არქივი

უცნაური დამთხვევები

eff39b8a9208

10 საინტერესო ისტორია ნახტომის შემდეგ

===============

ad0ff627fc7c

1. 1955 წელს მსახიობი ჯეიმს დინი მოყვა ავარიაში და გარდაიცვალა.
* როდესაც სამაშველო სამსახური მოვიდა და მისი დაჭმუჭნული პორშეს გატანა დაიწყეს, ძრავა გადმოვარდა, მექანიკოსს დაეცა და ორივე ფეხი დაულეწა.
* ძრავა ერთ-ერთმა მრბოლელმა იყიდა და თავის მანქანაში ჩადგა. პირველივე რბოლისას ავარიაში მოყვა და მოკვდა. მას შეეჯახა მძღოლი და ისიც ადგილზე გარდაიცვალა. ამ მეორე მძღოლს ჯეიმსის პორშეს ლილვი ედგა მანქანაში.
* ჯეიმსის პორშე შეაკეთეს და გარაჟში შეინახეს. ის გარაჟი რამდენიმე დღეში დაიწვა.
* რამდენიმე წლის შემდეგ ავტომობილი კალიფორნიაში, საკრამენტოში ღია სივრცეში გამოფენაზე გაიტანეს. მანქანა გორაკიდან დაგორდა და ერთ-ერთ თინეიჯერს ბარძაყი მოსტეხა.
* მოგვიანებით მანქანა ტრაილერით გადაჰქონდათ, როცა თოკი გაწყდა, მანქანა ჩამოვარდა და მაღაზიას შეეჯახა.
* საბოლოოდ, 1959 წელს, მანქანა 11 ნაწილად დაიშალა.

fde311df7651

2. მეოცე საუკუნის 30-იან წლებში დეტროიტელი ჯოზეფ ფიგლოკი ქუჩაში მისეირნობდა, როცა მახლობელი სახლის ღია ფანჯრიდან ბავშვი გადმოვარდა. ის პირდაპირ ჯოზეფს დაეცა და მისდა გასაკვირად, ორივე გადარჩა. ერთი წლის შემდეგ ჯოზეფი იმავე ქუჩაში მისეირნობდა, როცა იგივე ბავშვი გადმივარდა და ისევ ჯოზეფს დაეცა. ამჯერადაც ორივე უვნებელი გადარჩა.

5d498125bf23

3. 1883 წელს ჰენრი ზიგლენდი საცოლეს დაშორდა, რის გამოც ამ უკანასკნელმა თავი მოიკლა. გოგონას ძმამ შურისძიება გადაწყვიტა, მივიდა ჰენრის სახლში და სახეში ესროლა. ამის შემდეგ კი თვითონ დაიხალა ტყვია. აღმოჩნდა, რომ ჰენრის ტყვიამ სახე მხოლოდ გაუკაწრა და მის უკან მდებარე ხეს მოხვდა. რამდენიმე წლის შემდეგ მან ამ ხის მოჭრა გადაწყვიტა, რადგან სახლს აბნელებდა. სამუშაო იარაღებით რომ ვერაფერს გახდა, აფეთქება გადაწყვიტა. ხის ძირში რამდენიმე დინამიტი ჩაამაგრა და ცეცხლი მოუკიდა. აფეთქებისას ტყვია გამოვარდა და ჰენრის შუბლი გაუხვრიტა.

bc317849f9a5

4. ოჰაიოელი ტყუპების დედა მშობიარობისას გარდაიცვალა, ძმები კი სხვადასხვა ოჯახებმა იშვილეს. ისე მოხდა, რომ ორივეს ჯეიმსი დაარქვეს. ორივე კარგად სწავლობდა, განსაკუთრებით მექანიკასთან დაკავშირებული საკითხები ესმოდათ. ორივემ აითვისა დურგლობა. ორივეს ცოლს ლინდა ერქვა. მათ შვილებს თითქმის იდენტური სახელები ჰქონდათ: James Alan და James Allan. რაღაც დროის შემდეგ ორივე გაშორდა ცოლს და შეირთეს ახალი ცოლი სახელად ბეტი. ორივეს ჰყავდა ძაღლი სახელად თოი (Toy). მათ ერთმანეთი სრულიად შემთხვევით გაიცნეს 40 წლის ასაკში და თავიანთი ისტორიების იდენტურობით ერთნაირად გაოცებულნი დარჩნენ. :yes:

d3b9d3bc2e9a

5. 1838 წელს ედგარ ალან პომ გამოუშვა წიგნი “არტურ გორდონ პინის მოგზაურობა”. ის მოგვითხრობდა ჩაძირული გემიდან გადარჩენილი 4 მგზავრის შესახებ, რომლებიც 4 დღის განმავლობაში იყვნენ ნავზე, შემდეგ კი ერთ-ერთის მოკვლა და შეჭმა გადაწყვიტეს. მსხვერპლს, მოსამსახურე ბიჭს, რიჩარდ პარკერი ერქვა.
1884 წელს იპოვეს ორჩხომელი “Mignonette”, რომლიდანაც მხოლოდ 4 მგზავრი იყო გადარჩენილი. ისინი ნავით რამდენიმე დღე მოგზაურობდნენ. სამმა მათგანმა მოკლა და შეჭამა მეოთხე, მოსამსახურე ბიჭი. მისი სახელიც რიჩარდ პარკერი იყო.

