არქივი

რუდოლფ შტაინერი და ანთროპოსოფია

d84545ddf076

ვალდორფის სკოლები ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშია “ანთროპოსოფიური საზოგადოების” მოღვაწეობისა, რომელსაც შვედმა მკვლევარმა სვენ ოვე ჰანსონმა “ევროპაში ყველაზე წარმატებული ოკულტური რელიგია” უწოდა. სხვა მკვლევარები მას “დასავლური ეზოტერიზმის ყველაზე თანამედროვე, განვითარებულ ფორმად” მიიჩნევენ.
ანთროპოსოფია ჩაისახა XX საუკუნის დასაწყისში, გერმანიაში გამეფებული სულიერი დაბნეულობის პერიოდში, როდესაც ეგზოტიკური და ოკულტური ჯგუფები სოკოებივით მრავლდებოდნენ; ანთროპოსოფიური საზოგადოება შექმნა რუდოლფ შტაინერმა (1861-1925წწ.); იგი ადრე თეოსოფიის გერმანულ ფილიალს ხელმძღვანელობდა, შემდგომ გამოეყო მას და სექტა ჩამოაყალიბა, რომელიც აღიარებდა მის პირად გამოცხადებებს “სულიერი სამყაროს შესახებ”. სექტის სიმწიფის ხანა დაემთხვა იმ სოციალურ-პოლიტიკურ კრიზისს, რასაც გერმანია განიცდიდა პირველი მსოფლიო ომის დროს და მას შემდგომ. სექტის საქმიანობაში შედის “ანთროპოსოფიური მედიცინა”, “ბიოქიმიური” სასოფლო მეურნეობა, ცეკვის ეურიტმული სკოლები, “კემპჰილები”_სოფლები არასრულფასოვანი ადამიანებისთვის და “ეკლესია”_სახელწოდებით “ქრისტიანული თემი”. მაგრამ თეოსოფიის გავრცელების ყველაზე ეფექტურ პროგრამად ამ სექტის ვალდორფის სკოლები ითვლება. მთელ მსოფლიოში არსებოს 500-ზე მეტი სკოლა (125 მარტო აშშ-ში).

2. სწავლება
შტაინერის სწავლების თანახმად, ქრისტე მზის ღმერთია, რომელიც დედამიწაზე მოვიდა არა კაცობრიობის ცოდვების გამოსასყიდად, არამედ ადამიანთა მოდგმის დასახმარებლად, რათა მას წონასწორობა მოეძებნა ლუციფერისა და არიმანის გავლენათა შორის. შტაინერის გამოცხადებებში, როგორც წესი, არეულია რელიგიური, სამეცნიერო და ისტორიული თემები. შტაინერმა თავისი ცენტრალური კონცეფციების ნაწილი: რეინკარნაცია, კარმა და მრავალღმერთიანობა _ ინდუიზმიდან თეოსოფიაში გადმოიტანა. ამ ცნებებს დაუმატა ორი ღმერთი დუალისტური ზოროასტრიზმიდან და ეს ნაზავი მოათავსა შუასაუკუნეების ევროპის გეოცენტრული კოსმოლოგიის ჩარჩოებში, რის თანახმადაც კოსმიურ იერარქიაში კაცობრიობა უშუალოდ ზებუნებრივ არსებათა ცხრა დასის შემდგომ საფეხურს იკავებს. შტაინერის სისტემას აერთიანებს თანაფარდობათა ოკულტური დოქტრინის პრინციპი, რაც გამოისახება ფორმულით _ “რაც ზემოთაა, იგივეა ქვემოთ”. მაგალითად, შვიდი პლანეტა ესადაგება შვიდ ისტორიულ ეპოქას და ა.შ. უმცირეს წვრილმანებამდე. შტაინერის სამყაროსეული მისტიური შეგრძნება ღრმად პესიმისტურია.

