არქივი

სხეულის ენა

dce7271e0b57

ჩვენი სხეულის ენა გაცილებით მეტ ინფორმაციას გასცემს ჩვენზე და ჩვენს ემოციებზე, ვიდრე ვერბალურად მათი გამოხატვა. ნებისმიერი ფიზიკური ჟესტი, რომელსაც ვაკეთებთ, ქვეცნობიერად თავისებურადაა აღქმული სხვების მიერ. ეს შეიძლება ჩვენს სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ მოქმედებდეს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სხეულის ენას ვიყენებთ. ზოგიერთი ჟესტი ძალიან პოზიტიურ ასოციაციას ქმნის, ზოგი კი პირიქით, ნეგატიურს.

არიან ადამიანები, რომელთა პიროვნების ამოცნობა ძალიან ადვილად შეიძლება იმდენად მარტივ სხეულის ენას მიმართავენ. თუმცა არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებთაც ნებისმიერი სირთულის სხეულის ენის გაშიფრვა შეუძლიათ და მათი მოტყუება არცთუ ისე ადვილია. სწორედ იმისათვის, რომ შევძლოთ ადამიანთა ქცევისა და ჟესტების გამოცნობა, მცირეოდენი ტრენინგი დაგვეხმარება გავიუმჯობესოთ უნარ-ჩვევები.

სხეულის ენის სირთულეს ისიც წარმოადგენს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში და კულტურაში ჟესტები სხვადასხვაგვარად აღიქმება. ამიტომ, როდესაც ბიზნესით ან სხვა ისეთი საქმიანობით ხართ დაკავებული, რომელიც სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ურთიერთობას მოითხოვს, აუცილებელია რამდენიმე ძირითადი ჩვეულების ცოდნა.

მაგალითად:

თავის დაკვრა დასავლეთში თანხმობის ნიშნად აღიქმება, თუმცა მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში მას უამრავი განსხვავებული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს და არ არის აუცილებელი ყოველთვის ”დიახს” ნიშნავდეს.

თვალით კონტაქტი იაპონიაში უხეშობად ითვლება. ისინი უმეტესად დაბლა ფეხსაცმელზე ან ჰაერში იყურებიან, ამიტომ ეცადეთ მათ არ მიაშტერდეთ.

მიუხედავად სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული სხეულის ენისა, არსებობს საერთო ენა, რომლის ამოცნობითაც ჩვენ მივხვდებით თუ რა პიროვნებასთან გვაქვს სქმე, სიამოვნებს თუ არა ჩვენთან ურთიერთობა და ა.შ.

თუკი ადამიანს საგნები სხეულის პირდაპირ უჭირავს, მაგ. ყავის ფინჯანი, ხელჩანთა და მსგავსი საგნები, ესე იგი ეს პიროვნება მორცხვი და თავშეკავებულია, მისი მოქმედება კი გამოხატავს იმას, რომ იგი იმალება საგნების უკან. ამიტომ თუ არ გინდათ ვინმემ თქვენი სისუსტეები შეიტყოს, საგნები მუდამ გვერდით და არა წინ დაიჭირეთ.

საათის ხშირ-ხშირად შემოწმება მობეზრების ნათელი ნიშანია, განსაკუთრებით თუკი ვინმეს ესაუბრებით. ასევე ცუდი ნიშანია ფრჩხილების კვნეტა საუბრის დროს. თავიდან აიცილეთ ამგვარი აშკარა და უარყოფითი მნიშვნელობის ჟესტიკულაცია.

თუ გინდათ ვინმეს აგრძნობინოთ, რომ იგი არ მოგწონთ (ან მათი იდეები), დაწვრილებული თვალებით უყურეთ საუბრის დროს. ეს მოღუშულ და გაღიზიანებულ გამომეტყველებას მოგცემთ.

ასევე ცუდი ტონის მაჩვენებელია თუკი ადამიანებს ძალიან მიუახლოვდებით. ისინი თავს არაკომფორტულად იგრძნობენ და შესაბამისად მათ კეთილგანწყობასაც ვერ მოიპოვებთ. ყველა ადამიანს გააჩნია საკუთარი პერსონალური სივრცის შეგრძნება, რომლის დარღვევის შემთხევაშიც გამოიწვევთ მათ გაღიზიანებას.

საუბრის დროს სახეზე შეხება, განსაკუთრებით კი ცხვირზე, სიცრუის ფართოდაღიარებული გამოხატულებაა. ასევე, პირზე ხელის აფარების დროს, მოსაუბრე ყველაზე ხშირად ტყუის.

ტყუილის კიდევ ერთი ნათელი ნიშანი არის ხელოვნური ღიმილი. ჭეშმარიტი ღიმილი თვალის კუთხეებამდე აღწევს და სახის გამომეტყველებას მთლიანად ცვლის. ხელოვნური ღიმილი კი მხოლოდ პირსა და ტუჩებს მოიცავს. ამ ორის გარჩევა საკმაოდ ადვილია.

