უცნაური

Go Go ზღაპრები – თავი 4

debdb4031fc2

თავი მეოთხე

მას პუტინი ერქვა. ბავშვობაში პუტოს ეძახდნენ. უყვარდა ნაყინი, ზედ ერთი ცალი ალუბალი რომ ადევს და კიდევ ლუდი უყვარდა, რომელსაც ბოლომდე ვერასდროს ვერ სვამდა. როგორც არ უნდა სწყურებოდა, ერთ ბოთლ ლუდს ვერ დაცლიდა. ბავშვობაში სახელი ბევრ პრობლემას უქმნიდა. აი, მაგალითად, ერთხელ ჩხუბი იმიტომ მოუვიდა, რომ პუტო მას გოგოსთან ერთად დაუძახეს და გაბრაზდა, რატომ მეძახითო. პრინციპში, აბა რა ბავშვების ბრალი იყო, თუ მას ეს მეტსახელი მშობლებმა შეარქვეს. ჰოდა, ამ სახელის გამო, მთელი ახალგაზრდობა გაუმწარდა.
საბოლოოდ შეეჩვია და ახლაც კი, დიდობაში, ყველა პუტოს ეძახდა. არავინ იცის, ამის გამო იყო
თუ არა, მაგრამ პუტინი ძალიან ბოღმიანი გაიზარდა. ერთ-ერთი ფსიქოლოგი ეუბნებოდა, ეს
ბავშვობის ტრავმების შედეგია; მეორე ფსიქოლოგი ირწმუნებოდა, რომ ბავშვობა არაფერ შუაშია,
ეს ყველაფერი გაჭირვებული ცხოვრების ბრალიაო. ერთხელ ერთმა კაცმა, რომელიც პუტინს
ეზიზღებოდა და სამსახურიდან გააგდო, უთხრა, რაც დაიბადე, ის მოკვდებიო და ალბათ ყველაზე
მართალი ეგ იყო. თუმცა, ამის თქმას ვერავინ გაუბედავდა

.

ერთი შემთხვევა არასდროს დაავიწყდებოდა. მაშინ სულ პატარა იყო და ჯერ ისევ დედ-მამა ზრდიდა.ლამაზ სახლში ცხოვრობდა, სკოლასთან ახლოს. სახლი ფერადი იყო გარედანაც და შიგნიდანაც. მისიოთახი კი იასამნისფერი გახლდათ. აქეთ-იქიდან, საწოლს ჯადოსნური ღრუბლები ეფინა, რომლებიც ჰაერში ლივლივებდნენ, ხოლო როდესაც დაწოლილი ზევით აიხედავდა, სხვადასხვა ზღაპრის თუმულტფილმის ფრაგმენტებს ხედავდა. მამამისი, წარსულში ცნობილი სამხედრო მოსამსახურე,ახლაპენსიაზე იყო. ძალიან კარგი კაცი გახლდათ. ყოველ შემთხვევაში, ოჯახს არაფერს აკლებდა. შაბათ-კვირას პუტინი, დედამისი და მამამისი ერთად სეირნობდნენ. კვირა საღამო კი მისი საყვარელი საღამოიყო, რადგან მამას ამ დღეს სახლში მოჰყავდა კეთილი ჯადოქარი, რომელიც მათ უამრავ სასწაულს უჩვენებდა. ჰოდა, ერთ დღესაც შინ გახარებული ბრუნდებოდა, რადგან შაბათ-კვირა ახლოვდებოდა

.

