უცნაური

Go Go ზღაპრები – თავი 5

debdb4031fc2

თავი მეხუთე

ძნელი იყო იატაკის რეცხვა. განსაკუთრებით ღამით, რადგან ღამით წყალი მეტისმეტად ცივია და ხელებიც მალე გეყინება, მაგრამ ფულისთვის რას არ იზამს კაცი. კაციც და ქალიც. ღამესა და სიცივეს კიდევ გადაიტანდა ადამიანი, მაგრამ ყველაზე საშინელი იმ სიბინძურის მოწმენდა გახლდათ, რომლის აღებაც მას უწევდა. არადა, ბავშვობიდან სულ სხვა რამისთვის ზრადიდნენ. დედამ მუსიკალურ სკოლაში შეიყვანა და იმდენი ქნა, რომ წარმატებითაც დაამთავრებინა. მამამ ინგლისური ასწავლა. ასე ამბობდა, მერე რა, რომ გოგოა, მაინც გამოადგებაო. ჰოდა, ასე გაიზარდა თავის ლამაზ სახლში. რამდენი ხანია, მყუდრო სახლში არ უცხოვრია. ალბათ 13 წლიდან. არა, ალბათ კი არა, ცამეტიდან. აი, მუსიკალურს რომ ამთავრებდა, მაშინ აერიათ ყველაფერი. როგორ ახსოვს, დედამ
მუსიკალურის დირექტორთან მიიყვანა და სთხოვა, შესაძლებლობა არ გვაქვს და თუ შეგიძლიათ, ისე რომ ასწავლოთო. დირექტორს ხაკისფერი კაბინეტი ჰქონდა, ნარინჯისფერი ფარდებით და ცოტა არ ესიამოვნა, მაგრამ სხვა გზა არ იყო, უნდა დათანხმებოდა. მანამდე კი ყველაფერი კარგად იყო _ მამა მუშაობდა, დედა დიასახლისობდა. ბებიაც ჩამოდიოდა ხოლმე სოფლიდან. ბებია სიგიჟემდე უყვარდა. ჰოდა, ის ღამე იყო ზუსტად, ბებია ახალი ჩამოსული გახლდათ. დასაძინებლად ზემოთ აყავდათ და კარზე კაკუნის ხმა გაიგო. აი, უკვე მაშინ, როცა წვებოდა ლოგინში და მამა საბანს აფარებდა, ბებია და დედა კი ქვედა სართულზე ჭორაობდნენ. სულ ასე იყო – ბებია ჩამოვიდოდა თუ
არა, დედას ის უკვე აღარც ახსოვდა, ისხდნენ და სულ ჭორაობდნენ, ან საჭმელს აკეთებდნენ და
მაშინაც გამუდმებით ჭორაობდნენ. თუკი რამეს კითხავდა, დედა მოკლედ უპასუხებდა ხოლმე და
ისევ ბებიას მუბრუნდებოდა. ბებია კი ამ დროს ხვდებოდა, რომ პატარას რაღაც ეწყინა. კალთაში
ჩაისვამდა და ისე გააგრძელებდა დედასთან საუბარს. მაგრამ დედის ასეთი უყურადღებობა მარტო
მაშინ ვლინდებოდა, როცა ბებია ჩამოდიოდა. ისე კი, სხვა შემთხვევაში, დედა მას ცივ ნიავს არ
აკარებდა და ამ შეფასებისას არ ვიქნები ბანალური. ბანალური, მაგრამ ზუსტი შეფასება იქნებოდა
ისიც, რომ მამას სიცოცხლეს ერჩივნა თავისი ერთადერთი ქალიშვილი და ძილის წინ სულ ზღაპრებს
უკითხავდა. არ ყოფილა არცერთი ღამე მამისა და ზღაპრის გარეშე. მუდამ კონკიას ამბავს უყვებოდა
ხოლმე და ისიც თვალებს დახუჭავდა, წარმოიდგენდა, თითქოს კონკია იყო. ეს სამყარო მხოლოდ მის
ზღაპარს კითხულობდა და ხშირად, დამშვიდებისა და დაწყნარების მაგივრად, ზღაპრის დამთავრების
შემდეგ, მამას აკანკალებული და ატირებული ხვდებოდა ხოლმე. თუმცა მამა მაინც უკითხავდა
