გასართობივიდეოებისაკითხავი

როცა ფეხბურთი სპორტზე მეტია ანუ ხულიგნები პრემიერ ლიგაში

ინგლისში ფეხბურთი – ეს მხოლოდ სპორტი არ არის, მთელი ინგლისი მოუთმენლად ელოდება შაბათ–კვირის დადგომას. დედები, მამები და შვილები ერთად მიდიან და უყურებენ დიდ ფეხბურთს, გულშემატკივრობენ საყვარელ კლუბს, მაგრამ არსებობენ სხვა ტიპის გულშემატკივრებიც, რომელთაც სულ არ აინტერესებთ მოიგებს თუ არა მათი კლუბი, გავარდება თუ არა უმაღლესი დივიზიონიდან და ა.შ. დღეს საუბარი გვექნება ინგლისის ყველაზე გამოჩენილ და ცნობილ დაჯგუფებებზე, რომლებიც ისტორიას დაამახსოვრდა.

იქამდე კი ვისაუბროთ ზოგადად ხულიგანიზმზე ფეხბურთში. ხულიგანიზმი ფეხბურთში ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ წარმოიშვა. დაახლოებით 50–იანი წლებისათვის ხულიგანიზმმა ფესხვები მჭიდროდ გაიდგა. რა თქმა უნდა მას საკმაოდ ბევრი მიმდევარი ჰყავდა და ზედმეტი კომენტარი არ უნდა იმასაც, რომ ხულიგანიზმი ინგლისში წარმოიშვა.

საფეხბურთო ხულიგანიზმის “მშობლებად” “მილუოლის” გულშემატკივრები ითვლებიან. თავდაპირველად ისინი საკუთარ გუნდს მხარს მხოლოდ საკუთარ სტადიონზე უჭერდნენ, მაგრამ უდიდესი პრობლემები ხელისუფლებას მას შემდეგ გაუჩნდა, რაც გულშემატკივრებმა საკუთარი გუნდის მხარდაჭერა გასვლით მატჩებშიც დაიწყეს. რამდენიმე წლის შემდეგ “ლომების” მსგავსი დაჯგუფებები ინგლისის თითქმის ყველა გუნდს გაუჩნდა. თავად ხულიგნებმა საკუთარ დაჯგუფებებს “ფირმები” უწოდეს და დაიწყეს იმაზე ფიქრი, თუ როგორ მოეპოვებინათ დიდი ავტორიტეტი. ყველა ფირმას თავისი შიდა კოდექსი გააჩნია.

1960–იანი წლების დასაწყისში ხულიგანიზმმა საზღვარგარეთაც გაიდგა ფესვები. ინგლისური სტადიონების ტრიბუნები 70%–ით იმ ადამიანებით ივსებოდა, ვისაც არა მხოლოდ ფეხბურთი, არამედ მის შემდგომი აგრესია აინტერესებდათ. მატჩები ყოველთვის მთავრდებოდა გრანდიოზული შეტაკებებით. მატჩის შემდგომ, ქუჩაში გამოსვლა ყოველთვის ძალიან სახიფათოა, განსაკუთრებით მეტროში. იმ დროინდელი ფირმების შესახებ აღწერს ნიკ ჰორნბი საკუთარ წიგნში “საფეხბურთო ცხელება”, სადაც ის იხსენებს იმ შეტაკებებს, რომელშიც მონაწილეობა აქვს მიღებული. მატჩის შემდგომ სიტუაციას ის კოშმარს ადარებს, სადაც ყოველთვის საფრთხის ქვეშ დგას შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

ცოტა ხნის შემდეგ ხულიგანიზმი ძალიან პოპულარული გახდა. ტელევიზიით გადაიცემოდა კადრები, რომელიც ფეხბურთის ფანების მონაწილეობით მასობრივ შეხლა–შემოხლას ასახავდა. ხულიგანთათვის ეს დამატებითი საშუალება გახდა, რომ რაც შეიძლება პოპულარულები გამხდარიყვნენ. ასევე პოპულარული გახდა მათი თავგადასავლების შესახებ გაზეთებში აღწერილი სტატიების შეგროვება.