494286a9374d

6. 2002 წელს, ფინელი მამაკაცი მოტოციკლით მგზავრობდა, როცა სატვირთო მანქანას შეეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. ეს მოხდა მერვე გზატკეცილზე. ორი საათის შემდეგ, როცა პოლიციას ჯერ კიდევ არ ჰქონდა მისი ვინაობა დადგენილი და შესაბამისად, გარდაცვლილის ოჯახმა არაფერი იცოდა, იგივე გზატკეცილზე მოტოციკლით მისეირნობდა მისი ტყუპისცალი ძმა. ავარიის ადგილიდან 1.5 კმ-ის მოშორებით მასაც სატვირთო ავტომობილი შეეჯახა და იმსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ ამ მიდამოში ავარია საკმაოდ იშვიათია.

a8c54749aa32

7. ჯოზეფ აიგნერი ავტრიელი მხატვარი იყო, რომელიც მე-19 საუკუნეში ცხოვრობდა. მას ხშირად ტანჯავდა დეპრესია და სამჯერ თვითმკვლელობაც სცადა. პირველად ეს იყო 18 წლის ასაკში, მან თავი ყულფში გაუყარა, მაგრამ შემთხვევით იქვე ჩავლილმა კათოლიკე ბერმა იხსნა. 22 წლის ასაკშიც იგივე გაიმეორა და ამჯერადაც ისევ ამ ბერმა იხსნა. 8 წლის შემდეგ ის პოლიტიკური აქტივობის გამო იდევნებოდა და ისევ სცადა სუიციდი, თუმცა ისევ “არ გაუმართლა” და ბერმა მესამედაც გადაარჩინა. 68 წლის ასაკში როგორც იქნა საშველი დაადგა და პისტოლეტით მოუღო საკუთარ თავს ბოლო. ალბათ უჩემოდაც მიხვდებით, წესი ვინ აუგო :lol2: სამწუხაროდ ამ ბერის სახელი ჯოზეფმა სიკვდილამდე ვერ გაიგო.

69c289cc4d87

8. 1858 წელს რობერტ ფალონი პოკერში გამარჯვებულმა მოწინააღმდეგემ მოკლა. რობერტმა 600 დოლარი წააგო და გადახდაზე ამბობდა უარს, რადგან ოპონენტს თაღლითობაში ადანაშაულებდა. რობერტის ადგილი ერთმა ახალგაზრდამ დაიკავა, რომელმაც წაგებული 600 დოლარიც ამოქაჩა და 2200 დოლარი მოიგო. ადგილზე მისული პოლიციის თანამშრომლების გადაწყეტილებით, რობერტის წაგებული 600 დოლარი მის მემკვიდრეს უნდა გადაეხადა. ძიებისას აღმოჩნდა, რომ მისი შვილი სწორედ ის ახალგაზრდა იყო, რომელსაც იგივე ადამიანთან 2200 წოლარი ჰქონდა მოგებული. მას მამა 8 წლის განმავლობაში არ ენახა და ვერ იცნო.

9cb3442efe9a

9. როცა ნორმან მეილერმა დაიწყო ნოველის “Barbary Shore” წერა, მან აღწერა აშშ-ში ჩასული რუსი ჯაშუში, რომელიც სიუჟეტის განვითარებასთან ერთად მთავარი პერსონაჟი გახდა. როცა ნოველა დაიბეჭდა, აშშ-ს იმიგრაციის დეპარტამენტმა მის ქვემოთ მცხოვრები მამაკაცი დააკავა, რომელიც რუსი ჯაშუში აღმოჩნდა. მისი სახელი იყო პოლკოვნიკი რუდოლფ აბელი. მეილერმა რა თქმა, არაფერი იცოდა მის შესახებ.

a798b1a793db

10. მარკ ტვენი დაიბადა 1835 წელს, როცა გამოჩნდა ჰალეის კომეტა. გარდაიცვალა 1910 წელს, როცა ჰალეის კომეტა თვალთახედვის არედან გაუჩინარდა. აღსანიშნავია, რომ მან სიკვდილამდე ერთი წლით ადრე თქვა: “მე ჰალეის კომეტის მოსვლასთან ერთად დავიბადე. მომავალ წელს კი მასთან ერთად წასვლას ვაპირებ”.

:boli:

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button