TECH & მეცნიერებაგართობა

დივანი – ტუჩები

3b5e1139e3dc

მარწყვივით ტუჩები აქვსო გამიგია, მაგრამ ვინმეს რომ ეთქვას ტუჩებივით დივანი აქვსო არ მსმენია. ფაქტი სახეზეა. სურათზე თქვენ ხედავთ კომპანიის b.d (barcelona design) პროდუქციას, რომლის დიზაინიც სალვადორ დალიმ დიზაინერ ოსკარ ბლანკოსთან ერთად შექმნა. 2004 წლიდან გასაყიდად გამოვიდა ოთხი სხვადასხვა ფერის დივანი, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ.

ყველაფერი კი 1893 წლის 17 აგვისტოდან დაიწყო. ამ დღეს ამერიკას მოევლინა შემდეგში ერთ–ერთი ყველაზე სკანდალური მსახიობი და სცენარისტი, 1930–იანი წლების სექს–სიმბოლო მეი უესტი. (Mae West) 155 სმ. სიმაღლის, არც ისე ლამაზი, მაგრამ ენამახვილი, 130 სმ. – იანი მკერდის მქონე ქალბატონი საუბარში ხშირად ამბობდა, რომ ამერიკას სექსი მე ვასწავლეო. “ჩემი მარცხენა ფეხი – შობაა, მარჯვენა – აღდგომა, და რატომაც არ უნდა შემოიაროთ ჩემთან ამ დღესასწაულებს შორის?” – ესეც უესტის სიტყვებია. იგი დაპატიმრებული იყო ამორალურობის ბრალდებით. (ათი დღე მიუსაჯეს და რვა დღეში გამოუშვეს კარგი ქცევისთვის. ) ციხიდან განთავისუფლების შემდეგ კი ის კიდევ უფრო პოპულარული გახდა ამერიკაში და არა მარტო ამერიკაში. რუსეთის დედოფალი ეკატერინე II მისთვის მისაბაძი მაგალითი იყო. მოსწონდა თუ როგორ მართავდა დედოფალი ოცდაათ მილიონ ადამიანს და ამავდროულად სამი ათასი საყვარელი რომ ჰყავდა. არც თავად იკლებდა საყვარლებს, მაშინაც კი როცა უკვე ხანში შესული ბრძანდებოდა, ის კი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის მეუღლეს ხშირად უწევდა ცოლის სხვისი ლოგინიდან ძალით გამოთრევა.(!) შეიძლება ითქვას: ცხოვრებას მკერდით “აწვებოდა”. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს რომ ყველაფერს ნიჭი უნდა.

ასეთი ქალბატონი არც სალვადორ დალის ყურადღების მიღმა დარჩენილა. მხატვარმა მეი უესტის პორტრეტი დახატა თავის სტილში, მოგვიანებით კი მის მშობლიურ ქალაქ ფიგერასში, მისივე სახელობის მუზეუმში ცალკე ოთახი გაკეთდა პორტრეტის მიხედვით. ბოლოს კი როგორც უკვე გითხარით, სურათის ყველაზე მიმზიდველი ნაწილი, ტუჩები, დივანის ფორმით ჩამოყალიბდა და დღეს ის უკვე გაყიდვაშია.

პირადად მე იდეა მომწონს, კარგი იქნება ერთი ეგეთი დივანი რომ მქონდეს, მაგრამ ნამდვილად არ მინდა მას მეი უესტის ტუჩების ფორმა ჰქონდეს. :D

წყარო: e2e4paiki.wordpress.com

მსგავსი ამბები

Back to top button