ამ პრობლემის მოგვარებას აქტიურად შეეცადა ხელისუფლება. შეიქმნა ინსტიტუტები, რომელიც შეისწავლიდა ამ პრობლემას, აგროვებდა ინფორმაციას ფირმაზე და მის თითოუელ წევრზე. ხშირია შეხლა–შემოხლა პოლიციის ქვედანაყოფებთანაც, რომლებიც ხშირად არც ხულიგნების დაჭერას ერიდებიან. ამ პრობლემის მოსაგვარებლად სტადიონებზე დამონტაჟდა ფარული კამერები, რამაც ხულიგნებს დიდი პრობლემა შეუქმნათ.

დღესდღეობით ხულიგანიზმი უფრო სხვა კალაპოტში მიედინება. შეტაკებებმა სტადიონებიდან უკვე თავშეყრის ადგილებში გადაინაცვლა. ფანატები ბევრად უფრო ჭკვიანები და მობილურები გახდნენ. ინგლისში უძლიერესი დაჯგუფებები ჰყავთ “მანჩესტერ იუნაიტედს”, “ლიდსს”, “ბირმინგემს”, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, თუ არ შევეხებით ლონდონურ ფირმებს. დედაქალაქში არის სამი ფირმა, რომელთა ისტორიაც მართლაც იმსახურებს იმას, რომ ფეხბურთის ქართველი ფანებიც კი დააინტერესოს.

ეს “ჩელსის” ფირმა გახლავთ. “ჩელსის” პოპულარობის შემდეგ 1967 წელს სკინჰედთა დაჯგუფებამ ლონდონის “ჩელსის” დაუწყო გულშემატკივრობა. ფანატებმა შეიქმნეს რეპუტაცია, როგორც ყველაზე დაუნდობლების, საშიშების, მითუმეტეს გასვლით მატჩებში.

ჟურნალისტებმა ფირმის წევრები ცხოველებს შეადარეს, რაც მათ ძალიან მოეწონათ და ამას ამჟღავნებდნენ კიდეც. როცა “ჩელსის” მფლობელობაში კენ ბეიტსი მოვიდა, მან გადაწყვიტა კლუბის იმიჯი შეეცვალა და მისთვის არისტოკრატული ხასიათი მიეცა.

1980 წლის სექტემბერში 6 000 ფანი ერთად სკანდირებდა “ჩვენ ნაცისტები ვართ” და იყენებდნენ ნაცისტურ ფეიერკვერკებს. ფილმში “მწვანე ქუჩის ხულიგნები” არის მომენტი, სადაც ფილმის მთავარ გმირს პირში უდებენ საკრედიტო ბარათს. ეს სინამდვილეშიც ასეა. ეს გახლავთ არისტოკრატთა ფანატების ხუმრობა, რომელსაც შემდგომში “ჩელსის ღიმილი” ეწოდა.

ამბობენ, რომ “ჩელსიში” პოლიტიკური ხელიც ურევია.Headhunters–ის რიგებში გამოდიოდნენ ნაციონალური ფრონტის რეკრუტები და ბრიტანული ნაციონალური პარტიის წევრები.

“ვესტ ჰემის” ფირმა. ამბობენ, რომ ეს ყველაზე დისციპლინირებული და სერიოზული ფირმაა. ფირმამ ასეთი სახელი “ვესტ ჰემის” გულშემატკივრების საერთაშორისო თავგადასავლების შემდეგ მიიღო. ასეთი ტაქტიკა მათ იმიტომ აირჩიეს, რომ პოლიციას მათი გაკონტროლება ნაკლებად შეძლებოდა.

Inter City Firm “ჩელსის” ფირმისაგან განსხვავებით შორსაა პოლიტიკისგან. აქ არ აქვს მნიშვნელობას კანის ფერს, განსხვავებით სხვა ფირმებისაგან. მაგალითად ICF–ს ლიდერი წლების განმავლობაში ფერადკანიანი კას პენანტი იყო. ერთ–ერთ შეტაკებაში კასმა სამი ჭრილობა მიიღო და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ამ ფაქტის შემდეგ მას აღარანაირი სურვილი აღარ ჰქონდა გაჰყოლოდა ამ საქმეს და ხულიგანიზმს შეეშვა. მან მემუარების წერა დაიწყო. მისი წიგნია “Congratulations You have just met the I.C.F”, რომელიც ინგლისში ძალიან პოპულარულია.