ზღაპრებს. იმ ღამეს, როცა კარზე კაკუნის ხმა გაისმა, დედამ მამას დაუძახა, ჩამოდი, გეძახიანო და
ისიც ჩავიდა. უთხრა, არ დაიძინო, ახლავე ამოვალო. გოგო კი დარჩა თავის ლამაზ, ლურჯ ოთახში. ამ
38
ლურჯის ფონზე, აქა-იქ ვარდისფერი პატარა გოჭუნები დარბოდნენ,
რომლებიც კედლებსა და ჭერზეც ისეთივე წარმატებით გაირბენგამოირბენდნენ
ხოლმე, როგორც იატაკზე. ისიც უყურებდა მათ
თამაშობებს. ეს გოჭუნები მამამ ჩამოუტანა რომლიღაც
ქვეყნიდან, და თუ კარგად მოუვლიდი, მათ შეიძლება
ლაპარაკიც დაეწყოთ. დარჩა ოთახში მარტო, აცეცებდა თავის
ნაცრისფერ თვალებს, სანამ სიბნელეს არ მიაჩვია. თვალები
ძალიან ლამაზი ჰქონდა – ნაცრისფერი თვალები ხომ, საერთოდ,
იშვიათობაა და დიდი ნაცრისფერი თვალები, მითუმეტეს. გრძელი ქერა
თმა და ლამაზი, ძალიან ლამაზი თითები. ის ისეთი ტკბილი იყო საცქერად,
როგორც მოპარული ლამაზი ნივთი და როცა მას უყურებდი, ისეთი შეგრძნება
გიჩნდებოდა, თითქოს რაღაცას იპარავო. მამა რომ დაბლა ჩავიდა, იქიდან არაფერი არ გაუგონია.
საერთოდ, როგორც წესი, როცა სტუმრები მოდიოდნენ, მამა ხმამაღალი სიცილით ხვდებოდა ხოლმე,
რადგან მათ დიდ სახლში სტუმარ-მასპინძლობის წესს მკაცრად იცავდნენ. მამას ხმა არ ამოუღია.
მერე იმაზე დაფიქრდა, რომ ამოსვლა დაიგვიანა. პატარა იყო და ვერაფერს ხვდებოდა. მერე გასროლის
ხმა გაიგონა და ფეხზე წამოხტა, წითელი ფაჩუჩები ჩაიცვა და ისე ჩაუყვა კიბეებს. დაბლა კი დაინახა
ორი ნიღბიანი _ ერთს დედასა და ბებოსკენ ჰქონდა მიშვერილი იარაღი, მეორეს კი _ დაბლა დაეწია
და მამამისის გვამს დაჰყურებდა, რომელიც იქვე, გაუნძრევლად იდო. ჰოდა, ეგ იყო და ეგ. ამის მერე
აირია მისი ცხოვრება და ყველაფერი, რაც გააჩნდა, ნაწილი ბანდიტებმა წაიღეს და ნაწილი _ გასაყიდი
გაუხდათ, რადგან ფული არაფრისთვის არ ჰყოფნიდათ. საბოლოოდ, დიდი სახლიც გაყიდეს. ყველაზე
კარგად მაშინ ახსოვს დედამისი. ის თითქოს ვეფხვს ჰგავდა. ასე გავეფხვებული ებრძოდა გაჭირვებას,
რომელიც მისი და მისი შვილის შესაჭმელად იყო მოსული. ღამღამობით ტანსაცმელს კერავდა, დღის
განმავლობაში ჭურჭლის მრეცხავად იყო, საღამოს კი დამლაგებლად მუშაობდა და ასე მიათრევდა
გაჭირვებას. უკვე ხალისიც დაკარგვოდა და ღამით ხშირად ესმოდა ხოლმე, დედამისის დაღლილი
ტირილი, საკერავ მანქანასთან. ის თითქოს ვეღარც ტიროდა. ისე, უბრალოდ იჯდა, ოხრავდა და
ცრემლები თავისით სდიოდა თვალებიდან. ნელ-ნელა, მის ვარდისფერ სახეს ნაოჭები დაეტყო,
რომელიც ნაღვლიანობის ტაბუს ადებდა ყველაფერს. თვალებიც აღარ ჰქონდა ისეთი, როგორიც
წინათ. ანდა, როგორ უნდა ჰქონოდა? ბებიას ჩამოსვლაც აღარ იყო ისეთი სასიხარულო, რადგან მანაც
