არქივი

როცა ნარკოტიკები “წამლობდნენ”…

4351971719bf
დღეს მთელ მსოფლიოში ნარკომანთა რაოდენობა კატასტროფულ ზღვარს მიუახლოვდა და ასევე იზრდება ნარკოტიკულ ნივთიერებათა რიცხვიც,მაგრამ იყო დრო როცა ნარკოტიკებს წამლებად გამოიყენებდნენ.ამის საილუსტრაციოდ გადავინაცვლოთ მეცხრამეტე საუკუნეში.

1.კოკაინის შემცველი წამლები.

კოკაინის შემცველი ღვინო ეს იყო ნაზავი ღვინისა და კოკაინის ხის(კოკა) ფოთლების ნაყენისა.ამ სასმელს რამდენიმე კომპანია უშვებდა,ყველაზე დიდი პოპულარობით კი სარგებლობდა “მარიანის ღვინო”,რომელიც შექმნა კორსიკელმა ქიმიკოსმა ანჟელო მარიანიმ.მან ბორდოს ცნობილ ღვინოს(3/4) შეურია კოკაინის ნაყენი(1/4).ეს მოხდა 1863 წელს,ხოლო უკვე 1870 წლისათვის ეს სასმელი ვრცელდება არა მარტო საფრანგეთში,არამედ ამერიკაშიც.

38eba4eff389

b0b84db0dad8

a3dc450de0fc

aa9a9585f8a2

“მარიანის ღვინოს” დამამშვიდებელი ეფექტი ჰქონდა.ამ სასმელს გემო გაუსინჯეს ცნობილმა ადამიანებმა და საკმაოდ დადებითად შეაფასეს,ესენი იყვნენ:ალექსანდრე დიუმა,ჟიულ ვერნი,არტურ კონან დოილი,ბრიტანეთის დედოფალმა ვიქტორიამ და ა.შ.

9e6d5ba3077b

იმ პერიოდში ასევე გამოუშვეს რამდენიმე ეფექტური მედიკამენტი,როგორებიცაა კოკაინის ნაყენის შემცველი ტაბლეტები კბილის ტკივილისათვის(1885 წელი),დამამშვიდებელი ტაბლეტები კოკაინით(1900 წელი).

0eaa8e3ca549

შემდგომ წლებში კი ნათლად გამოჩნდა კოკაინის უარყოფითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე და საბოლოოდ მიიღეს მისი აკრძალვის გადაწყვეტილება.

2.წამლები ოპიუმის შემცველობით.

ოპიუმი არის ძლიერმოქმედი ნარკოტიკი,სანამ ეს დამტკიცდებოდა მანამდე ოპიუმი საკმაოდ პოპულარული იყო მედიცინაში,ხოლო ასევე ოპიუმთან დაკავშირებულია სამხედრო ბატალიებიც(“ოპიუმის ომები” საფრანგეთ-ბრიტანეთსა და ჩინეთს შორის).

მეცხრამეტე საუკუნეში ოპიუმისგან შექმნეს ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატი,ასევე შეიქმნა მრავალი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება-აღსანიშნავია ტკივილგამაყუჩებელი ახალშობილებისათვის,რომელიც ოპიუმის მცირე დოზას შეიცავდა.

9558a844296c

a08ca0fab0ca

7c928762d4a6

3.ჰეროინისგან დამზადებული წამლები.

1898 წელს გერმანელმა ქიმიკოსმა ფელიქს ჰოფმანმა შექმნა დამამშვიდებელი წამალი,რომელსაც უშვებდნენ ჰეროინის სახელით.გამომშვები ფირმა კი ცნობილი გერმანული კომპანია “ბაიერი” იყო.ასევე “ჰეროინი” გამოიყენებოდა ხველის საწინააღმდეგოდაც.

5579720a1daa

შემდგომ წლებში ჩატარებულმა კვლევამ კი ცხადყო “ჰეროინის” გვერდითი ეფექტები,მომხმარებელი მასზე დამოკიდებული ხდებოდა და საბოლოოდ ეს წამალი აიკრძალა.

Don Mindia

მსგავსი ამბები

Back to top button