არქივი

ცრემლდიდობა

d0702c93eaaa

ზოგჯერ ერთი ობოლი ცრემლის შეჩერება უფრო რთულია, ვიდრე მთლიანად მდინარისო, უთქვავს ჯორჯ ბაირონს. ძნელია არ დაეთანხმო. ზოგი კარებში მოყოლილი თითის ტკივილის გამო ღვრის ცრემლს, ზოგი შეყვარებულის დაკარგვის გამო, მავანი სიცილის დროს, ზოგიც სამზარეულოში ტირის ხახვის გაფრცქვნისას. (ეს უკანასკნელი მიზეზი ტირილისა, მალე აღარ იარსებებს, რადგანაც მეცნიერებმა ისეთი ხახვი გამოიგონეს, რომელიც თვალებს არ წვავს.) ბევრს შეიძლება გაუკვირდეს, რატომ მაინცდამაიც მტირალა კაცის ფოტო პოსტის დასაწყისში და არა ქალის, რომლებიც უფრო ხშირად არიან შემჩნეულები ტირილში, სტერეოტიპიც ხომ არსებობს – ნამდვილი მამაკაცი არ ტირის, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ფაქტია, კაცებიც ტირიან. (მიუხედავად იმისა, ქალებს მოსწონთ თუ არა ეს) მართალია 5-ჯერ უფრო ნაკლებს, ვიდრე ქალები, მაგრამ მაინც. სხვათაშორის სპეციალისტების აზრით, ქალები კაცებზე მეტხანს იმიტომ ცოცხლობენ რომ მათზე ბევრს ტირიან.

e16dedae602d

თურმე ჰერაკლიტე ქალაქის ქუჩებში დადიოდა და ადამიანების უგუნურ ქმედებებზე ტიროდა, ტიროდა იმის გამო, რომ ისინი მთელ ცხოვრებას უაზროდ ატარებდნენ და ასევე უაზროდ კვდებოდნენ. ჯობია თავი დავანებო ფილოსოფიას და ცოტა ცრემლის შესახებ მოგიყვებით.

ცრემლის ორ სახეობას გამოარჩევენ – რეფლექსურს და ემოციურს. თვალის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ცრემლის გამოყოფა თვალის დასასველებლად. როგორც წესი, ადამიანებში და ცხოველებშიც, მთელი დღის მანძილზე გინდა არ გინდა მაინც გამოიყოფა ცრემლის გარკვეული რაოდენობა, რომელიც თვალს იცავს მტვრისგან, ქარისგან და სხვა რღაც-რაღაცეებისგან. ემოციური ზემოქმედებისგან წარმოქმნილი ცრემლი კი მხოლოდ ადამიანებს ახასიათებთ. ყველაზე ხშირად ადამიანები დარდის, უბედურების დროს ტირიან, მეორე ადგილზეა სიხარულის ცრემლები, შემდეგ მოდის ტკივილით გამოწვეული ცრემლი. ტირილის დროს ორგანიზმიდან გამოიყოფა ისეთი ნივთიერებები, რაც უმრავლეს შემთხვევაში დადებითად მოქმედებს ადამიანზე, უმსუბუქებს მას ტკივილს, სტრეს და ა.შ.

ძველ სლავებში, ასევე სპარსეთსა და ბიზანტიაში გავრცელებული იყო ერთი ძალიან საინტერესო ტრადიცი: გათხოვილი ქალი იწყებდა ტირილს და ცრემლებს სპეციალურ ჭურჭელში ღვრიდა. შემდეგ შეგროვებულ ცრემლს სხვა ნივთიერებებს ურევდნენ და სამკურნალოდ იყენებდნენ. კარგი მტირალა ცოლი საკმაოდ ბევრ ცრემლს მოაგროვებდა, თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ერთი წლის განმავლობაში ადმიანის ორგანიზმი 4-5 ლიტრ ცრემლს
გამოიმუშავებს.

50b1c355ab79

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: რაც უფრო დიდი სევდით არის ცრემლი გამოწვეული, მით უფრო მლაშეა ის, ხოლო ბედნიერების და ხახვის გაფრცვქვნის გამო გამოყოფილი ცრემლები გაცილებით უმარილოა, თითქმის წყალივით მტკნარი ყოფილა. აი, თურმე რატომ არის ოკეანეების წყალი მლაშე…

7d9294c302cf

ბოლოს ისევ კაცის ცრემლებს მივუბრუნდები. არც ისე ყოფილა საქმე, თითქოს ქალების უმრავლესობას არ მოსწონდეს ცრემლის ხილვა მამაკაცის თვალზე. გამოკითხვამ აჩვენა, რომ გერმანელი ქალების უმრავლესობას მოსწონს. ასევე ინგლისელებს, ოღონდ ინგლისელ დედალ თაგვებს. ექსპერიმენტმა დაადასტურა: დედალ თაგვებს, ცრემლიანი მამალი თაგვები უფრო იზიდავენ. მოკლედ, ვისთვის როგორ.

წყარო: e2e4paiki.wordpress.com

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button