TECH & მეცნიერებაგართობაუცნაური

უცნაურის მარგალიტები

739b5614ebfb
მეგობრებო მგონი დიდი დრო გავიდა, იმდენი თხოვნა მივიღე ამ პოსტის დადებისთვის, რომ აღარც მახსოვს, მხოლოდ დაიმედებით ვიწუხებდი თავს და განხორციელება ვაღიარებ რომ მეზარებოდა. რატომღაც ამ სათაურით პოსტის წერა ყოველთვის მიჭირს, ბევრი დასალაგებელი რამაა და თან შესარჩევი, ხოდა მოკლედ რომ გადავხედე წინა მარგალიტებს და ვნახე ივლისში მაქვს დადებული, სასწრაფოდ თავს შევუძახე და აი შემდეგი ნაწილიც მზადაა, იმედია იხალისებთ და კიდევ ბევრ კომენტარს დადებთ, საიდანაც შემდეგ მარგალიტებს გამოვაცხობ აუცილებლად : ))

მაშ ასე, დავიწყოთ კომენტარებით.

მგონი ყველა მომხმარებელმა იცის, რომ ერთ დროს მოდაში იყო კომენტარებში პირველის დაწერა. დიახ, რამდენ პოსტშიც შევიდოდი, ეწერა პირველი ვარ, რა მაგარია… პირველი ვარ, ტაში-ტუში.. პირველი ვარ,ყველას დაგასწარით… პირველი ვარ,შეგრჩათ .. :))) და ასე შემდეგ, ამას წამოყვა მეორე ტალღა, მორე ტყუილად არ მიხსენებია, ახლა პირველს რომ დაწერდნენ, სხვები უკვე მეორესაც წერდნენ, შენ თუ პირველი ხარ, მე მეორე ვარ იშ და მსგავსი… რის შემდეგაც, უკვე მესამეების შიშმა გვძლია და პირველ-მეორე-ებზე დაწესდა ბანი.
ახლა გაჩვენებთ ერთ ასეთ ადამიანს,

88bdc4d0ae9f

შედის პოსტში, წერს პირველი ვარს და ებადება კითხვა, კაი სტატიაა თუ არა :))))

უცნაურზე ყოველთვის დიდი განხილვებითა და გარჩევებით მთავრდება ნებისმიერი პოსტი,რომელიც ირიბად თუ არაირიბად უკავშირდება რელიგიას. ის კი არადა ხალხი უკვე არარელიგიურ პოსტებზეც რატომღაც რელიგიაზე იწყებს საუბარს, ჯერ ვერ ჩავწვდი რატომ.
აგერ ერთი მაგალითი,რომელზეც თავდაპირველად ბევრი ვიცინე.

1d22c3dabb45

ეგ სოდომა და გომორა არა მიშა და გრიშა კიდე :)))

უცნაურზე ზოგჯერ პოსტებს მუსიკას ვადებდით ხოლმე, რასაც თურმე დადებითი შედეგებიც ჰქონია ბევრისთვის. მაგალიტად მოვიყვან აგერ ერთი კომენტარის დამწერს, ამ კომენტარის ნახვის შემდეგ დავასკვენი უცნაური ზრუნავს არამარტო აქ შემომსვლელებზე, არამედ მათი მეზობლის ბავშვებზეც..

7977411ed87e

თუმცა როგორც ჩანს ჩემმა დადებულმა მუსიკამ ზარალიც გამოიწვია ბატონი სამსიანის ოჯახში. რაღაც პოსტი იყო მგონი მოჩვენებებზე და ე.წ. creepy მელოდია დავადე, რის შემდეგადაც სამსიანმა სკამზე თურმე ლამბადა იცეკვა :დ:დ აი როგორ მაინტერესებს ეგ მომენტი გიო ვერ წარმოიდგენ :D

b30aff4b6768

მინდიამ კი შემოგვთავაზა ,,სულის მასაჟი” მუსიკა

a0b049c9c7b0

ჯერ ჩემი მუსიკა სხეულის მასაჟს მიკეთებს და ვისაც სულის გინდათ მოუსმინეთ ამას :))))

როცა პოსტს წერ, ალბათ ყველას უნდა რომ კარგი კომენტარები დაიმსახუროს, ყველამ კვერი დაუკრას და ტაშით შეხვდეს, მაგრამ ეს ხშირად ასე არ ხდება. მე ვაღიარებ,რომ ბევრი ცუდი კომენტარიც მიმიღია, მაგრამ არ მწყენია, ჩემი აზრით ცუდი კომენტარებიც ისევეა საჭირო, როგორიც კარგი. მაგრამ ეს კომენტარი როცა ვნახე კარგად ვიცინე, თუმცა მე არ მეძღვნებოდა (მეორედ მოსვლაზე იყო პოსტი), მაგრამ უცნაურის რომელიღაცა ავტორო, მეორედმოსვლა გაქვს შენ ტვინში თიკოს აზრით :D