მოუხშირა ჩამოსვლას, ბოლოს მიაჩვია კიდეც თვალი და თვალი კიდევ ისეთი დამპალია, თუ რამეს
მიეჩვია, შეიძლება დაღუპოს ადამიანი. საბოლოოდ კი, ვეფხვივით შებმული დედა გაჭირვებამ წააქცია.
არა, კი არ წააქცია, შეიძლება ითქვას, ტოლი არაფერში არ დაუდოო. მაგრამ ფილტვების ანთება
ოცნებებს ფანტავს და გამხდარი დედა რომელიღაც ეკლესიის საავადმყოფოში, კათოლიკე
39
მონაზვნების გარემოცვაში მოკვდა. ისიც იქ იჯდა. მონაზონმა მაშინვე გადაიწერა პირჯვარი, თვალები
დაუხუჭეს და სასწრაფოდ გაიტანეს ოთახიდან. და მერე ისე, რომ ზეწრებიც არ გამოუცვლიათ,
დააწვინეს ზედ ვიღაც ფეხმოჭრილი ოფიცერი, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს
დაეჭრათ და მერე ფეხში განგრენა დაწყებოდა. ის კი ოთახიდან გამოვიდა და ნაცრისფერი თვალებით
მოძებნა დედამისის სხეული, რომელიც, თითქმის მზად იყო დასაკრძალად. დაიჩოქა და მის
ცხოვრებაში უკანასკნელად იტირა. არის ხოლმე წუთები, როცა ადამიანები გულს გრძნობენ;
გრძნობენ, თუ როგორ ფეთქავს გული. მან კი ისე იტირა, რომ გული არ უგრძვნია და დედასთან ერთად
მოკვდა მისი მშვიდი ბუნებაც. ამ საშინელ სურათს ერთ-ერთი მედდა უყურებდა და
ნაცრისფერთვალას ჰკითხა, რითი შეგიძლია თავი ირჩინოო. იმანაც უთხრა, რამეს ვიპოვიო და
წამოვიდა. საერთო საცხოვრებელში მივიდა, ერთი კალათი ამოიღო და რაღაც ნივთები ჩაალაგა. მათ
შორის, მამამისის ნაქონი რევოლვერი და ბებიასთან წავიდა. იქ მისულს კი ამბავი დაახვედრეს, ბებია
მგელმა შეგიჭამაო და დარჩა ასე, მარტოდმარტო და მიუსაფარი. წამოვიდა უკან და გზაში ფიქრობდა,
რომ ეს უღრანი ტყე ერთადერთი თავშესაფარია მისი გატანჯული სულისთვის. ისევ იმ მედდასთან
მივიდა და სთხოვა, სამსახური მინდაო. მანაც იატაკის მწმენდავად დააწყებინა მუშაობა და წმენდდა
იატაკებს. თავიდან მხოლოდ საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ალაგებდა ყველაფერს, რაშიც ფულს
უხდიდნენ. ყველაზე მეტად, მაინც საავადმყოფოს დასუფთავება ეზიზღებოდა, რადგან სულ სისხლისა
და ამდაგვარი რაღაცების მოწმენდა უხდებოდა. ამიტომ ერჩივნა, სხვა, უფრო დიდი ტერიტორია
დაელაგებინა და უფრო ნაკლები აეღო, ვიდრე ეს საშინელი საავადმყოფო, სადაც დედამისი
გარდაიცვალა. ფულს ცოტას აგროვებდა და ერთხელ, როცა ამ შეგროვებული ფულის თვლით მიდოდა
სახლში, ვიღაც დანით მივარდა, წინ დაუდგა და უთხრა, გაქცევა და დანძრევა ერთი იქნება, მოიტა ეგ
ფულიო. დანა მართლა ძალიან დიდი იყო, მაგრამ წითელქუდას, რომელსაც თავზე ბებიას მოქსოვილი
ქუდი ეხურა, თავისი ესპანური კაბის უკან, უფრო დიდი, ცამეტმილიმეტრიანი რევოლვერი ედო.