3. ვალდორფის სკოლის მიმზიდველობა.
მშობლები, რომელთაც საერთოდ არაფერი აკავშირებთ ანთროსოფიასთან, რატომ და რისთვის აგზავნიან თავიანთ შვილებს ესოდენ უჩვეულო იდეების გამავრცელებელ სკოლებში? ვალდორფის სკოლები მშობლებისთვის ატარებენ ღია კარის დღეებს, თუმცა სექტანტურ იდეოლოგიას ხელუხლებლად ტოვებენ _ მისი აღმოჩენა მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ იცი სად უნდა ეძიო იგი. მომსვლელი კი ხედავს მხოლოდ სკოლის თითოეული თანამშრომლის უზარმაზარ ენთუზიაზმს და შესანიშნავ დეკორაციებს, რაშიც ადამიანთა შეგრძნებების გათვალისწინებით ზედმიწევნით არის შერჩეული ფერები, განათება და მხატვრული გაფორმება. კედლები შეღებილია რბილი, პასტელის ტონებით, თანაც გამოიყენება სპეციალური ტექნოლოგია, რაც ე.წ. ციმციმის ეფექტს ქმნის. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ სკოლის გარეგნული ლაზათი, მზრუნველი ატმოსფერო, აგრეთვე მასწავლებელთა იდეალიზმი ვალდორფის სკოლების პედაგოგიკას მშობლებისთვის უჩვეულოდ მიმზიდველს ხდის.

4. მოტყუება
არაანთროპოსოფიური ოჯახებიდან ბავშვების მისაზიდად ვალდორფის სკოლები გარდა გარეგნული მომხიბვლელობისა თავიანთი მიზნებისა ორგანიზაციის შესახებ შეგნებულ და წინასწარ დამუშავებულ ტყუილებს მიმართავენ. ამას შტაინერი იმთავითვე გეგმავდა, მისი მიზანი იყო გამოეყენებინა “გარეშე” პირთა სამსახური და ამასთან სისტემატურად დაემალა სკოლის ნამდვილი მიზნები და სასწავლო გეგმები. რადგანაც ვალდორფის სკოლებში ქრისტიანულ სიმბოლიკას იყენებენ არ არის გასაკვირი, რომ მიმსვლელებს იგი ქრისტიანული ჰგონიათ. ქრისტიანმა მშობლებმა ან მათ, ვისაც სურთ საკუთარ შვილებს ქრისტიანულ ტრადიციებზე აგებული ღირსეული განათლება მისცენ შეიძლება ვალდორფის სკოლები ზუსტად ამის გამო შეარჩიონ, მაგრამ მოისურვებდნენ კი იგივე მშობლები თავიანთი შვილების მიყვანას ვალდორფის სკოლაში, რომ იცოდნენ მისი დამაარსებლის იმ უცნაური რწმენისა და პრინციპების შესახებ, რითაც პედაგოგები ხელმძღვანელობენ; ან ერკვეოდნენ თუ რა გავლენას ახდენს ეს უცნაური შეხედულებები თითოეულ საგანზე, რომელიც სკოლაში ისწავლება? შტაინერის მსოფლმხედველობა იკვეთება მის წიგნებში, რომელთაც ანთროპოსოფიური საზოგადოება გამოსცემს და რომლებიც ვალდორფის სკოლებშიც იყიდება. თუ ამ ნაწერებში ჩამოყალიბებულ დოქტრინებზე დაყრდნობით შევადგენთ ერთგვარ “სარწმუნოების სიმბოლოს”, მშობლებს გავაცნობთ და ვსთხოვთ ხელი მოაწერონ მას მსურველი იმდენად ცოტა იქნება, რომ ვალდორფის სკოლები უკვე ვეღარ დაიტრაბახებენ მოწაფეთა მრავალრიცხოვნებით: თითოეულ მათგანში ისწავლის ათამდე ბავშვი, ისიც იქაური ანთროპოსოფოსებისა. ანთროპოსოფიური სახელმძღვანელოები, როგორც ასეთი, არ არსებობს, მაგრამ თუ მშობლები დაინტერესდებიან შეუძლიათ მოიძიონ შტაინერის წიგნები. მიუხედავად ამისა, ვალდორფის სკოლის მასწავლებლები ამ ტექსტის ავტორებს არწმუნებდნენ, რომ ეს დაწესებულებები არარელიგიურია. მათ მხოლოდ ის აღიარეს, რომ შტაინერის ზოგიერთი სწავლება “საკმაოდ რთულია”.

