სასარგებლო

დემაკიაჟი

იცით თუ არა თქვენ, რომ დემაკიაჟის პროცესის სწორად ჩატარება ისევე მნიშვნელოვანია , როგორც თავად კოსმეტიკის არჩევა.
ის რომ კანი სუნთავს უკვე ყველამ ვიცით და ის რომ კანს უნდა მივცეთ სუნთქვის საშუალება ეს აქსიომაა, რომლის უგულვებელყოფა გამოიწვევს კანის დაბერებას, აკნეს ან საზიზღარ გამონაყარს.
კანი უნდა გაიწმინდოს და მაკიაჟი უნდა მოშორდეს აბსოლუტურად ყოველ დღე, ღამე არ გაბედოთ მაკიაჟით დაძინება, ეს საშინელ შედეგებამდე მიგიყვანთ.
დაიმახსოვრეთ რამდენიმე რჩევა:
1. მოიშორეთ მაკიაჟი ყოველ დღე
2. მიაქციეთ ყურადღება მაკიაჟის მოსაშორებლებს, აუცილებლად აარჩიეთ ის პროდუქცია რომელიც იდეალურია თქვენი კანისათვის.
3. თვალიდან მაკიაჟის მოსაშორებლად გამოიყენეთ სპეციალური მოსაშორებლები, ისინი უფრო ნაზია და თვალსაც არ წვავს.

აუცილებლად გამოიყენეთ ბამბის დისკოები, ისინი სპეციალურად ამისთვს არის შექმნილი, რომ არ დანაკუწდეს და არ დანაწევრდეს როგორც ბამბა.
რაც შეეხება უკვე უშუალოდ მოსაშორებლების არჩევას, რა კრიტერიუმები უნდა გავითვალისწინოთ?
1. კანის ტიპი
2. ასაკი, არის anti age მოსაშორებლების (35წლიდან)
3. კანის მგრძნობიარობა
4. მაკიაჟის შემცველობა (წყალგამძლე…)
5. კანის ალერგიულობა
6. კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობა.
რადგან ზოგიერთმა ინგრედიენტმა შეიძლება კანის გაღიზიანება ან ალერგია გამოიწვიოს.
კარგია თუ თანამინდევრობასაც დაიცავთ:
1. ტუჩები _ პომადის მოსაშორებლად საუკეთესო საშუალება არის მაკიაჟის მოსაშორებელი რძეები.
2. თვალები _ ჯერ სჯობს ჩრდილები მოიშოროთ, შემდეგ ტუში. თვალისათვის საუკეთესო საშუალებაა სითხეები და რძეები.
3. სახე _ გახსოვთ სახის მასაჟზე რომ თემა დავწერე და სამასაჟე ხაზები ვახსენე? ზუსტად მაგ მიმართულებით უნდა მოშორდეს კანს ტონალური, თუ პუდრა. სახის კანისთვის საუკეთესოა ლოსიონები, რძეები, ასევე სველი მოშორების საშუალებები: მუსი და ქაფი, რომელიც შემდეგ უნდა ჩამოიბანოთ.
მაგრამ მე პირადად ვერ ვიხმარე ვერც მუსი და ვერც ქაფი. დღემდე მიდევს უფუნქციოდ თაროზე. რძეს და ტონიკებს ვანიჭებ უპირატესობას. კლინიკის ტონიკი მაქვს და ლანკასტერის რძე რაც საოცარ ეფექტს ახდენენ. მაკიაჟის მოშორებიდან 2-3 წუთში კანი მაქვს ბავშვივით რბილი. ვაფანატებ ორივეზე.

რაც შეეხება წყალგამძლე პროდუქციას, რასაც ვერ ვიტან , აი მანდ საქმე ცოტა უფრო რთულად გვაქვს. მისი მოშორება ჩვეულებრივი საშუალებებით არის საკმაოდ რთული, ამისათვის არსებობს სპეციალური მოსაშორებლები რომლებიც უფრო აგრესიულ ნივთიერებებს შეიჩავენ, მაგრამ არ არის რეკომენდირებული ალერგიული კანისათვის.
თუ თქვენ გაქვთ მგრძნობიარე და პრობლემური კანი, ძალიან სათუთად გაუფრთხილდით მას და ჩემი რჩევა იქნებოდა იხმარეთ მხოლოდ რძეები, რადგან რძეები ყველაზე ნაკლებად შეიცავენ საღებავებს და არომატიზატორებს, ასევე ცხიმის რაოდენობა მათში შედარებით დიდია და ეს შეუწყობს ხელს კანის დამშვიდებას.
მოკლედ მთავარია კარგად მიხედოთ თქვენს კანს, იმიტომ რომ სახე ნებისმიერი ადამიანის სავიზიტო ბარათია.

წყარო: taa.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close