ამოიღო ეს რევოლვერი და სამი ტყვია შიგ თავში გაუჭედა ნაბიჭვარს. ეგ იყო და ეგ. ამ ამბის მერე,
გადაწყვიტა საშინელი ბრძოლა გამოეცხადებინა იმ ხალხისთვის, რომლებიც სხვებს უსამართლოდ
ჩაგრავდნენ და ამას აკეთებდა კიდეც. ეს ნაბიჭვარი კი იქვე მიაგდო და არც სასწრაფოსთვის
გამოუძახებია. ანდა, რომც გამოეძახებინა, მაინც არავინ მოვიდოდა. დაიწყო დამნაშავეებთან
ბრძოლა. თან თავისი საქმიანობაც არ შეუწყვეტია, რადგან ძალიან კარგად იცოდა, რომ ფული
პატიოსანი შრომით უნდა ეშოვა. ასეც იქცეოდა. ხელებზე კანი სულ დახეთქილი ჰქონდა ხოლმე და
ხშირად ჩუმად იჯდა და ტიროდა. ამ ტირილის დროს, სულ დედამისი ახსენდებოდა, რომელმაც მის
ბედნიერებას ყველაფერი შესწირა. ახსენდებოდა ბებიაც, რომელიც მგელმა შეჭამა და ასე
მარტოდმარტო, ყოველგვარი სახსრის გარეშე დატოვა წითელქუდა. ახსენდებოდა მის მიერ
მოწმენდილი უამრავი იატაკი და ხვდებოდა, რომ ქალური ბედნიერება არ გამოეცადა. ხშირად ეჭვი
40
ეპარებოდა, მართლა ქალური იყო თუ არა მისი საწყისი და საერთოდ, იყო თუ არა განსხვავება ქალურ
და მამაკაცურ საწყისებს შორის. ამ დროს ხშირად იღებდა იარაღს და უყურებდა. მამამისის
რევოლვერი ამერიკული გახლდათ. მას შავი ლულა და ყავისფერი ტარი ჰქონდა. ლულაზე დიდი
ასოებით იყო ამოტვიფრული: “მთვლემარე ანტონიო” და მერე სამი წერტილი. როგორც მამამისმა
დედამისს უამბო, მაშინ წითელქუდა პატარა იყო და ამ საუბარს შემთხვევით მოჰკრა ყური. მამამ
იარაღი რომ მოიტანა, დედამ უთხრა, რად გინდა სახლში, ეშმაკის მოგონილიაო. მაგრამ მამამ უპასუხა,
რა იცი, რა ხდება, გვეგდოსო. ისე, ეს ნივთი ისტორიულია. ის ამერიკელ განგსტერს _ მთვლემარე
ანტონიოს ეკუთვნოდა. აი, ზედ წარწერაც კი აქვსო. ეს ანტონიო თურმე თავიდანვე განგსტერი არ
ყოფილა. უბრალოდ, მისთვის შერიფს მამა მოუკლავს და ამის შემდეგ გამხდარა მკვლელი, რომელიც
სამართლიანობისთვის იბრძვის. მის დაჭერაზე თურმე უამრავი ადამიანი ჩალიჩობდა, ძაღლი და
მამაძაღლი, ყველა მას დასდევდა, მაგრამ ვერავინ იჭერდა. ჰოდა, რომელიღაც სასტუმროს ოთახში
მოკლული უპოვიათ. სასტუმროს მეპატრონეს უთქვამს, ოთახში მარტო ავიდა და მერე გასროლის
ხმა გავიგეთო. თავი მოუკლავს. მის იარაღშიც ერთი ტყვია იდო, მაგრამ რომ აღმოაჩინეს, ის ტყვია
უკვე თავში იყო და არა იარაღში.