247282edc37a

სანამ კომენტარს დაწერდეთ ხოლმე ქეფს ლოქი გამორთეთ ან წერის დროს ეკრანს უყურეთ ხოლმე,რომ ესე არ დაგემართოთ

bb394830aeb4

უცხოპლანეტელებზე იყო პოსტი, კომენტარებში კი ჩვენ ექსკლუზიური ინფორმაცია მოგვაწოდა assassin-მა და გაგვიმხილა,რომ უცხოპლანეტელი თურმე ჩვენს შორის დააბიჯებს, მეტიც, ის გამეტებით მღერის ,,ქალაქურ” რესტორნებსა და ბარებში და მისი სიმღერები აყრუებსა და აჭკნობს ჩვენს ყურებს თითქმის ყველა სამარშრუტო ტაქსში..

23500a5f4490

დამეთანხმებით,რომ ბლოგზე პოპულარული გახდა მამუკა, რომელიც ჩარლის ნიკით დააბიჯებს ჩვენს რიგებში. ბევრს მოსწონს მისი პოსტები და არც მიკვირს, მაგრამ ერთ კომენტარზე კი კარგად ვიცინე

49b1c5ce9c66

მამუკა შენ პოსტერი ყოფილხარ გესმის? პ ო ს ტ ე რ ი :D

ადრე პოსტი დაიდო ყურბელაზე, რომელსაც ერთი ,,ყურბელა_ნაკბენი” გამოეხმაურა :D მე და ჩარლიმ კი ჩიხში მივიმწყვდიეთ კომენტარის ავტორი, ტაში მეგობრებო!

6b8a709fb281

რაღაც მოწყენილი საღამო იყო და შევდივარ პოსტში, სადაც ნახსენები იყო ბიუსტჰალტერი (იმედს გამოვთქვამ,რომ ყველამ იცით ამის მნიშვნელობა). სალიმ კი ფრიად უცნაური შეკითხვა დასვა, აი მამუკასგან რა პასუხიც მიიღო, იმაზე კარგა ხანს ვიცინოდი

89ada4353f56

  • ამ ადამიანის კომენტარი, ჯერ სახელიდან დაწყებული და მერე კომენტარის ,,კანცოვკით” დამთავრებული, ისეთი სასაცილო იყო, რომ რამდენჯერ ცუდ ხასიათზე დავდგებოდი, იმდენი ამას ვუყურებდი და მეცინებოდა
  • 431ba46ee9e6

    გენაცვალე ,,ლოღიკაში” ბუჩა

    1828db2ba0c4

    არ ჯერა.. არა, არ ამბობს რომ ჯერა, მაგრამ იმასაც არ ამბობს რომ არ ჯერა :D

    ეს კომენტარი კი ყრუს ეკუთვნის, მურმანს ოღონდ და არა მურვანს. როცა პირველად წავიკითხე, მექანიკურად სულ მურვან ყრუს ვკითხულობდი ხოლმე და ამ შემთხვევაში ძალიან სახასიათო კომენტარი აქვს დაწერილი :D

    329106d84efe

    მურმან მე კი გიპოვე ადამიანი, რომელსაც შენსავით გადატრიალება უნდა აშკარად

    a9a8ba5d01c8

    აბა ვიყრით გზას თ ა ვ გ ა მ ო დ ე ბ ი თ (მიშისტებო) და მერე ვიერთებთ დენს :D

    ერთი საინტერესო პოსტი დაიწერა ვამპირებზე, რომლის ავტორიც განსაკუთრებული მონდომებით ამტკიცებდა, რომ ვამპირთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა. მომხმარებელთა უმრავლესობამ დაასკვნა, რომ ავტორმა სავარაუდოდ ჭარბი დოზით მიიღო twilight- იგივე ბინდი, რისი მიღებაც იწვევს ჰალუცინაციებს, პატინსონზე ჩაციკვლას, და კიდევ ათას რამეს.
    სანდრომ კი ერთი ძალიან სასაცილო კომენტარი დაწერა, ავტორის პოსტიდან ამოციტირებული სიტყვების საპასუხოდ

    89d2bf70d286

    მკაცრად ვაცხადებ, ნუ ეხებით ამ ჩემს სამტრედიასა და ფარცხანა ყანებს ასე უხეშად :D:D

    e7913f767486

    ამ შემთხვევაში მგონი პოსტი იყო სუპერმენზე ან რამე ამდაგვარზე და დიდი მოთმინებით ველი ,,ღორმუცელა კინტოსა” და ,,რადიოაქტიური საპოჟნიკის” გამოჩენას. მით უმეტეს, იაპონიის კატასტროფის შემდგომ რადიოაქტიური საპოჟნიკები მგონი მალე გამოჩნდებიან.