როგორც წესი, ქედმაღლობასა და სიამაყეს გამოხატავს დოინჯშემორტყმული პოზა. ასეთი ჟესტი მხოლოდ ახლო მეგობრების წრეში შეგიძლიათ გამოიყენოთ და არავითარ შმთხვევაში საქმიან შეხვედრაზე.

როდესაც მოსაუბრეს არ უყურებთ პირდაპირ, ეს მიანიშნებს, რომ თქვენ ან არ გსიამოვნებთ მასთან ურთიერთბა, ან არ გაინტერესებთ რასაც გეუბნებათ. საინტერესო და სახალისო საუბრის დროს მოსაუბრეები ერთმანეთის მიმართ სწორ და პირდაპირ პოზიციაში დგანან და არა გვერდულად.

გადაჯვარედინებული ხელები თავდაცვის პოზაზე მიანიშნებს. ისევე, როგორც ჩამოყრილი მხრები – დაბალ თვითშეფასებაზე.

როგორც ვხედავთ, სხეულის ენა ის ფენომენია, რომელსაც ვერბალური გამოხატვის გარეშე შეუძლია ადამიანის გრძნობებისა და ემოციების შესახებ ყველაზე მეტი გადმოსცეს. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის მცირე დეტალები მაინც, რომლებიც დაგვეხმარება საქმიანი შეხვედრისა თუ უბრალო საუბრის პოზიტიურად ჩატარებაში.

ფსიქოლოგები “სხეულის ენას” დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ .

“სხეულის ენა” სარკესავითაა. ის მოიცავს ჟესტებ, მანერებს და ასე შემდეგ. ზოგიერთი ჟესტი ძალიან პოზიტიურ ასოციაციას ქმნის, ზოგი კი, პირიქით, – ნეგატიურს.

“ფაქტნიუსი” გარკვეული დროის მანძილზე ქართულ პოლიტიკურ სპექტრს აკვირდებოდა და მათი ჟესტებ-მიმიკების საგულდაგულოდ შესწავლასა და “დღის შუქზე” გამოტანას ცდილობდა.

სანამ უშუალოდ იმაზე გადავალ, თუ ვინ როდის გვატყუებს, სიმართლეს გვეუბნება ან, სულაც, სიამოვნებს თუ არა ჟურნალისტის დანახვა, “სხეულის ენასთან” დაკავშირებით ფსიქოლოგ ქეთი კობალაძის მოსაზრებას გაგაცნობთ:

“- სხეულის ენას ფსიქოლოგიაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და იმდენად დამოუკიდებელია, რომ მისი კონტროლი ვერ ხერხდება.

ყველაფერი ქვეცნობიერადააა. მაგალითად, შევარდნაძის და ახლაც, სააკაშვილის მართველობის დროს, მათზე დაბლამდგომი პოლიტიკოსები ცდილობენ, მიბაძონ “პირველს”, თუმცა ამას თვითონ ვერ აცნობიერებენ. მათი სხეული ხვდება, რომ თვითგადარჩენისთვის ასეა საჭირო.”

დავიწყოთ ყველაზე ადვილიდან:

საუბრის დროს სახეზე შეხება, განსაკუთრებით ცხვირზე, სიცრიუს ფართოდ აღიარებული გამოხატულებაა. ასევე, პირზე ხელის აფარების დროს, მოსაუბრე ყველაზე ხშირად ტყუის.

თუკი ადამიანს საგნები სხეულის პირდაპირ უჭირავს, მაგალითად, ხელჩანთა, ყავის ფინჯანი, ე.ი. მორცხვი და თავშეკავებულია, ანუ რჩება შთაბეჭდილება, რომ იმალება.

თუ მოსაუბრემ საუბრისას ნიკაპი მოისრისა, ფიქრობს, რა გიპასუხოთ. ანალოგიურია სათვალის გასწორება: რესპოდენტი ტყუილის თქმას აპირებს, მაგრამ იწყებს ფიქრს, როგორ თქვას ის დამაჯერებლად.

ახლა, შეგვიძლია, ვნახოთ, რა ახასიათებთ ქართველ პოლიტიკოსებს.

მიხეილ სააკაშვილი: თითის ქნევა, პასტის ხელში თამაში პირდაპირ ეთერში, შეხვედრების დროს პიჯაკის ღილების გახსნა ან არგახსნა და ა.შ.

ქეთი კობალაძე: – თითის ქნევით ის გვემუქრება. ეს ადვილი მისახვედრია. თავის სტატუსს უსვამს ხაზს და გვაშინებს.

