არქივი

მარილი ვჭამოთ თუ არა?

641d3f1fdf9b

ვჭამოთ მარილი? 

სადღეისოდ მარილის რამდენიმე სახეობა არსებობს: სუფრის, ქვამარილი, ექსტრა და ზღვის მარილი. ცნობილია აგრეთვე გაუწმენდავი ბუნებრივი ე.წ. შავი მარილი, რომელმაც თავისი შეფერილობა მასში რკინისა და გოგირდწყალბადის შემცველობის გამო მიიღო. ყველა მარილის ქიმიური შემადგენელი 99,9% ნატრიუმის ქლორია, ხოლო ზღვის მარილში დამატებით 60 ელემენტია: კალციუმი, კალიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, თუთია, რკინა, იოდი და სხვა. ზღვის მარილი განსაკუთრებით სასარგებლოა. და მაინც, რატომ უწოდებენ მარილს თეთრ სიკვდილს?

სად არის ოქროს შუალედი?

წინათ მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ ადამიანმა დღეში 10–15 გრამი სუფრის მარილი უნდა მიიღოს. მეცნიერთა ახალი მტკიცებით, დღიური ნორმა უფრო მცირეა. ის 6 გრამს (ეს არის ერთი ჩაის კოვზი არა თავმოდგმული) არ უნდა აღემატებოდეს.

ადამიანი დღეში დაახლოებით 12 გრამ მარილს იღებს. დიდი ნაწილი ორგანიზმში მზა კერძებით ხვდება, ხოლო კერძების 15%–ს სუფრაზე ვამარილებთ. ბევრი მარილია ძეხვეულში, ნახევარფაბრიკატებში, სოუსებში, ჩიპსებსა და მარინადებში.

ექიმები ირწმუნებიან: მარილით რეგულარულად ბოროტად სარგებლობის შემთხვევაში მაღალი სისხლის წნევა, გულისა და თირკმლების დაავადებები, მარილების დაგროვება გარანტირებულია!

შეიძლება თუ არა “თეთრ სიკვდილზე” უარის თქმა? არა, მაგრამ აქ უკიდურესობაში ჩავარდნა არ ღირს.

ცოტამ თუ იცის, რომ ნატრიუმი, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი მარილით იღებს, ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ნატრიუმის ქლორიდი კუჭის ფერმენტების გამომუშავების პროცესში მონაწილეობს, წყლის ბალანსს არეგულირებს და იცავს. თუ ორგანიზმში ნატრიუმი არასაკმარისია, ინსულინის გამომუშავება ირღვევა, კაპილარები იკუმშება, რაც არტერიული წნევის ისევ მომატებას იწვევს.

უმარილო დიეტის მომხრეების საწინააღმდეგოდ ექიმები ამტკიცებენ: ორგანიზმში მარილის როგორც სიჭარბე, ასევე უკმარისობა ჯანმრთელობას ვნებს. კარდიოლოგები ამბობენ, რომ პაციენტებს, რომლებმაც რაციონში მარილის ნორმა მაქსიმალურად შეამცირეს, გულის დაავადებები ისევე აწუხებთ, როგორც მათ, ვინც თავს უმარილო დიეტით არ იტანჯავს.

როგორ განვსაზღვროთ, რამდენი მარილი ესაჭიროება ჩვენს ორგანიზმს?

ორი კვირა უმარილო დიეტა დაიცავით. სწორედ ამდენი დროა საჭირო გემოს ახალ შეგრძნებებთან შესაჩვევად. თავს უკეთესად გრძნობთ და განწყობა გაგიუმჯობესდათ? მაშასადამე, საჭიროა მარილით მდიდარი პროდუქტებისგან თავის შეკავება, მაგრამ თუ უმარილო დიეტით, როგორც ამბობენ, “არც თბილა და არც ცივა”, რატომ უნდა შეზღუდოთ?!

გონივრულად შეიძინეთ

ნახევარფაბრიკატების ან ძეხვეულის შეძენისას საფუთავზე წარწერა წაიკითხეთ. თუ მწარმოებლები წერენ: “მარილის დამატების გარეშე”, მაშასადამე, პროდუქტში მარილი საერთოდ არ არის. წარწერა “მარილის ზომიერი შემცველობა” ნიშნავს, რომ 100 გრამ პროდუქტზე 5 გრამი მარილი მოდის, ხოლო მითითება “მარილის დაბალი შემცველობა” იმაზე მეტყველებს, რომ 100 გრამ პროდუტზე სულ 40 მგ მარილია.

სწორად შეარჩიეთ

ჩვეულებრივი მარილი 5 წლამდე ინახება. შენახვის ვადა შეფუთვაზეა დამოკიდებული.

სამარილე შეიძლება იყოს მინის ან ხის, მაგრამ მთავარია, ის ყოველთვის მშრალი იყოს და მჭიდროდ იხურებოდეს.

თუ ბრინჯის მოხალულ რამდენიმე მარცვალს სამარილეში წინასწარ ჩადებთ, მარილი არ დანესტიანდება.

დანესტიანებული მარილი გაშრება, თუ მასში ცოტა კარტოფილის სახამებელს დაუმატებთ. ამით გემო არ გაუარესდება.

მსგავსი ამბები

Back to top button