სკოლა გვერდით იყო და ამიტომ სიარული თითქმის არ უწევდა. მოკლედ, სახლის კარი შეაღო, მაგრამ
დედა იქ არ დახვდა. მამა ამ დროს სახლში არ იყო ხოლმე, რადგან მუშაობდა. ის მხოლოდ გვიან ღამით
ბრუნდებოდა შინ. დედა კი მუდამ სახლში ელოდა პატარა პუტოს, მაგრამ ახლა არც დედა ჩანდა და მან,
რა თქმა უნდა, ძებნა დაუწყო. ჯერ სამზარეულოში შევიდა და იქ დაინახა გამზადებული საჭმელი _
დედა მუდამ ასე უმზადებდა ხოლმე საჭმელს. სკოლიდან მოსულს, მზად ხვდებოდა ყველაფერი, ნაყინის
ჩათვლით. მაცივარი გამოაღო და ნაყინიც დაინახა. მერე ავიდა ზედა სართულზე და მამამისის და
დედამისის საძინებლიდან რაღაც ხმები მოესმა. მივიდა და კარი ჩუმად შეაღო, ისე, რომ შიგნით,
დედამისს და მის ბიძას პატარა საწყალი ბავშვი არც კი შეუნიშნავთ და მანაც ბოლომდე უყურა, თუ
როგორ ისიყვარულეს მამამისის ძმამ და დედამისმა იმ საძინებელში, სადაც თვითონ შიშითა და
კრძალვით შედიოდა. საძინებლიდან რომ გამოვიდა, თითქოს გულში რაღაც ჩაწყდა. მამამ ხომ არაფერი
იცოდა ამის შესახებ, დედა კი მას უსინდისოდ ატყუებდა. ჩავიდა, საჭმელი შეჭამა….
ცხრა თვეში და შეეძინა. მან არ იცოდა, ვისი შვილი იყო მისი და და ამიტომ არ უყვარდა, სულ
ურტყამდა ხოლმე და სამჯერ ცხვირიც გაუტეხა. მამა კი მუდამ სჯიდა პუტოს. უფრო მეტიც, ახლა
მისი საყვარელი შვილი, გოგო გახდა. მართალია, ჯარისკაცი ცდილობდა, რომ პუტინს ეს არ ეგრძნო,
მაგრამ აბა პატარა ბავშვის გულს და თვალს რას გამოაპარებ? და პუტინიც გრძნობდა დედ-მამის
შეცვლილ დამოკიდებულებას. ერთ ღამესაც ადგა, ბიძამისის ნაჩუქარ პატარა ჩანთაში ნივთები
ჩაალაგა და სახლიდან ისე წამოვიდა, რომ აღარც არასდროს მიბრუნებულა.
მამამისი იმ ქვეყანაში გავლენიანი ადამიანი იყო და ამიტომ გადაწყვიტა, რომ საერთოდ
გაქცეულიყო და მართლაც, პატარა პუტინს ეყო იმის გამბედაობა და მოფიქრება, რომ ერთი სავაჭრო
გემის პატარა ყუთში ჩამძვრალიყო და ორი დღე იქ დარჩენილიყო, სასმელისა და საჭმლის გარეშე.
ორი დღის შემდეგ, იგი ერთ ქალაქში აღმოჩნდა. ქალაქი არ იყო ლამაზი, თუმცა არც ულამაზო
ეთქმოდა. მდინარე, რომელიც ოთხად იტოტებოდა, პატარა პუტოს ისე დიდად მოეჩვენა, რომ სამი
დღე შიშისგან ტიროდა. სწორედ ის სამი დღე, მას ნაგავსა და მუყაოს ყუთებში ეძინა. სამი დღის შემდეგ
კი, ვიღაც მოხუცმა შეიფარა და ახლა ის ზრდიდა საცოდავ ბავშვს. მოხუცს იმის ფული არ ჰქონდა,
რომ სკოლაში მიეყვანა და ბავშვი განათლების გარეშე რჩებოდა. დიდად არც თვითონ ღელავდა
განათლების მიღებაზე, თუმცა რა უნდა ენერვიულა, ის ხომ სულ ბავშვი იყო – რვა წლის

.