პასტის ხელში თამაშიც ხშირად სჩვევია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძალიან საქმიანია და ბევრი დრო არ აქვს ჩვენთან საუბრისთვის… ყველაზე საინტერესო პიჯაკის ღილების გახსნაა. ეს, ერთი შეხედვით, უმნიშვნელოა, მაგრამ ღილების გახსნა მიუთითებს, რომ გახსნილია საუბრისას და, ამავდროულად, გაუხარდა შენი ნახვა.

ისე, მგონი, ოპოზიციასთან ცნობილი შეხვედრისას პიჯაკის ღილები არ გაუხსნია…

ირაკლი ალასანიას ახასიათებს: საუბრისას წარბების აწევა, ერთი ხელის ჯიბეში ჩადება და ისე საუბარი…

ქეთი კობალაძე: – წარბების აწევისას ის თავის სტატუსს უსვამს ხაზს, აფიქსირებს თავის პოზიციას და თითქოს გაიძულებს, რომ ეს აუცილებლად უნდა დაიჯერო.

ჯიბეში ერთი ხელის ჩადება კი ნახევრად დახურულობისკენ მიგვითითებს, ბოლომდე არ იხსნება…

ნინო ბურჯანაძის რკინის ლედობა, შეიძლება, მხოლოდ ერთი ჟესტით დაიმსხვრეს, რადგან მას ახასიათებს: ღიმილი მხოლოდ ტუჩების და პირის არეში. სკამზე მიყრდნობა საუბრისას. მისალმებისას ხან ბოლომდე და ხან სანახევროდ (თითებით) ართმევს ხელს.

ქეთი კობალაძე: – ხელოვნური ღიმილი ტყულის ნიშანია, ანუ შენს მოტყუებას აპირებს. სკამზე მიწოლა იმას მოასწავებს, რომ რესპოდენტი საკმაოდ კარგად იცნობს იმ საკითხს, რაზეც უნდა ესაუბრო და აპირებს, პასუხი გაწელოს.

ყველაზე საინტერესო ხელის ჩამორთმევაა. თუ მისი ხელი შენს ხელზე ზევიდან მოექცა, ეს ნიშნავს, რომ თავიდანვე ხაზს უსვამს შენზე უფროსობას. თუ ორივე ხელით მოგესალმა და შენი ერთი ხელი მოიქცია, არ გეგონოს, რომ სითბოს გამოხატავს. პირიქით, გეუბნება, აღარაფერი გამოგივა, შენზე დიდი ვარ რანგით და რასაც გეტყვი, უნდა დაიჯეროო.

ხელის ნაწილობრივ ჩამორთმევა (თითებით) კი იმას მიანიშნებს, რომ მორიდებულია და თან ეშინია.

ისე, ქალბატონი ნინო უცხოელ კოლეგებთან შეხვედრისას მათ გამუდმებით ასე ესალმება.

ბოლოს, რამდენიმე ჟესტის მნიშვნელობას გთავაზობთ:

ფეხის ფეხზე გადადება – გიმალავთ ინფორმაციას.

ხელების ზურგზე შემოწყობა – პრობლემის გადაჭრას ცდილობს.

თუ დაგიწყოთ მოჭუტული თვალებით მზერა – ე.ი. გაკვირდებათ, ეს იმას ნიშნავს, რომ არ მოსწონხართ.

ხელისგულები უჩანს საუბრისას – გახსნილია და შეგიძლიათ, ენდოთ.

ხელის გული ნიკაპის ქვეშაა ამოდებული, ცერა თითი კი ლოყაზეა გადაჭიმული, დანარჩენი პირთანაა თავმოყრილი – ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი უმეტესწილად, რაღაცას, ვიღაცას აკრიტიკებს.

ყველაზე მეტად, ალბათ, იმას უნდა დავაკვირდეთ, როგორ გვესალმებიან და როგორი ფორმით გვართმევენ ხელს.

რა მიმნიშნებლებით შეიძლება მივხვდეთ, რომ ისინი გვეთანხმებიან

გიცდიათ თუ არა ბავშვობაში თქვენი მშობლების სახის გამომეტყველებით გამოგეცნოთ წაგივანდნენ თუ არა ზოოპარკში, ან გიყიდიდნენ სასურველ სათამაშოს როცა ამას სთხოვდით? თუ შუბლს შეკრავდნენ, ესეიგი ეს ნიშნავდა “არა!”-ს, თავის დაქნევა კი სიხარულით აგავსებდათ…. იმის გაგება, ეთანხმებიან თუ არა სხვა ადამიანები ჩვენს აზრებს და გადაწყვეტილებებს მნიშვნელოვანია ზრდასრულობაშიც. ეს ნამდვილად წარმატების მომტანია მომლაპარაებლებისთვის, სამსახურის მაძიებლებისთვის და შეყვარებულებისთვისაც კი, რადგან საშუალებას გვაძლევს საჭიროების შემთხვევაში დროზე გამოვასწოროთ სიტუაცია.