წითელქუდა უყურებდა ამ რევოლვერს და ფიქრობდა, რომ სიმართლისთვის მებრძოლი ყველა
ადამიანის ბედი თვითმკვლელობაა. ჰოდა, რამდენჯერმე შეაყენა კიდეც “ანტონიო”, მაგრამ გასროლა
ვერ შეძლო. ის ხომ არც ისეთი მაგარი იყო, როგორიც ჩანდა. სინამდვილეში წყნარი მუსიკის მოსმენა
უყვარდა და ღამღამობით, ტელევიზორში ნანახ ხუმრობებზე ეცინებოდა. ძილში წავიდოდა თუ არა,
რაღაც უაზრო ხუმრობა გაახსენდებოდა და სიცილისგან იგუდებოდა. უამრავი ვინმე მოკლა. მათ
შორის, ერთი სქელი ბიზნესმენი, რომელიც პატარა ბავშვების პორნოგრაფიით ვაჭრობდა. ის ლოგინში
მიაკლა, თავის ახალგაზრდა საყვარელთან ერთად. სისხლი, ტირილი, სიცილი, გართობა, დანაშაული,
ტრაგედია – ეს ყველაფერი იყო მის ცხოვრებაში. მაგრამ არ იყო ყვლაზე მთავარი – სიყვარული…
სიმართლე რომ ითქვას, ბავშვობაში რამდენიმე ბიჭი ჩავარდნია გულში და ეგონა კიდეც, რომ
უყვარდა, მაგრამ საბოლოოდ გამოდგა, რომ არავინ ყვარებია. ეს ცამეტ წლამდე იყო. ცამეტი წლის
მერე კი, როცა საცხოვრებელი შეიცვალა, უამრავი კაცი ჰყავდა, თუ მათ კაცები შეიძლება ვუწოდოთ.
ისინი ხომ მის დაცვასაც ვერ ახერხებდნენ. მთვრალი პოლიციელები ხშირად უფათურებდნენ ხელებს
წითელქუდას. ის კი მთვრალი კაცების ტონიან მკლავებს ძლივს იშორებდა წელიდან. ამიტომ დიდი
ხნით არავინ ჰყოლია. ყველაზე დიდხანს ერთი ჰყავდა, რომელიც ეფიცებოდა, მიყვარხარ, შენგან ბავშვი
მინდა, გთხოვ, არ დამტოვოო და რაღაც ასეთ რომანტიულ სისულელეებს ეუბნებოდა. ნათქვამია, ქალი
ქალიაო. ჰოდა, მანაც დაიჯერა ეს ყველაფერი. მერე იმან უთხრა, ფული შევაგროვოთ და ერთად
წავიდეთ აქედან სადმე, სხვა, უფრო კარგ ქვეყანაშიო. დაიწყეს ფულის შეგროვება. ორივე აგროვებდა,
ყველაფერს იკლებდნენ, სახლშიც კი ფეხით მოდიოდნენ სამსახურიდან. წითელქუდამ ისიც კი გააკეთა,
41
რომ რამდენიმე დაწესებულებას დღეში ორჯერ იატაკების მორეცხვაზე შეუთანხმდა. ის ბიჭიც
შრომობდა. ჰოდა, ერთ დღეს მოვიდა და უთხრა, წამო, დღეს წავიდეთო. წითელქუდა დაიბნა, მაგრამ
უცბადვე მოვიდა გონს. აბაზანაში წყლის გადასავლებად შევიდა და რომ გამოვიდა, სახლში აღარავინ
დახვდა. შარვლებიც კი წაეღო ვაჟკაცს. დარჩა ასე, მერამდენედ მოტყუებული, ჩვენი გოგო. მაგრამ ამ
ბოლო ორი წლის წინ ერთი ახალგაზრდა ბიჭი გაიცნო, რომელიც ძალიან მოეწონა. მასთან თავს ძალიან
კარგად გრძნობდა და ამიტომ სიცოცხლეს ერჩივნა. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, გადაღლილი წითელქუდა
ყველაფერს უძლებდა და იმასაც კი იტანდა, როცა პოლიციელების ტუალეტების გარეცხვა უხდებოდა.
