არქივი

ავსტრალიაში მობინადრე საშიში არსებები

61a25b25c456

ყავისფერი გველი, კაზუარი, გველი “ვეფხვი”, ლურჯ რგოლებიანი რვაფეხა, ძაბრისებრი აბლაბუდების შემქმნელი ობობა,ოთხკუთხედი მედუზა,ჩიტის მჭამელი ობობა < აი ამ არსებებზე გესაუბრებით ამ პოსტში, ისინი თანაბრად სახიფათოები არიან ადამიანებისთვის

1. ავსტრალიური ყავისფერი გველი
34976962ee5f

ეს გველები გავრცელებულია ავსტრალიაში, შეუძლიათ ადამიანის მოკვლა, თუმცა ამის შემთხვევები საბედნიეროდ იშვიათია, რადგან ცხოვრობენ ადამიანებისგან მოშორებით. ყავისფერ გველებს უყვართ გზები. ავსტრალიაში გზები არის ცხელი. გველებს შეუძლიათ იყვნენ ამ გზებზე დიდი ხნის განმავლობაში და არ გაიქცნენ მანქანის გავლის შემთხვევაშიც კი. შეიძლება მიმავალ მანქანაში მჯდომ ადამიანს ფანჯარა ჰქონდეს ღია და თავს იგრილებდეს, ამ დროს კი გველი შეახტეს და უკბინოს. ასეთი არაერთი შემთხვევა ყოფილა.

2. კაზუარი
d7c76c2bb8a8

ეს ფრინველები ცხოვრობენ ავსტრალიის ტროპიკულ რეგიონებში. ვერ იტანენ ადამიანებს. აქვთ ძალიან გრძელი და ბასრი ფრჩხილები, რომლითაც არაერთხელ მოუკლავთ ადამიანი. ადგილობრივები მას „მკვლელ“ ჩიტს ეძახიან. სამწუხაროდ (ავსტრალიელებისთვის საბედნიეროდ) კაზუარების არც თუ ისე დიდი რაოდენობა არის დარჩენილი. ცნობილია, რომ ისინი პტეროდაქტილის შთამომავლები არიან.

28e066b59b1f

3. გველი „ვეფხვი“
9c540071d9fe

ამ სახიფათო გველების ყველაზე საშინელი თვისება არის ის, რომ არსად არ ცხოვრობენ, ანუ მათთან შეხვედრა ძალიან ძნელია, შეიძლება ნებისმიერ ადგილას იყვნენ. ისევე როგორც ყავისფერი გველები, არც ესენი არიან ადამიანების მოყვარულები. ამ გველის ნაკბენი მომაკვდინებელია. ძირითადად არიან ბუჩქებში ჩამალულები. ამ გველების თვისება არის ის, რომ საფრთხის შემთხვევაში არ გარბიან და რამოდენიმე წუთით შეშდებიან. ერთერთი მოგზაური მას შეხვდა კანგაროს კუნძულზე. მისი თქმით, თავიდან ვერ მიხვდა გველი „ვეფხვი“ იყო თუ არა, რადგან არ ჰქონდა ზოლები, თუმცა გველი ყველა იმ თვისებას ამჟღავნებდა რაც გველ „ვეხვებს“ აქვთ. როგორც ჩანს, ერთერთმა ავსტრალიელმა შეცდომაში შეიყვანა ხალხი და ამ გველს არასწორი სახელი დაარქვა.

4. ლურჯ რგოლებიანი რვაფეხა
c7351c127535

ეს არის ძალიან საშიში არსება, რომელიც თითქმის ყველა ოკეანეში ბინადრობს. ის შეიძლება შეგხვდეს ნაპირთან ახლოს. მისი ერთადერთი კარგი თვისებაა ის, რომ ფერადი და ადვილად შესამჩნევია. მოძრაობს ძალიან ნელა. თუ გიკბინა ზუსტად 3 წუთში სუნთქვა გაგიჭირდება და პარალიზებული გახდები. ყველაზე ცუდი ის არის, რომ არ არსებობს არანაირი საშუალება მათი შხამის საწინააღმდეგოდ. გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა გაქცევა, სანამ ის შხამს შეიყვანს თქვენს სხეულში. ამ შხამის გამომუშავებას ეს რვაფეხა რამოდენიმე წუთი უნდება. ამიტომ თუ აპირებთ ავსტრალიის სანაპიროზე გასეირნებას, აუცილებელია წყალში შეხვიდეთ გამოცდილ ადამიანთან ერთად.
ლურჯ რგოლებიანი რვაფეხები ძალიან ხშირად სახლს იშენებენ ნაგვის ნარჩენებისგან, რომელიც ყრია სანაპიროზე. ეს კი მათ ადამიანებისთვის უფრო საშიშს ხდის.

