საკითხავისასარგებლო

საინტერესო ფაქტები…

პლატონი ფილოსოფოსთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონიც იყო — მან ორჯერ გაიმარჯვა პანკრატიონში შეჯიბრში. …

1 რუსეთის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, მოსკოვში, 1,7 მილიონი მონეტა ინახება…

2. მმო გერმანიას ინგლისმა და საფრანგეთმა ომი 1939 წლის სექტემბერში გამოუცხადეს, მაგრამ რეალურად საბრძოლო მოქმედებები დაიწყო 1940 წლის მაისში. ამ პერიოდს უცნაური ომი ეწოდა… ( ალბათ Ucnauri.Com ის საპატივცემულოდ :D )

3. რომაელ ქალებს არ ჰქონდათ საკუთარი სახელები…

4. ჩინეთის გაერთიანება ერთ სახელმწიფოდ ძვ. წ. III საუკუნეში მოხდა

5. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ყირიმის აჯიმუშკაის კატაკომბებში კონტინენტს მოწყვეტილი 10.000-ზე მეტი მეომარი და მოქალაქე 170 დღე იცავდა თავს

6. ბიბლიურ თქმუნებას ბაბილონის გოდოლის შესახებ ისტორიული საფუძველი აქვს. ბაბილონში რიტუალური დანიშნულების გოდოლი შენდებოდა და მას ისეთი სიძლიერის მეხი დაეცა რომ აგურები გაალღვო. თუ რა მოუვიდოდათ თვითმხილველებს არაა ადვილი წარმოსადგენი

7. ბიბლიური თქმულება ნოეს კიდობანის შესახებ ნასესხებია. იგი შედის “სიმღერა გილგამეშზე” თქმულებათა კრებულში

8. რომის იმპერატორ კალიგულას ნამდვილი სახელი იყო გაიუს იულიუს კეისარი, ხოლო მეტსახელი კალიგულა ერგო ბავშვობაში, როდესაც იგი უბრალო მეომარივით კალიგებს ატარებდა…

9. ნეფერტიტი ტუტანხამონის დედა იყო

10. საფრანგეთის ყველა მეფეს ტრადიციისამებრ სენ-დენის ტაძარში კრძალავდნენ

11. რუსეთსა და იაპონიას შორის ომი არ დასრულებულა, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას იაპონიამ ამერიკასთან გამოაცხადა სრული კაპიტულაცია, ხოლო საბჭოთა კავშირთან სამშვიდობო ხელშეკრულება არ დადებულა სადაო ოთხი კურილის კუნძულის გამო

12. ინგლისის მეფეები პლანტაგენეტების დინასტიიდან ეროვნებით ფრანგები იყვნენ

13. ნეპტუნის აღმოჩენა “კალმის წვერით” მოხდა, ანუ იგი ჯერ ურანის ტრაექტორიის არასისწორის გამოკვლევისას იქნა აღმოჩენილი ასტრონომიული გამოთვლებით 1821 წელს და მხოლოდ 1846 წელს ასტრონომებმა დაინახეს იგი ტელესკოპით

14. პირველი მსოფლიო ომი პირველი იყო, რომლის გამოცხადებაც დეპეშით მოხდა..

15 .იერუსალიმის ტაძრის მხოლოდ ერთმა კედელმა მოაღწია დღემდე, რომელსაც ებრაელები გოდების კედელს უწოდებენ.

ესაა სულ რაც მინდოდა მეთქვა …

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close