საბოლოოდ, პატრონმა პირდაპირ მუშაობა დააწყებინა. ჯერ ხის საამქროში იმუშავა, სადაც კარ-
ფანჯრებს აკეთებდა. უფროსს ძალიან უყვარდა. ამბობდა, ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი ბავშვიაო დაუამრავ საქმეს აძლევდა. პუტინსაც ეხალისებოდა შრომა, რადგან კარგად უფასდებოდა და თანაც,დარდი ისე ხშირად აღარ აწვებოდა ხოლმე გულზე. დარდი კი ისეთი რამ არის, რომ ხანდახანშეიძლებაგადაიყოლოს კაცი. ერთ დღეს უფროსმა თავისთან, კაბინეტში დაიბარა. რა კარგად ახსოვდა ისკაბინეტი – გრძელი, წითელი ფარდები ეკიდა და ხის შავ, პრიალა მაგიდასთან ორი სკამი იყომიდგმული. უფროსს წინ ტელევიზორი ედგა, გვერდით კი, დივანზე, ხაკისფერი ზეწარიგადაეფარებინათ. არც შეუხედავს, ისე ანიშნა, მანდ დაჯექი, ტახტზეო და პუტინიც ჩამოჯდა. მერეუფროსი წამოდგა, გვერდით მიუჯდა და ლაპარაკი დაუწყო იმის შესახებ, რომ ის კარგად მუშაობდა;რომ ყველაფერი წინ ჰქონდა. ბოლოს უთხრა, კარგ თანამდებობაზე დაგნიშნავ, ოღონდაც მომეციო,
_ და თან, ფეხზე ხელი დაადო…
პუტინი ბავშვობიდან ვერ იტანდა დამნაშავეებს.
აბა რა ასატანი იყვნენ ისინი, ვინც სხვებს ჩაგრავდნენ და ამცირებდნენ, ფულს და ძვირფასეულობას
პარავდნენ, და, რაც მთავარია, ყველაზე მთავარს _ ღირსებას ართმევდნენ. ბავშვობიდან იცოდა
პუტომ, რომ ადამიანის ღირსება ყველაზე მთავარია. ალბათ, ეს ასე მაგრად იმიტომ ჰქონდა თავში
ჩაჭედილი, რომ ბავშვობაში ბევრჯერ შეულახეს ეს ღირსება. ღირსებაშელახული ადამიანი კი
ყველაფერზე წამსვლელია. იმასც ხვდებოდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ხალხს აყაჩაღებდნენ,
თავად იყვნენ ღირსებაწართმეულები და მათაც მძიმე ბავშვობა ჰქონდათ. მაგრამ პუტინი ამ
შემთხვევაში, მათ გადარჩენას ცდილობდა, ვინც ბავშვობის გამოცდა ჩააბარა და ახლა ცხოვრების
სხვა საფეხურზე აპირებდა გადასვლას. მან იცოდა, რომ მისი გამოცდილებით ბევრ რამეში შეეძლო
დახმარებოდა ადამიანებს. ერთხანს გადაწყვიტა, იქნებ ფსიქოლოგად ვიმუშაოო, თუმცა იქ არ მიიღეს,
რადგან სათანადო განათლება არ ჰქონდა. ამიტომ, საბოლოოდ დაასკვნა, რომ მისი ბედი პოლიციაში
იყო. უცნაურია, როდესაც ადამიანები თავიანთ მოწოდებას პოლიციაში პოულობენ, მაგრამ ეს
ცხოვრება უცნაურობებით არის აღსავსე და პუტინიც მივიდა. რა თქმა უნდა, იქ გამოცდებს არავინ
ითხოვდა. უფრო მეტიც, რომ უთხრა, არსად მისწავლიაო, გაუხარდათ კიდეც, ჩვენი კადრი მოვიდაო
და მაშინვე მიიღეს. მიიღეს და მიიღეს. ამ მომენტიდან მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. ყველაფერიისე კარგად მიდიოდა, რომ პუტოს, რომელსაც ლურჯი თვალები ჰქონდა, არც კი სჯეროდა ამყველაფრის. ღამით როცა იწვა, უაზროდ იცინოდა ლოგინში

.

