გასართობისასარგებლოსურათები

ზამთარი სკანდინავიაში

მე არასდროს მინახავს საკუთარი თვალით ის ლამაზი სანახაობა , რასაც ზამთარი სკანდინავიაში ჰქვია.
თოვლით გადაპენტილი მთები და ხეები, ხის ლამაზი სახლები და ქუჩაში თხილამურებით მოსრიალე ხალხი…

მიუხედავად იმისა რომ თავად სკანდინავიელები და ტურისტების უმრავლესობაც გაურბის სკანდინავიას ზამთრის პერიოდში (სიცივის გამო) მე მაინც ვოცნებობ ამ ყველაფრის ნახვაზე:

შვედეთი

ნორვეგია

დანია

ფინეთი

ისლანდია

სკანდინავიური სუვენირები

უცხო ქვეყანაში ყოფნისას ყველა ადამიანს უჩნდება სურვილი – ისეთი ნივთი წამოიღოს სამახსოვროდ ამ ქვეყნიდან, რაც ქვეყნის კულტურას და ხასიათს- ყველაზე მეტად ასახავს.

ალბათ გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით რომ სკანდინავიაში – ყველაზე მეტად ის სუვენირები იყიდება , რომელიც ვიკინგებთან არის დაკავშირებული. სკანდინავიური ქვეყნები თავს იწონებენ ვიკინგების კულტურით და უამრავ საინტერესო სუვენირებს სთავაზობენ ტურისტებს ვიკინგების თემის ირგვლივ.

სიამოვნებით დაგათვალიერებინებთ ვიკინგური სუვენირების ნაერსახეობას, მე პირადად ძალიან მომწონს – სამკაულიდან დაწყებული – სამზარეულოს ნივთებით დამთავრებული.

მაშ ასე – ჩვენებური ყანწის მსგავსი – და ასევე თასი – ნეფე-დედოფლის სადღეგრძელოს სვამდნენ თურმე ვიკინგები ასეთი თასებით :)

სხვადასხვა სამკაულები, რომლებზეც ვიკინგების ღმერთების ან მათი სიმბოლოების გამოსახულებებია ხშირად.

რაღათქმაუნდა სუვენირების ერთ-ერთ დიდ ნაწილს წარმოადგენს – ვიკინგების განთქმული გემები.

წააწყდებით აგრეთვე ხის უამრავ საინტერესო ნივთს.

არაფრით არ შეიძლება – ფეხსაცმელის, ტანსაცმლის , ქამრებისა და ჩანთების დავიწყება:

იყიდება აგრეთვე – ვიკინგების დანები, ხმლები, ნაჯახები, შუბები და მსგავსი იარაღები – უბრალოდ არამგონია ასეთი სახის სუვენირი ადვილად გადასატანი იყოს საზღვარზე :)

ბოდიშით, რომ სურათები ზევით არის ძალიან პატარა. უფრო დიდები ვერ მოვძებნე :(

წყარო: scandinavia.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close