დღესაც მივიდა განყოფილებაში, უნდა მოერეცხა იქაურობა. უკვე ყველა წასული იყო, მხოლოდ
სამორიგეო ოთახში, სადაც ერთი ღამით დაკავებულები ჰყავდათ ხოლმე, სამნი ისხდნენ. წითელქუდამ
ოთახის კარზე დააკაკუნა. იქიდან სიცილის ხმა ისმოდა. მერე უცებ კარი მსუქანმა პოლიციელმა გააღო
და წითელქუდამ გაიგონა, თუ როგორ ეუბნებოდა ერთი პოლიციელი მეორეს:
_ შე ტრაკის მიმცემო, როგორ… _ და მერე ვეღარ გაიგო, რა უთხრა, იმიტომ, რომ ამ მსუქანმა
ჰკითხა:
_ რა გინდა? _ აგდებული ტონი ძალიან გამაღიზიანებელი გახლდათ.
_ ისაააა, რომელი ტუალეტი მოვწმინდო, და რომელი დავკეტო ხვალისთვის, იმიტომ, რომ დღეს
მარტო ერთი ტუალეტისას მიხდიან.
_ მე რას მეკითხები? _ თან ილუკმებოდა. _ მე რა ვიცი? რომელიც გინდა, ის მოწმინდე,
სულერთია ჩემთვის. _ და კარი მიუხურა.
წითელქუდა წყნარად შევიდა ტუალეტში, ვედროები კაფელის იატაკზე დააწყო. მძაფრი სუნი იდგა,
თუმცა ამას უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. თავისი ესპანური კაბიდან “მთვლემარე
ანტონიო” ამოიღო, ტყვიები შეამოწმა, მერე ტუალეტის კედელს მიეყრდნო, წითელი ქუდი გაისწორა,
პირჯვარი გადაიწერა და ტუალეტის კარი გამოაღო, რომელიც მისი გადაწყვეტილებასავით ბინძური
გახლდათ. წინასწარი დაკავების საკნისკენ ნელი ნაბიჯით წავიდა და კარზე დააკაკუნა. ისევ მსუქანმა
გააღო:
_ ახლა რაღა გინდა? _ საშინელი სუნი ასდიოდა. მის უკან კი ცისფერთვალა ნაღვლიანი
პოლიციელი და გისოსებში გამომწყვდეული ახალგაზრდა ბიჭი მოჩანდა.
_ შეიძლება თქვენთან ერთად გავერთო?? _ იკითხა წითელქუდამ და ზედა ტუჩზე ენა გაისვა.
მსუქანი გამოშტერდა, არც ელოდა ამას და სახე გაებადრა.
