გართობაკულტურა

ვირტუალური თამაშისთვის დახარჯული 1 200 $

d0ee84906d38

ვირტუალური ძროხისთვის,თხებისა და ბატებისთვის თამაშში Farmville, ბრიტანელმა 12 წლის მოზარდმა 1 200 $ დახარჯა, რომელიც მან დედის საკრედიტო ბარათიდან მოხსნა.

ფულის გაქრობა მშობელმა მხოლოდ 29 მარტს შეამჩნია და მისივე თხოვნით Facebook-ის ადმინისტრაციამ დაბლოკა შვილის აქაუნტი.

Zynga-მ, რომელიც ამ თამაშის შემქმნელია, უარი განაცხადა თანხის დაბრუნებაზე, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ დედა და შვილი ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ და ყველა დედამ უნდა გააკონტროლოს შვილის ქმედებები.

სხვათაშორის სულ ახლახან Farmville-ს გამო თანამდებობიდან დაითხოვეს ქალაქ პლოვდივის (ბულგარეთი) დეპუტატი დიმიტრი კერინი (Dimitar Kerin). რომელიც პირდაპირ სხდომაზე ეწეოდა თავისი ფერმის მეურნეობის განვითარებას.

P.S. უკვე odnoklassniki.ru-ზეც გამოჩნდა Farmville-ს ანალოგი – «Счастливый фермер»

მსგავსი ამბები

Back to top button