არქივი

გამონათქვამები ადამიანზე (ნაწ. II)

2475a77ee6c4

ამ პოსტში გაეცნობით გამონათქვამებს და ანდაზებს ადამიანების შესახებ უკვე მეორედ ;)

ადამიანები ორ ნაწილად იყოფიან: ერთს უფრო მცირეს აქვს სადილი, მაგრამ მადა არ აქვს; მეორეს, უფრო დიდს- დიდებული მადა აქვს მაგრამ სადილი არა

შამფორი

ვინ არის კაცი? – მხეცი, ნადირი,

რომელიც თავის მხსნელსა და მოძღვარს

ხან შეაპარებს ტკბილად სამსალას,

ხან ჯვარზე აცვამს და ისე მოკლავს.

ი.გლაიმი

ადამიანს არ შეუძლია განმარტოებით ცხოვრება, მას საზოგადოება ესაჭიროება.

გოეთე

ადამიანს ჰქმნის არა მარტო თანდაყოლილი, არამედ შეძენილი თვისებებიც

გოეთე

მხოლოდ ადამიანებში შეუძლია კაცს შეიცნოს თავი თვისი

გოეთე

ადამიანი ის არსებაა, რომელიც ღმერთსა და სამყაროს შორის დგას

ფრ.გოგარტენი

ადამიანი იმის ნიმუშია, თუ რაოდენ უმაგალითოა ბუნების მოთმინება

კ.მორგენშტეირნი

ადამიანი ბრმაა, რომელიც თვალის ახელაზე ოცნებობს

ფრ.ჰებელი

ადამიანი სამყაროსთვის ანალოგიების წყაროა

ნოვალისი

ადამიანის საუკეთესო განმარტება იქნება: უმადური ორფეხა

დოსტოევსკი

რა არის ადამიანი? ღმერთის ტრაგედია

კ.მორგენშტერნი

ადამიანი, არსებითად, ეს არის მისი ჟინი, რომ ღმერთად იქცეს

ჟ.პ.სარტრი

ადამიანი ის არის, რასაც ჭამს

ლ.ფოიერბახი

დიდი ადამიანები კაცობრიობის შინაარსის სარჩევია

ფრ.ჰებელი

ადამიანი ის ცოცხალი არსებაა, რომელიც დროს კლავს, ვიდრე ეს უკანასკნელი შურს Iიძიებდეს.

უცნობი ავტორი

ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა დედამიწაზე, რომელმაც იცის რომ უნდა მოკვდეს

მ.რიხნერი

ადამიანი არს მზე. მისი აზრები კი პლანეტებია

ნოვალისი

ადამიანი არის ერთადერთი ცხოველი, რომელსაც გაწითლება შეუძლია

მარკ ტვენი

ადამიანი მტაცებელი ცხოველია, რომელსაც ხელები აქვს

შპენგლერი

ადამიანი გონებით აღჭურვილი არსებაა, რომელიც ყოველთვის კარგავს სიმშვიდეს, როცა მისგან მოითხოვენ, რომ გონების კანონების მიხედვით იმოქმედოს

ოსკარ უაილდი

ადამიანს არ შეიძლება ჰქონდეს სხვა მიზანი გარდა იმისა, რომ იყოს ნამდვილი ადამიანი

ლ.შეფერი

არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,

იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს

ნ.ბარათაშვილი

დიადი აზრი, რომ მე კაცი ვარ,

სულით მამაღლებს მუდამ

ვ.ჟუკოვსკი

იყო ადამიანი –  ეს არის ყველაზე ძნელი პროფესია

ხოსე მარტი

ადამიანი ბევრ რამეს შეელევა, მაგრამ ადამიანს კი ვერა

ლ.ბიონე

ორ ადამიანს შეუძლია ერთმანეთის გადარჩენა იქ, სადაც ერთი იღუპება

ო.ბალზაკი

ადამიანი წარმოუდგენელია საზოგადოების გარეშე

ლ.ტოლსტოი

…ადამიანი – ეს არის აბსტრაქტული არსება, რომელიც სადღაც მიკუნულა სამყაროს გარეთ.

კ.მარქსი

ადამიანი –  ეს არის ადამიანის სამყარო, სახელმწიფო, საზოგადოება

ფ.ენგელსი

თუ ადამიანები ხელს გიშლიან, შენი სიცოცხლე არაფრის მაქნისია. ადამიანთაგან წასვლა იგივე თვითმკვლელობაა

ლ.ტოლსტოი

კომუნიზმის მიზანი ის არის, რომ გაათავისუფლოს ყოველი პიროვნება, მოსპოს ყველა მატერიალური და მორალური პირობა, რომელიც ხელს უშლის მის აყვავებას.

რ.როლანი

ჩვენი ცხოვრების ყოველ მომენტში ჩვენ უნდა ვცდილობდეთ ვიპოვოთ არა ის, რაც სხვა ადამიანთაგან გვაშორებს, არამედ ის, რაც მათთან გვაახლოებს

ჯ.რესკინი

ადამიანის სრულყოფა არის ცხოვრების აზრი

მ.გორკი

იქცე ადამიანად –  ეს ხელოვნებაა

ნოვალისი

ადამიანი უნდა იყოს ჭკვიანი, უბრალო, სამართლიანი, გაბედული და კეთილი. მხოლოდ ამის შემდეგ აქვს მას უფლება ატაროს მაღალი წოდება – ა დ ა მ ი ა ნ ი

კ.პაუსტოვსკი

თუ გსურს შეიცნო ადამიანი, შეიყვარე იგი.

ლ.ფოიერბახი

ღონე ქვეყნისა მარტო ნიჭიერი და მხნე კაცია

ი.ჭავჭავაძე

ჩვენ ვთაკილობთ და არა გვჯერა, რომ ყველა გონიერი კაცი იგივე წიგნია.

ი.ჭავჭავაძე

ადამაინი არის არა ის, რაც არის, არამედ ის, რასაც აკეთებს.

ჟ.პ.სარტრი

მსგავსი ამბები

Back to top button