არქივი

25 მაისი

7850b16d12b8
25 მაისი არის გრიგორიანული კალენდრის 145-ე დღე (ნაკიან წლებში – 146-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 220 დღე.

დღის მოვლენები
1085 : კასტილიის მეფე ალფონსო VI-მ ტოლედო მურებისგან დაიბრუნა.
1787 : ფილადელფიაში, პენსილვანია, საკონსტიტუციო კრებაზე შეკრებილი დელაგატები ჯორჯ ვაშინგტონის მეთაურობით აშშ-ის ახალი კონსტიტუციის წერას შეუდგნენ.
1895 : მწერალი, პოეტი და დრამატურგი ოსკარ უაილდი ორი წლით საპყრობილეში ჩასვეს მამათმავლობის გამო.
1938 : ესპანეთის სამოქალაქო ომი: ალიკანტეს დაბომბვამ 313 ადამიანი იმსხვერპლა.
1953 : აშშ ნევადის საცდელ ბაზაზე პირველ და ერთადერთ ბირთვულ არტილერიულ გამოცდას ატარებს.
1963 : ადის-აბებაში, ეთიოპია, აფრიკის ერთობის ორგანიზაცია ჩამოყალიბდა.
1981 : სპარსეთის ყურის 6 ქვეყანამ ხელი მოაწერა აბუ-დაბის ქარტიას ურთიერთთანამშრომლობის საბჭოს შექმნის მიზნით.
1985 : ტროპიკულმა ციკლონმა ბანგლადეშში 10.000 ადამიანი იმსხვერპლა.
1989 : სომხეთის სსრ უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა სომხეთის სუვერენიტეტი.
1989 : მოსკოვში დაიწყო სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა I ყრილობა. მ.გორბაჩოვი არჩეულ იქნა სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ.
2000 : ისრაელმა დაასრულა ლიბანის 22-წლიანი ოკუპაცია.
2001 : მუხროვანის ბრიგადის ტერიტორია უნებართვოდ დაიკავა ეროვნული გვარდიის ერთ-ერთმა ბატალიონმა. მეამბოხეებთან საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა.
2003 : ნესტორ კირხნერი არგენტინის პრეზიდენტი გახდა კარლოს მენემის დამარცხებით.

ამ დღეს დაბადებულნი

1892 : ბროზ ტიტო, იოსიპ – იუგოსლავიის პრეზიდენტი 1953-80 წლებში.
1931 : გრეჩკო, გეორგი – რუსი მფრინავი-კოსმონავტი.

ამ დღეს გარდაცვლილნი
1819 : დავით ბატონიშვილი – ქართველი მწერალი და მეცნიერი.
1944 : ლორთქიფანიძე, ნიკო – ქართველი მწერალი.
1978 : ტოლსდორფი, თეოდორ – ვერმახტის გენერალ-ლეიტენანტი.

დღესასწაულები

არგენტინა – მაისის რევოლუციის დღე (1810).
აფრიკის დღე – აფრიკული ერთობის ორგანიზაციის წლისთავი.

Back to top button