უჩვეულო ავტომანქანა სასწრაფო დახმარებისა შექმნა BMW-მ, ერთერთი ყველაზე ცნობილი მარკის ბაზაზე, კერძოდ კი X6 xDrive50i .
ეს მანქანა წარსდგება სპეციალურ გამოფენაზე RETTmobil, რომელზეც საავარიო-სამაშველო ტექნიკის დემონსტრირება მიმდინარეობს.
სპეციალური არჭურვილობა ამ ავტომობილს ფაქტიურად ყველაზე მანევრირებად და სწრაფ სასწრაფო მანქანად აქცევს. რაც შეეხება ეკონომიურობას, ეს ნაკლებად. პირველ რიგში ეს მარკა თავად ძვირი ღირს, მერე მეორე მასზე უამრავი სამედიცინო აპარატურაა დამონტაჟებული და მერე მესამე 100კმ-ზე 10ლ. ბენზინზე მეტს წვავს. ისე კი 100კმ/სთ-ს ანვითარებს 5.4 წამში. სიჩქარე 250 კმ/სთ.
სერიულად მისი წარმოება ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის ფასის გამო. ეს უახლოეს მომავალში გადაწყდება.