    6236eb906db0

    პოსტი რელიგიას ეხებოდა და კომენტარის ავტორი ,,მკვდარი ინდაური” გაწყრა, ავტორს ლამერი უწოდა და ღმერთს მადლობა შეწირა, რომ იგი ათეისტია :D :D
    a8d33fe1d76a

    198fbcdd7d1e

    უცნაურზე გამოჩნდა პენისის სიგრძეში პირველობის დამბრალებელი, ვინმე ,,რასგავლარიან”

    0dc08b378b6d

    ჩემზე ამბობენ სწერვაა და ბანებს არიგებსო, არადა სულაც არაა ეგრე, ვიღაც მიგორებს ჭორებს და ესეც ნათელი მაგალითი. ვინმე მიხეილი მოძრაობს ჩემი სახელით და გვარით :D

    f6999d2ac45e

    ჩემსაზე კი გავაკეთე შესავალი და უარვყე ბანების დადება მიყვარსთქო, მაგრამ ახლა ამ კომენტარზე რა ვთქვა? ვუდენა დებილი არაათქო? :D აი ვუდენ, შენც გყოლია მტრები თურმე, ვიღაც დადიოდა და წერდა ასე, დებილი ვარო :D
    8a13c6278d57

    უცნაურზე სხვათაშორის ხშირადაა საქმის გარჩევისა და ,,კაჩაობის” ფაქტები, რომელსაც მალევე ვაშთობთ. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზე კი ბევრი ვიცინე და თქვენც გაგიზიარებთ. მაშ ასე, ტიპიური ინტერნეტ გარჩევა ქართულ ონლაინ სივრცეში.

    ffcd20698635

    აი პირველის ნიკმა და მეორის პასუხმა ,,შენზე ბნელ რდოში გავზრდილვარო” დახურა :D

    აქ ნონკამ რაღაც იუზრდელა და დონ მინდიამ დააწესა ახალი ტერმინი, რომელიც ძალიან მომეწონა, მეგობრებო ნუ ჩაიგდებთ თავს წინასაბანო მდგომარეობაში :D

    586bee257515

    მინდიას, კი ერთი ადამიანი გამოეხმაურა, რომელმაც მისი დონობა ეჭვქვეშ დააყენა.. რა იქნება შემდეგ სერიაში, არის თუ არა დონი მინდია და გადაუწვავს თუ არა რანჩოს გიორგის შეურაცხყოფის მიყენებისთვის..
    11c86a30f6d4

    აქ კი პოსტში იყო მოცემული ერთი შეხედვით უწყინარი კითხვები,რომლისთვისაც მომხმარებლებს უნდა ეპასუხათ.

    edaa9640ad09
    ეს გახლდათ კითხვები, აი პასუხები კი მეტად საინტერესოა

    30db95a5bae0

    2182e4f814d7
    მეოთხეზე მეც ვყოყმანობ რა, ის რაც მიფრინავს, ბზუის და ბრწყინავს კაი ბიჭის ფურთხია, თუ ბუზი ნათურით ხელში? :D

    ახლა თქვენის ნებართვით გადავიდეთ პოსტებზე, რომელმაც მიზეზთა გამო სხვათა და სხვათა ვერ იხილა დღის სინათლე, მაგრამ სამაგიეროდ უცნაურის მარგალიტების კარი მუდამ ღიაა მათთვის..

    92d9af1f40d4

    რთული შემთხვევაა, არა მე ვამბობ რომ არ მომეწონა, მე კი არ ვამბობ რომ მომეწონა, მაგრამ იმასაც არ ვამბობ რომ არ მომეწონა :D :D
    ჰო კარგი, ერთს ვიტვყი გულახდილად, ამ ნაწერიდან გამომდინარე, ბიჭი რომ ვიყო გაცილებით უარესებს დავწერდი გოგოებზე :))))))

    კომედი შოუს სკეტჩების მერე ვფიქრობ პატარა ლექსებმა დიდი მოწონება ჰპოვა და შედეგიც სახეზეა

    9a3f0cbfcecc

    9eed9782ed87

    ვერა, ჩვენ ოსმალოც ვერ გვიშველის : (

    საინტერესოა, როგორ იწყებს ავტორი პოსტის წერას სულ პირველად, როგორ სწავლობს საერთოდ პოსტის დადებას და ა.შ. მე ერთი საინტერესო მაგალითი აღმოვაჩინე და გაჩვენებთ.

    a3cfc4ce11eb

    გაფრთხილება: არ ისწავლოთ პოსტის წერა ასე.