ICF–ს ხულიგნებზე ლეგენდები დადის. მაგალითად, 1983 წელს “არსენალის” გარდაცვლილ გულშემატკივარს უპოვეს სავიზიტო ბარათი, სადაც ეწერა: “გილოცავთ, თქვენ საქმე დაიჭირეთ ICF–თან”

“მილუოლის” გულშემატკივარს კი, რომელიც “ვესტ ჰემის” გულშემატკივრებთან ჩხუბში გარდაიცვალა, მკერდზე უკვე სხვანაირი ქაღალდი ეგდო, სადაც ეწერა: “არაფერი პირადი. ICF”. ამის შემდეგ დაიწყო სარეკლამო ბარათების გამოშვება, რომლის სლოგანიც შემდეგი იყო: “Surprise a friend this weekend”.

1985 წელს ICF–ზე გამოვიდა დოკუმენტური ფილმი. ეს იყო ნამდვილი შოკი. შოკი მთელი ინგლისისათვის, მაგრამ ხულიგნებისათვის ეს იყო მაგალითი, მან დაიწყეს ICF–ს მიბაძვა და სურდათ ისეთივე სასტიკები და ორგანიზებულები ყოფილიყვნენ, როგორიც ICF–ა.

დაბოლოს, “მილუოლის” ფირმა. სწორედ ლომების გულშემატკივრები ითვლებიან ხულიგანური მოძრაობის დამაარსებლებად. სწორედ მათ მიბაძეს და მათგან გადაიღეს ასეთი სტილი.

სტადიონ “დენზე” გამოსვლა სახიფათოა არა მხოლოდ ფეხბურთელთათვის, არამედ სტუმარი გუნდის გულშემატკივართათვისაც. “მილუოლის” წინააღმდეგ გამოსვლა მისსავე ტერიტორიაზე, ინგლისში დიდ გმირობად ითვლება.

“დენი” დააჯარიმეს ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20–იან წლებში, როდესაც ტრიბუნიდან გადმოგდებული საგანი მეკარეს თავში მოხვდა. მომავალში ხულიგნები პროგრესირებდნენ და მსგავსი შემთხვევები უკვე მრავლადაა.

1965 წელს, როდესაც მიმდინარეობდა მატჩი “მილუოლსა” და “ბრენტფორდს” შორის, ტრიბუნიდან ისროლეს ბომბა, ე.წ. “ლიმონკა”, რომელიც სასწავლო გამოდგა. ამ ინციდენტის შემდეგ მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ხულიგნებისათვის ბოლო მოეღო.

კიდევ ერთი თავგადასავალი “მილუოლის” გულშემატკივართა მონაწილეობით ოპერაცია “გვირაბია”. “ლომების” ფანატები “ბრისტოლ სიტის” გულშემატკივართა ავტობუსებს თავს დაესხნენ გვირაბში. შეტაკებაში 200 ადამიანი მონაწილეობდა, მაგრამ სასწაულის წყალობით, ყველა ცოცხალი დარჩა.

“მილუოლის” ფირმაზე გამოვიდა დოკუმენტური ფილმი “პანორამა”, რომელმაც მთელ ინგლისს აჩვენა სიმართლე ხულიგანთა შესახებ.

გააკეთეთ დასკვნები და იმსჯელეთ ამ ფაქტის შესახებ. ღირს თუ არა ხულიგანიზმის დანერგვა საქართველოში? მოიზიდავს თუ არა ხულიგანიზმი ხალხს სტადიონებზე? არჩევანი თქვენთვის მომინდვია.

შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო ფრაგმენტებიც, რომელიც ასახავს კადრებს ინგლისურ ფირმებზე

წყარო:   fanebi.com

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close