_ ხელები დაიბანე? _ კითხა სიცილით და მეორეს გადახედა. ისიც იცინოდა. მერე
ცისფერთვალას მიუბრუნდა და ეუბნება, _ ხედავ, ბიჭოო?? აი, რატომ ჯობია პიდარასტებს ნამდვილი
მამაკაცები, _ მერე ისევ წითელქუდას გახედა და ისევ ჰკითხა, _ ესე იგი, დაიბანე ხელები?
მან კი ღიმილით შეხედა თვალებში და მეტად სექსუალურად უპასუხა:
42
_ კი, მაგრამ თქვენ ხომ ბინძურები გიყვართ? _ და წითელქუდამ ღიპიანი დაზასა. მხოლოდ
მაშინ ამოიხედა ნაცარქექიამ და უთხრა:
_ რას აკეთებ, ქალო?!
_ არაფერს, ძვირფასო… _ იყო პასუხი და წითელქუდამ დამალული ‘ანტონიო” გამოაჩინა.
ერთი ხელით პოლიციელის თავი ეჭირა, მეორეთი კი იარაღი ოდნავ ღიად დარჩენილ პირში ჩაუდო
და გაისროლა. მეორე მაშინვე ფეხზე წამოვარდა და რაღაც რიჩაგი ჩამოწია. ამასობაში წითელქუდა
მაგიდაზე ახტა და იმ პოლიციელსაც კიდევ სამი ტყვია ესროლა. ოთახში ათნი შემოცვივდნენ. ზოგი
სად იდგა, ზოგი – სად. წითელქუდა კი მაგიდაზე იყო შემხტარი და იარაღს ხან ერთს უშვერდა, ხან
_ მეორეს. ნაცარქექია გისოსებს ეჯაჯგურებოდა და ყვიროდა:
_ მიყვარხარ, ჩემო პატარა!
_ მეც მიყვარხარ, ანგელოზო! _ წყნარად ამბობდა წითელქუდა, და იარაღს ატრიალებდა. სულ
ორი ტყვია ედო. ისინი კი ბევრნი იყვნენ. შიშს რა ვუთხარი, თორემ აქამდე მოკლული ეყოლებოდათ.
პუტინი კი იდგა დებილივით და ნაცარქექიას უყურებდა. ნაცარამ შეხედა და უთხრა:
_ მომეხმარე, შე ახვარო, მაინც პიდარასტს გეძახიან! _ პუტო იდგა.
_ მომაწოდე ეგ ოხერი იარაღი! _ ყვიროდა ნაცარა _ ბოზებოოო!! არ ესროლოთ!
წითელქუდა მედგრად იდგა. მაშინ პუტომ დახედა ორ ოცდაათმილიმეტრიან კოლტს, რომლებიც
გადატენილი ეწყო მაგიდაზე. მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გაურბინა. თავისი იარაღი ამოაძრო
კაბურიდან, ერთ-ერთ პოლიციელს მიუშვირა და ნელა, ძალიან ნელა, ეს ორი სათითაოდ მიაწოდა
ნაცარას. ნაცარამ გადატენა, ორივე საკნიდან გამოყო და წითელქუდას უთხრა:
_ შენ არ იდარდო, ყველაფერი მოგვარდება.
_ ვიცი, ძვირფასო, _ წითელქუდამ საოცარი სისწრაფით გადატენა “მთველმარე ანტონიო”
და ნაცარქექიას ჰკითხა:
_ დავიწყოთ?
მეორე დღეს, ოცდაათი მოკლული პოლიციელი გამოიტანეს განყოფილებიდან. იმ უბანში აღარ
დარჩა საპატრულო ეკიპაჟი. ტელევიზორში ამას “განკითხვის დღე” დაარქვეს, გაზეთებში – “ბედის
ირონია”. ყველა სხვადასხვა რაღაცას ამბობდა. სინამდვილეში კი ეს ყველაფერი ორი კოლტის,
“მთვლემარე ანტონიოს” და გაფუჭებული მაკაროვის წყალობით მოხდა.

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button