5. ანთროპოსოფია სკოლის პროგრამაში
ეს სწავლება ორი გზით აღწევს სკოლებში: ა) სარწმუნოებრივი მოძღვრების პირდაპირი მიწოდებით, ამასთან მოშურნე პედაგოგები უფრო მეტი ყურადღებით ეკიდებიან ამ მხარეს; ბ) სასწავლო პროგრამიდან ისეთი ინფორმაციის ამოღებით, რაც ეწინააღმდეგება ანთროპოსოფიას. სექტის სარწმუნოება სასკოლო პროგრამებში ხვდება იმ მასწავლებელთა მონდომებით, რომლებიც აუცილებლად თვლიან ეს “ჭეშმაირტება” მოსწავლეებს გააცნონ. ხშირად, უმეცრების გამო, ბრმად აღიარებენ შტაინერის იდეებს რომელიმე მოცემული საგნის შესახებ და ვერ აცნობიერებენ, რომ მთელი დანარჩენი სამყარო სულ სხვაგვარად ფიქრობს. ზოგჯერ მასწავლებლებს სწამთ, რომ სექტის თითოეული დოქტრინა ყველაზე პროგრესული სამეცნიერო ცოდნაა, მათ კი განსაკუთრებული პატივი ებოძათ _ მოწაფეებს გააცნონ იგი. პედაგოგები ობიექტურ ისტორიული მონაცემების წყაროდ ასაღებენ შტაინერის წიგნს “პოსტატლანტიდის ეპოქა”, რომლის უკანასკნელი ნაწილი _ “აკაშას ქრონიკები” _ შეიცავს მონაცემებს “დედამიწის ევოლუციის” შესახებ. ნებისმიერი ცოდნა, თუკი იგი ეწინააღმდეგება შტაინერის ფრიად თავისებურ დოქტრინებს, უბრალოდ ამოგდებულია სწავლის პროცესიდან. ვალდორფის სასწავლებელში მომუშავე პედაგოგები თავგამოდებული ანთროპოსოფოსები არიან; ისინი თავიანთი ცხოვრების ამოცანად შტაინერის მსოფლმხედველობის დაცვასა და გავრცელებას თვლიან.

6. მილუოკი
ამერიკული ქალაქების, მილუოკისა და დეტროიტის ხელმძღვანელობამ დაიწყო ვალდორფის სკოლების დაფინანსება, რომლებიც სახელმწიფო ალტერნატიულ სკოლებად ჩამოყალიბდნენ. ამ სტატუსის მისაღებად ვალდორფელებს უნდა დაექირავებინათ “გარეშე” მასწავლებელთა მნიშვნელოვანი რაოდენობა, მაგრამ ნებას ვერ მისცემდნენ აღნიშნულ სკოლაში ესწავლებინათ იმ ადამიანებს, რომლებიც არ იზიარებდნენ მათ რელიგიურ დოქტრინას. ამ დილემის გადასაწყვეტად ვალდორფელებმა დაუყონებლივ მიჰყვეს ხელი მასწავლებელთა რელიგიურ “ინდოქტრინაციას”. პირველი შემაშფოთებელი ნიშანი არის ის, რომ სკოლის დამაარსებლის ბიოგრაფია სიის თავში აღმოჩნდა, დანარჩენი საგნები კი ტიპიური მაგალითია სექტის მიერ ჩვეული სახელწოდებების გამოყენებისა, რომლებშიც ისინი სულ სხვა რამეს გულისხმობენ. ვალდორფის სკოლის პედაგოგები პიროვნებებს აჯგუფებენ სანგვინიკებად, მელანქოლიკებად, ფლეგმატიკებად ან ქოლერიკებად და ბავშვებსაც ამ ტიპების მიხედვით “ახარისხებენ”. ჯგუფური ვარჯიშები სინამდვილეში შტაინერის მედიტაციურ პრაქტიკას წარმოადგენს.

წყარო:
ჟურნალი ” Free Inquiry”;

4686e43ad610

მსგავსი ამბები

Back to top button