ქვემოთ ჩამოთვლილია რამოდენიმე მიმნიშნებელი, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სხვები იღებენ ჩვენს წინადადებებს და გვეთანხმებიან:

* ხელები მაგიდაზე უდევთ გაშლილ მდგომარეობაში.

* ხელისგულები ღიაა.

* თუ ნიკაპს ისრესენ, ესე იგი ფიქრობენ.

* თავი პირდაპირ აქვთ მიმართული.

* თავს გიქნევენ.

* ფეხები ერთმანეთისგან დაშირებული აქვთ ( მიტყუპებული არ აქვთ ).

* ხშირად იღიმიან.

* ჟაკეტის/ქურთუკის ღილებს შეიხსნიან. ეს მეგობრულობის და თქვენთან თანამშრომლობის სურვილის მაჩვენებელია.

* ხელები გაშლილია, ეს გულწრფელობის მანიშნებელია.

ინტერესი

იმის გაგება, აინტერესებთ თუ არა ადამიანებს ის, რაზეც ვესაუბრებით მეტად მნიშვნელოვანია; იქნებ ტყუილად ვკარგავთ დროს?

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ქიმიის მასწავლებელი. თქვენ ყოველთვის გაინტერესებდათ ქიმია, შესაბამისად ვარაუდობთ, რომ თქვენს სტუდენტებსაც უნდა აინტერესებდეთ. მგრამ არიან თუ არა ისინი სინამდვილეში დაინტერესებულნი? არის თუ არა სწავლების თქვენეული მეთოდი საკმარისად კარგი იმისთვის, რომ ბავშვებს საგნისადმი ინტერესი გაუღვიძოს? თუ თქვენ არ დააკვირდებით და არ ეცდებით ამოიცნოთ თქვენი სტუდენტების სხეულისგან მომდინარე სიგნალები, თქვენ ვერასოდეს უპასუხებთ ამ კითხვებს.

ქვემოთ ჩამოთვლილია ზოგიერთი ჟესტი, მოძრაობა, მდგომარეობა სხეულისა, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოსაუბრე დაინტერესებულია იმით, რაზეც ვესაუბრებით:

• ინარჩუნებს თვალებით კონტაქტს ურთიერთობის მთელი დროის 60%ზე მეტხანს. რაც უფრო ფართოდ გახელილია თვალი, მით მეტია ინტერესი. ზოგადად, ადამიანი თვალებით კონტაქტს უფრო მეტხანს ინარჩუნებს როდესაც უსმენს, ვიდრე როდესაც ლაპარაკობს.

• თავი მიმართულია პირდაპირ.

• თანხმობის ნიშნად თავს იქნევენ, რაც ნიშნავს რომ ყურადღებით ისმენენ.

• ფეხის წვერი მოსაუბრისკენაა მიშვერილი.

• ხშირად იღიმიან. მაგრამ, საყურადღებოა ის, რომ ყველა ღიმილი ინტერესს არ ნიშნავს. გახანგრძლივებული ღიმილი არაა ნამდვილი. ის გვიჩვენებს თავაზიანობას, მაგრამ არა მეგობრულობას…

მიმნიშნებლები, რომელთა საშუალებითაც ვხვდებით, რომ ადამიანები ფიქრობენ

ადამიანები გამუდმებით რაღაცაზე ფიქრობენ, მაგრამ ამ დროს ყველას სხვადასხვა, ინდივიდუალური სხეულებრივი მოძრაობები ახასიათებთ. ქვემოთ ჩამოთვლილია ზოგიერთი მათგანი:

* ნიკაპს ისრესენ. ეს ნიშნავს რომ ისინი აანალიზებენ რაღაც საკითხის დადებით და უარყოფით მხარეებს.

* იხსნიან სათვალეს და წმენდენ, ან ჩარჩოს ბოლოს პირში იდებენ. ეს უკანასკნელი შეიძლება ასევე ნიშნავდეს, რომ მათ უფრო მეტი ინფორმაცია აინტერესებთ და მოსასმენად მზად არიან.

* ცხვირის ძვალს (კეხის ადგილს ) ისრესენ, თვალები ამ დროს უმეტესწილად დახუჭული აქვთ. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ღრმადაა ჩაფიქრებული.

* ხელის გული ნიკაპის ქვეშაა ამოდებული, სალოკი თითი კი ლოყაზეა გადაჭიმული, დანარჩენები პირთანაა თავმოყრილი. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი უმეტესწილად რაღაცას/ვიაცას აკრიტიკებს.

* დადის თავდახრილი, ხელები ზურგს უკან. ასე მოსიარულე ადამიანები უმეტესწილად სწუხან თავიანთ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებს ეძებენ.

წყარო: none.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button