    090f0c3be8c1

    გაფრთხილება: არც ასე :D

    b5ba3763c2e0

    a17d1e8ff43d

    გაფრთხილება: მით უმეტეს, არც ასე..

    უცნაურზე თურმე ბრძნული აზრების მფრქვევლებიც მრავლად მოგვეპოვება. ავტორს ნიკიც პოსტის შესაფერისი ამოურჩევია, აი ბოლო ორი ფრაზა კი მართლა იმას ჰგავს, მესიჯ-ლექსები, თუ რაღაც ამდაგვარი ლექსების ფენომენი რომ არსებობს :D

    6439b87416af
    არა, რა საიტიდან გადმოკოპირებული პოსტი არ მინახავს, მაგრამ აი უცნაურიდან დაკოპირებული უცნაურზევე და თან ავტორის მიერ კოხტად მიწერილი წყარო უცნაური.ქომიო პირველად ვნახე :D

    რაც შეეხება შემდეგ პოსტს, როგორც ხედავთ ვრცელია, ამას თუ წაიკითხავთ ჩემსავით ნერვოზს დაგმართებთ და სიცილით მოკვდებით. ანუ ნერვოზიანი სიცილი დაგემართებათ მოკლედ რომ ვთქვათ. (პოსტი დაწერილია ვინმე gelepe-ს მიერ)

    08339a812831

    73d0308634f6

    შემდეგი პოსტი გასაოცარ ახალგაზრდაზეა, რომელიც ეჭვი მაქვს საკუტარ თავს არეკლამებს :D
    55614152115c

    ეს პოსტი არაა განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის :D
    3f7082532b23

    ერთ ღამეს უძილობა მეტაკა და უცნაურზე შემოვედი, იქნებ გამოსაქვეყნებელ პოსტებში მაინც შემხვდეს რაიმე საინტერესოთქო, საინტერესოსი რა მოგახსენოთ, მაგრამ იმდენი ვიცინე.. ,,ტუალეტნაია ვადა” გაგიგიათ ალბათ ყველას, როგორ ჩანს ავტორს ეს მართლა ტუალეტის წყალი ჰგონია :D

    075cf2330844

    ეს პოსტი კი აუცილებლად უნდა წაიკითხონ მწეველებმა, ასევე იწეთმა არამწეველებმაც, ვინც მწეველობას გეგმავს ))

    cfa5e95b1bc8

    ამ ავტორის ორმა პოსტმა ძალიან გამამხიარულა, შემდეგშიც ველი სხვებს მარგალიტებისთვის :D

    423c8be7184c

    ეს მეორე სასიყვარული ლექსია, ისეთი თან, რომ ნებისმიერ გოგონას აუჩუყებს გულს.

    6453e6936333

    არ გეგონოთ მხოლოდ ეს ავტორი გვყავს უცნაურზე ,,მოპოეტო” ელემენტად. მას არ ჩამოუვარდება ესეც
    844fe1a17588

    სავარაუდოდ თიკო სადუნიშვილის დანახვისას საღერღელი აეშალა :)

    შემდეგი პოსტი ეკუთვნის მათემატიკის მოყვარულ ანნას
    05c97eeed6c3
    ანნა, მემგონი ძალიან დიდი ხანი ხარ ხოლმე დაკავებული მათემატიკური განტოლებების ამოხსნით

    მგონი არ არსებობს უცნაურის მარგალიტები, სადაც ამ ავტორის რამე არ იქნება გამოქვეყნებული, ყურადგება, თქვენს წინაშეა leo purple

    acf399b9d629

    ამ პოსტში მთავარ როლში მასწავლებელია,რომელიც რასაც უყვება მოსწავლეებს იმას აღწერს ეს ბავშვიც. განათლების სამინისტროს მოვუწოდებ, გააკონტროლოს მასწავლებელთა განათლების დონე, თორემ საქართველოს ვერ უშველის პოსტის მეოთხე პუნქტში აღწერილი სისულელეები :D

    2ee825a45099

    a1fbf02f78f9

    ამ ნოტაზე ვასრულებ დღევანდელ ჩვენს იუმორისტულ განწყობას და მომავალშიც გპირდებით,რომ ბევრს იცინებთ :)

    …………………………………………………………………………………………………………………..

    100000692931822.1453.2047260951

    მსგავსი ამბები

    Back to top button