & მეცნიერებაგართობაუცნაური

ექსტრემალური ატრაქციონი ტორონტოში

ff3e2274ea75
ახალი ექსტრემალური ატრაქციონი „EdgeWalk“ წარმოადგენს „გასერნებას“ პარაპეტზე CN Tower -ის გარშემო : ატრაქციონი თაუერის კოშკურაზე მიმაგრებულ ნახევარი მეტრი სიგანის კარნიზე ეწყობა. მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს საშუალება აქვთ 356 მ. სიმაღლეზე ვიწრო კარნიზზე გაისეირნონ, რომელსაც მოაჯირიც კი არა აქვს.

b2c363607aa1
ექსკურსიები გიდების მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ ეწყობა, 30-წუთიანი სახიფათო გასეირნება 150 მ მანძილს მოიცავს, ამიტომ ექსტრემალებს საგანგებო დამცავ ქამრებს უკეთებენ. კოშკის 50 სმ-იან კარნიზზე გასეირნების საშუალება ერთდროულად მხოლოდ 6 ადამიანს აქვს. ატრაქციონის ზედამხედველების განცხადებით, ეს სახიფათო ილეთი ნებისმიერი ასაკის ადამიანს ერთნაირად იზიდავს. მისი ყველაზე პატარა მონაწილე 13 წლის, ყველაზე ხანდაზმული კი 90 წლის იყო.

71bd1c93b006
კანადის ერთ-ერთი უმსხვილესი სამრეწველო ქალაქი ტორონტო გამორჩეულია თავისი მეტროპოლიტენის სისტემით და ასევე , თავისი ცნობილი ღირსშესანიშნაობით ტორონტოს ტელეანძით- კანადის ეროვნული ტელეანძა(CN Tower) ყველაზე მაღალი ცალკე მდგომი სტრუქტურაა მსოფლიოში, 553,33 მეტრი სიმაღლით, რომელსაც დღეს “სი-ენ ტაუერად” მოიხსენიებენ, გინესის რეკორდების წიგნში მეორედ მოხვდა. დღემდე ის პლანეტის მარჯვენა ნახევარსფეროს ყველაზე მაღალ ნაგებობად იყო მიჩნეული, ამიერიდან კი მას მსოფლიოს ყველაზე მაღალ ატრაქციონადაც აღიარებენ.
24e35ef84728
ადრე ყველაზე მაღალ სატელევიზიო ანძად ჩინეთის გუანჯოუ ითვლებოდა. (ფოტო 57) ფოტო 2) მისი სიმაღლე 610 მეტრია. ყველაზე მაღალი სატელევიზიო ანძის სამეულს ასრულებს – ანძა სი-ენ ტაუერი ტორონტოში (553 მეტრი).
39ced55d38d2
ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მაღალი ნაგებობად ითვლება დუბაის ცათამბჯენი “ბურჯ ხალიფი” (არაბეთის გაერთიანებული საემიროები). (ფოტო 55) 1 სურათი)-
ეს სუპერმაღალი ცათამბრჯენი დუბაიში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში- აღიარებულია როგორც ადამიანის ყველაზე მაღალი შექმნილი სტრუქტურული ნაგებობა. მისი სიმაღლე არც მეტი არც ნაკლები 880 მეტრია.

48980a1ac415

ტორონტოს ტელეანძის მშენებლობა 1973 წლის 6 თებერვალს დაიწყო …
პროექტზე მუშაობა დღე-ღამის განმავლობაში განუწყვეტლივ მიმდინარეობდა და საბოლოოდ 1976 წელს გაიხსნა. სტრუქტურის მოკლეტალღოვანი მიმღებები შორეული სიგნალებისთვის 338 მეტრზეა დამონტაჟებული, ხოლო ტრანსმისიის ანტენა კი ანძის თავზეა მოთავსებული. მშენებლობა დაახ. $300 მილიონი კანადური დოლარი ($260 მილიონი აშშ-ის დოლარი დაჯდა და თვითღერებულება ამოღებულ იქნა 15 წელიწადში.

4af6e5501b04
ეს უნიკალური და მტკიცე ლითონის კიბე 1.776 საფეხურით აღწევს სკაი-პოდის დონემდე (447 მ/ 147 სართული) და ყველაზე მაღალი ლითონის კიბეა დედამიწაზე.
342 მეტრის ნიშნულზე შემინული სართული და პანორამის ღია სათვალთვალო ტერასა მდებარეობს. 346 მეტრის ნიშნულზე კი “ჰორაიზონს კაფეა” და დახურული სათვალთვალო დარბაზია. 360 მეტრის სიმაღლეზე მბრუნავი რესტორანი “360” მდებარეობს, რემელიც სრულ ბრუნს ყოველ 72 წუთში ასრულებს.

ca1b76c62372
სკაი-პოდი (Sky Pod) მცირე დახურული პლატფორმაა 447 მ. სიმაღლეზე და მსოფლიოში ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი პანორამული სათვალთვალო დეკია. აქედან მზის სინათლეზე და მოწმენდილ ამინდში ხედვადობა 120 კმ-ს აღწევს და ონტარიოს ტბის გაღმა აშშ-ის ტერიტორიაზე მდებარე ქაალაქ როჩესტერის სილუეტის დანახვაც კი შეიძლება…
ყოველწლიურად ატრაქციონს „EdgeWalk“ სტუმრობს დაახლოებით 2 მილიონამდე ადამიანი მსოფლიოს ყველა კუთხიდან;
4124eb6dffda

c87c3902be18
63d3add4780d
c9159e67bad0
cb1059d66369
c66a666bd7b6
872ab76b241b
df4582e9a398

blogerlady

age: 14
Back to top button