5. ძაბრისებრი აბლაბუდები
7cfef5fbadf8

ეს ობობები ცხოვრობენ ავსტრალიაში. ცნობილი არიან იმით, რომ აკეთებენ ძაბრისებრ აბლაბუდებს. ძალიან საშიში მტაცებლები არიან და გამოირჩევიან ადამიანებისადმი სიძულვილით. ისინი მხოლოდ ერთხელ კი არ გიკბენენ, ისინი კბენას განაგრძობენ განმეორებით. განსაკუთრებით მწარეა მათი კბენა , რომელიც იწვევს გულისრევას, ჰალუცინაციებს და ცუდ შემთხვევაში სიკვდილს. საბედნიეროდ,მათი შხამის საწინააღმდეგო წამალი არსებობს, რომელსაც არაერთი დაკბენილი ადამიანი გადაურჩენია. სამწუხაროდ ეს წამალი მთლიანად ვერ განკურნავს ადამიანს, ამ ობობების ნაკბენის შემდეგ ბევრს ფსიქოლოგიური ტრავმა რჩება. ამის ერთერთი მიზეზია ის, რომ ობობამ იცის სახეზე მიხტომა, კბენის შემდეგ კი არ ანებებს თავს სანამ ხელით არ მოიშორებ. რა გასაკვირია, რომ ხალხს ყოველივე ამის შემდეგ ფსიქოლოგიური ტრავმა დარჩეს.

20a2d56990fc

6. ოთხკუთხედი მედუზა
744593186592

ეს მედუზები ნაპოვნია ჩრდილოეთ ავსტრალიაში. მათ შეუძლიათ ადამიანის მოკვლა რამოდენიმე წუთში. მედუზისგან დანესტრილი ადამიანები ხშირად ნაპირს ვეღარ აღწევენ, რადგან ამ მედუზის დაშუშხვა იწვევს გულის შეტევებს. საბედნიეროდ ადამიანები ყოველთვის არ კვდებიან მათი დაშუშხვით. დიდი ხნის განმავლობაში ძლიერი ტკივილების შემდეგ ზოგიერთი მსხვერპლი გადარჩება, მაგრამ ოთკუთხედი მედუზა თავის კვალს შენს სხეულზე მაინც ტოვებს:

035389959162

7. უზარმაზარი ობობა
add1378d14f0

ეს ობობები ცნობილი არიან თავისი სიდიდით და კიდევ იმით, რომ შეუძლიათ ჩიტის შეჭმა. ნაპოვნი არიან „დედოფლის“ კუნძულზე, ჩრდილოეთ ავსტრალიაში.
საბედნიეროდ, ავსტრალიაში დიდი ობობების უმეტესობა არ არის შხამიანი. პატარებში კი უფრო ხშირია შხამიანობა. უზარმაზარ ობობებს არც სჭირდებათ ეს, რადგან საკმარისად საშიშები არიან. ვერავინ ბედავს მათთან მიახლოებას. ისინი შხამიანები არიან თქვენი გონებრივი ჯანმრთელობისთვის. წარმოიდგინეთ უზარმაზარი ობობა, რომლის საბინადრო ადგილს ვერც გაიგებთ, ის შეიძლება თქვენი სახლის კედელზეც იყოს, ან ძველი ყუთის ქვეშ. დიდი შანსია ის ვერც კი შეამჩნიოთ უცნაური ფერის გამო. ამ ობობებს რა თქმა უნდა არ ეშინიათ ადამიანების, და მათაც ჩვეულებრივ მსხვერპლად აღიქვამენ, თუმცა არ შეუძლიათ ხალხის შეჭმა და მათი ნაკბენიც საშიში არ არის. ჩიტის მჭამელი ობობის და ადამიანის შეხვედრის დროს ყოფილა შემთხვევები როცა ამ მტაცებელს ადამიანისთვის სახეზე აბლაბუდა გაუკეთებია., გამოუცდელი ადამიანი კი ამ დროს შოკში ვარდება, არ იცის რომ საშიში არ არის ამ ობობის ნაკბენი და შეიძლება გულის შეტევით მოკვდეს. ავსტრალიაში წლიურად უამრავი ადამიანი იღებს ფსიქოლოგიურ ტრავმას ამ ობობასთან შეხვედრის შემდეგ.

4c5b96105015

მსგავსი ამბები

Back to top button