სამხედროსაქართველოსურათები

ცუდი მოგონებები წარსულიდან…

1991 წლის 22 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე ხელისუფლებისა და მისი მოწინააღმდეგეების მხარდამჭერი შეიარაღებული ფორმირებების
დაპირისპირებით დაიწყო ეგრეთ წოდებული „თბილისის ომი“, რომელმაც 15 დღე გასტანა და, არაოფიციალური მონაცემებით, ასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ომის შედეგად, დაინგრა და გადაიწვა ქალაქის ცენტრში მდებარე რამდენიმე შენობა, მათ შორის – პარლამენტი და თბილისის კლასიკური გიმნაზია, ზვიად გამსახურდიას მთავრობამ კი საქართველოს ტერიტორია დატოვა. ისტორიკოსთა ერთი ნაწილი დარწმუნებულია, რომ კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას მოჰყვა სამოქალაქო ომი და დაიწყო ქვეყნის მთლიანობის რღვევა.

რუსთაველის გამზირზე შეიარაღებული დაპირისპირება 1991 წლის 22 დეკემბერს დილის 8-ის ნახევრზე დაიწყო.

და ბოლოს…

წყარო:www.forum.ge საიდანაც მოვიპოვე ფოტომასალა.
www.tavisupleba.org

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close