საბოლოოდ დააწინაურეს კიდეც და სამხრეებზე ერთი-ორი ვარსკვლავი დაუმატეს. მერე ისევ
ორმაგი ენერგიით დაიწყო მუშაობა და კიდევ დააწინაურეს. ყველაფერი მაგრად იყო, სანამ პოლიციაშიერთი კაცი არ მოვიდა სამუშაოდ. პუტინი იცნობდა მას, ერთად მუშაობდნენ ხის საამქროში იმ ცისფერუფროსთან. მაგრამ არ ესიამოვნა მისი დანახვა, თვალს არიდებდა ხოლმე. კორიდორში გავლისას,
დაბლა იყურებოდა და თითქოს ვერც ამჩნევს, არც იცნობსო. მაგრამ ეს პოლიციელი სულ უყურებდა.
ბოლოს მივიდა და ჰკითხა, შენ პუტინი არა ხარო? ჰოდა, პუტინმა უთხრა, არა, ძმაო, გეშლებიო. მაგრამ
იმან გაუმეორა, რა მეშლები, შე ტრაკის მიმცემო, შენ თვალებს რა დამავიწყებსო და პოლიციელმა
ყველას მოუყვა, თუ როგორ ხმარობდა პუტინს ქარხნის დირექტორი და როგორ უმატებდა ხელფასს
ამისთვის. ეს იყო და ეს, ამის მერე ცისფერთვალას საქმე სულ უკან-უკან წავიდა. პოლიციაშიც ისე
ეკაიფებოდნენ და ამცირებდნენ, როგორც ბავშვობაში. როცა უფროსმა ეს ამბავი გაიგო, იმდენი
საყვედური ჩაუწერა წიგნაკში, რომ ვარსკვლავებიც მოხსნეს სამხრეებიდან და დარჩა ასე, ‘პუსტა-
პუსტა” პოლიციელი, რომელსაც ქალაქის ყველაზე საშინელ უბანში, სახიფათო საქმეებზე
აგზავნიდნენ. ხანდახან, ღამით, წამოწოლილი, ხშირად ფიქრობდა ხოლმე ბავშვობაზე. ფიქრობდა,
იქნებ უკეთესი იყო, არ გამოქცეულიყო სახლიდან და არ მიეტოვებინა დედ-მამა. იქნებ ეს ყველაფერი
ეჩვენებოდა და მისი და, სულაც არ იყო ბიძამისის შვილი… ამ ფიქრების გამო, ხშირად
სასოწარკვეთამდე მიდიოდა ხოლმე და რამდენჯერმე თავის მოკვლაც სცადა. ერთხელ ტაბლეტები
დალია, მაგრამ გადაარჩინეს. კარგად ახსოვს ეგ ამბავი – გაითიშა და ცაში მოხვდა. მედდას უყვებოდა.
დავფრინავდი და ისეთი მაგარი ჰაერი და პონტი იყო, რომ ჩამოსვლა არც მინდოდა, დიდხანს ვინ
დაგტოვებსო და იქიდანაც გამოუშვეს; რომ აფხიზლებდნენ, სწორედ იმ დროს ხედავდა ცაში თეთრ
ლანდებს, რომლებიც სწრაფად უყვიროდნენ: პუტინ! პუტინ! დავაბრუნეთ!
ასე იყო თუ ისე, გადარჩა. მეორედ თავის ჩამოხრჩობა გადაწყვიტა და ჩამოიხრჩობოდა კიდეც,
რომ არა სუსტი თოკი, რომელმაც ვერ გაუძლო და გაწყდა. ჩამოვარდა და ხელი მოიტეხა. ბედი გინდა
კაცს ყველაფერში. მას, ბედი არაფერში წყალობდა. შეყვარებული ბავშვობაში არ ჰყოლია. ერთი გოგო
მოწონდა. ახსოვს, მამას აჩვენებდა ხოლმე, სკოლაში რომ აკითხავდა. მამამისი კი თავზე ხელს
გადაუსვამდა და, შე ცუღლუტოო, ასე ეუბნებოდა. ცუღლუტი ნამდვილად არ ყოფილა. მასზე წყნარი
ბიჭი იმ სკოლაში არ დადიოდა. გოგოებს კიდევ არ უყვართ წყნარი ბიჭები და ამიტომ, იმ ლამაზ,
ქერათმიან მოსწავლესთან, არაფერი გამოუვიდა. ამ ქალაქში ჩამოსულს, ერთი გოგო მოეწონა. ლამაზი
იყო, ძალიან ლამაზი. იმ გოგოსაც მოსწონდა, მაგრამ მასაც ძალიან უჭირდა და უთხრა, ან ცოლად
მომიყვანე, ანდა მუშაობა უნდა დავიწყო საუნაში, ფული არ მაქვს და მშიერი ხომ არ მოვკვდებიო.
უნდოდა ეთქვა, მოკვდი, აბა რა უნდა ქნა, ბოზობას ეგ ჯობიაო, მაგრამ არც ამის სათქმელად ეყო
გამბედაობა და არც იმისთვის, რომ ცოლად მოეყვანა. ჰოდა, გოგოც წავიდა და გაბოზდა. თუმცა,
ცუდ ამბებთან ერთად, მის ცხოვრებაში კარგი რაღაცეებიც ხდებოდა. მაგალითად, ვინმე მკვლელმა,
რომლის სახელი მხოლოდ გაგონილი ჰქონდა, ის პოლიციელი მოკლა, რომელმაც ცხოვრება
