გასართობისაკითხავისასარგებლოუცნაური

აფრიკის მეფეები


ბენინი. მეფე ჟოზეფ ლანგანფენი, “აბომის” დინასტიის წარმომადგენელი.

წარმოგიდგენთ აფრიკის მეფეების სურათებს.

სხვათაშორის დღესდღეობით ამ კონტინენტზე ასობით მონარქია არსებობს. მართალია უმეტესობა მათგანისა მხოლოდ სახეს ინარჩუნებს და ტურესტების სამიზნეა მხოლოდ, მაგრამ რამოდენიმე მათგანი მყარად დგას თავის პოზიციაზე და შენარჩუნებული აქ ძირითადი ადათ-წესები.


ნიგერია. იგვე კენეტ ნაჯი ონიმეკე ორიზუ III. “ნნევის” ტომის მეფე. თავის დროზე უბრალო ფერმერი იყო. ჰყავს 10 ცოლი და 30 შვილი.


ნიგერია. სიჯუვადე. 1980 წელს ის გახდა ილფების 50-ე მეფე, რომელიც ერთ-ერთი უძველესი აფრიკული დინასტიაა. დღეს ის უმდიდრესი ბიზნესმენია, ფლობს ძალზედ დიდ ქონებას აფრიკასა და ინგლისში.


ბენინი. აგბოლი-აგბო დეჯლანი. ასევე აბომის მეფე, მისი ერთი განშტოებისა. ყოფილი პოლიციელი.


კამერუნი. მეფე ბანჯუნა. ძმა ძლიერი და გაბედული ცხოველებისა (ასე უწოდებენ მას :) )


განა. ოსედიო ადო დანკვა III. აკროპონგას მონარქი. დამთავრებული აქვს ლონდონის უნივერსიტეტი. ამჟამად მეფობასთან ერთად მრჩეველია ეკონომიკურ საკითხებში განისა.


კონგო. ნიმი კოკ ნაბინტშ III. ახლა ის 50 წლისაა, ტახტზე ავიდა 20 წლის ასაკში. მას არ აქვს უფლემა მიწაზე დაჯდეს და არავის არასოდეს უნახავს თუ როგორ ჭამს.


სამხრეთ აფრიკა. გუდვილ ზველეტინი. ზულუსების დინასტიის მეფე. მისი წინაპარი ლეგენდარული ჩაკა ზულუ იყო, რომლის სამხედრო გენიასაც ნაპოლეონისას ადარებენ.


ნიგერია. ობა ჯოზეფ ადეკოლა ოგუნოი. “ოვოს” ტომის მეფე. ყოველწლიურად მის საპატივცემულოდ ტარდება მსხვერპლთშეწირვა. ბოლო რამოდენიმე წელია რაც ცხვარსა და თხას წირავენ, თორემ მანამდე აუცილებელი იყო ერთი მამაკაცისა და ერთი ქალის შეწირვა.


კამერუნი. ხაპი IV. “ბანას” მეფე. საქვეყნოდ ცნობილია მისი ჯადოქრობები.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close