საკითხავისურათები

ჰანამი

8aafa98c682a
ჰანამი _იაპონური დღესასწაული, სადაც აღნიშნავენ იაპონური ალუბლის – საკურას ყვავილობას.

საკურას ყვავილი განსხვავდება სხვა ალუბლის ყვაილებისგან , ყვავილების შეფერილობა გრადირებს: მკვეთრი-ვარდისფერიდან თეთრამდე და ზომა უფრო დიდი და კომპაქტური აქვს. ჰანამის დღესასწაული იწყება თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში, დღესასწაულის დადგომამდე იაპონელები განსაკუთრებით ემზადებიან , იკრიბებიან ტოკიოს ერთ-ერთ დიდ ბაღში ”უენო”-ში, სამუშაო დღე ამ დროს არის უქმე , მთელი იაპონიის მოსახლეობა ოჯახებით, ამ დროს ატარებს ჰაერზე , სვამენ იაპონურ სასმელს -საკეს , მიირთმევენ ტრადიციულ ბრინჯის კვერებს ”ონიგორი”-ს , ტკბილეულობას, ჯდებიან საკურას ხეების ქვეშ და ტკბებიან ბუნების საოცრებით, იაპონური ალუბლის ყვავილობით. ეს ყველაფერი ხდება იაპონიის მტელ ტერიტორიაზე , პრეფექტურებში და მასში მონაწილეობს იაპონიის მოსახლეობის 90% . ქალაქის მუნიციპალიტეტი ამ დღესასწაულის დადგომამდე ალამაზებს ალუბლის ბაღებს , და სრულ წესრიგში მოყავთ მიდამო.

622a8a4cdfd3

ჰანამის ყვავილობა მიმდინარეობს 7-10 დღის განმავლობაში . საკურა — ძველთაგანვე პატივცემული იაპონელების მიერ, იგი იაპონიისა და იაპონური კულტურის სიმბოლოდ ითვლება.

00a0a4a4dafc

2943f756309a

წყარო: iaponia.wordpress.com

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close