დაუნგრია. ამიტომ მას ეს მკვლელი მაგრად უყვარდა, მაგრამ მკვლელზე მეტად, დალევა უყვარდა,
გიჟდებოდა ლოთობაზე.
სწორედ ასეთი ლოთური სიმთვრალის დროს დაურეკეს სამსახურიდან:
_ გისმენთ! _ უპასუხა ნამთვრალევი ხმით.
_ პუტო, შენ ხარ? _ იყო იქიდან კითხვა.
_ ხოო, მე ვარ, რა იყო?
_ რა იყო და დროზე გამოეთესლე, შე ახვარო, ნაცრისფერ უბანში ნაცარქექია აგვყავს და საერთო
მობილიზაციაა გამოცხადებული!! _ და გავარდა პუტო მოედანზე. იქ კი ყველაფერი დამთავრებული
დახვდა. რომ მივიდა, ნაცარა უკვე დაჭერილი იყო და მანქანაში ტენიდნენ. გვერდზე ეს მიუსვეს,
განყოფილებამდე გვერდით ეჯდა ნაცარას და სულ იმაზე ფიქრობდა, რა იქნებოდა, ასეთი ყაჩაღი
მაინც ყოფილიყო; რომ ნაცარასავით დიდი პატივი ეცათ, თუნდაც იმავე პოლიციაში, სადაც ნებისმიერ
დამნაშავეს უფრო ანგარიშს უწევდნენ, ვიდრე პიდარასტ პუტინს, რომელმაც თავისი წოდებებიც კი
დაკარგა იმის გამო, რომ თავის დროზე, ტრაკის გასაღები, საამქროს უფროსს ჩააბარა. ამაზე ფიქრმა
კინაღამ გადაიყოლა და მაინც არ ეშვებოდა. განყოფილებაში უთხრეს, ახლა წადი, დაიძინე და სამ
საათზე მოდი, ამაღამ შენ იმორიგევებო. როგორც ყოველთვის, დათანხმდა. სხვა რა გზა ჰქონდა.
ჰოდა, წავიდა სახლში.
პუტინის სახლი ერთ ბნელ ქუჩაზე იდგა, რომელიც ქალაქის საშუალო ფენას ეკავა. ამ ქუჩაზე
დიდი ხანია ლამპიონები აღარ ანთებდნენ, რადგან ეს ლამპიონები ჩაემტვრიათ, ან მოეპარათ და
გაეყიდათ. ლამპიონების შემდეგ, თავად ბოძებსაც მიდგომოდნენ და ახლა, ლამპიონები რომც ეშოვათ,
უკვე ვეღარსად დაამაგრებდნენ. ნათქვამია, ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო. ჰოდა, ღამეც ბნელი
იყო და ქურდებიც ოხრად დადიოდნენ ქალაქის ამ მიტოვებულ მხარეში. ქუჩას რომელიღაც მწერლის
სახელი ერქვა და ამ მწერლის ბიოგრაფიასავით შავი იყო.
საერთოდ კი, ეს ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძველი უბანი გახლდათ. ამიტომ მისი მცხოვრებლები
თავს ნამდვილ ქალაქელებად თვლიდნენ. თუმცა სხვა, უფრო პრესტიჟული უბნების მოსახლეობა
მათ ნამდვილ ქალაქელებად არ თვლიდა. ადგილი მართლაც მეტისმეტად ბინძური იყო. სახლებიდან
ტელევიზორების შუქი გამოდიოდა. პუტინი კი ნელი ნაბიჯით მიდიოდა სახლისკენ და ქუჩასავით
ბნელი ფიქრები ჰქონდა.
სახლში შევიდა და ტელევიზორი არც ჩაურთავს, პირდაპირ ლოგინში დაწვა. დასაძინებლად
მოემზადა. იცოდა, რომ ცოტა ხანში უნდა ამდგარიყო. ამიტომ მალე დაეძინა. ღამის სამის ნახევარი
იყო, როცა მის მიტოვებულ ბინაში მაღვიძარას ხმა გაისმა. ლოგინიდან ნელა წამოდგა და შუქი აანთო.
არ უნდოდა წასვლა, ეძინებოდა და მობეზრებული ჰქონდა ასეთი უაზრო ცხოვრება.
განყოფილებაში რომ მივიდა, უთხრეს, იქით შედიო და მეორე სართულზე აუშვეს. კარებთან
მივიდა და დააკაკუნა. შევიდა და დაინახა, როგორ იცვამდა კურტკას გამომძიებელი, ხოლო
დაკავებული დაჭრილი წამოწოლილიყო და მათ არ უყურებდა. გამომძიებელმა ჩაიცვა, პუტინთან
ახლოს მივიდა და ჩურჩულით უთხრა:
_ ამ იარაღს ყურადღება მიაქციე, მაგიდაზე რომ დევს და კარგს იზამ, ამასაც თუ არ მისცემ
ტრაკს _ და ოთახიდან გავიდა, თუმცა პუტინი მის დამცინავ თვალებს კიდევ დიდხანს გრძნობდა

.

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button