არქივი

ცოტა რამ ო’ჰენრის შესახებ

3143f21b9c1a

მე ძალიან მიყვარს ო’ჰენრი,ამიტომ შემოგთავაზაბთ ცოტა რამეს მის შესახებ…

ცოტა ვინმემ თი იცის ვინ იყო უილიამ სიდნი პორტერი , მაგრამ ო’ჰენრი ვისაც არ უნდა კითხოთ, ყველას ეცოდინება, მიუხედავად იმისა, იცნობს თუ არა მის შემოქმედებას…

სინამდვილეში კი უილიამ სიდნი პორტერი და ო’ჰენრი ერთი და იგივე პიროვნებაა. ო’ჰენრი მისი ფსევდონიმია, რომელიც სავარაუდოდ იმ ციხის (Ohio Penitentiary) შემოკლებაა, რომელშიც მან სამი წელი გაატარა…

ალბათ გაინტერესებთ, თუ როგორ მოხვდა ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ციხეში.

იგი მოლარედ მუშაობდა ტეხასის ერთ-ერთ ბანკში. ერთხელაც, რევიზიის დროს, ხუთი ათასი დოლარის ოდენობის დანაკლისი აღმოუჩინეს და ფულის უმიზნოდ განკარგვა მას დაბრალდა. ამის გამო იგი 1 წელი ჰონდურასში ემალებოდა მართლმსაჯულებას. აშშ-ში კი იმის გამო დაბრუნდა, რომ ცოლი გაუხდა ავად. პოლიციას ჩაბარდა. 5 წლის მაგივრად 3 წელი მოიხადა სასჯელი. ”კარგად მოქცევისათვის” ორი წელი მოუხსნეს…

მთავარი კი ისაა, რომ მან სწორედ ციხეში დაიწყო ამ მართლაცდა საოცარი მოთხრობების წერა…

იგი მოთხრობების ( short story ) დიდოსტატია. არ დაუწერია რაიმე მოზრდილი ნაწარმოები. სიკვდილის წინ თქვა, რომ რაც აქამდე დავწერე, ამ დიდი წიგნისთვის მზადებაა, ახლა რომ დავწერო, თუმცა არ დასცალდა.

იგი 1910 წელს, ნიუ-იორკში გარდაიცვალა დიაბეტისა და ღვიძლის ციროზისაგან, უკიდურესად ღარიბი და მარტოხელა.

რაც შეეხება მის ნაწარმოებებს, ისინი, როგორც აღვნიშნე, ძირითადად მოთხრობებია, რომლებიც გამოირჩევიან მოულოდნელი, თავბრუდამხვევი დასასრულით, რაც ო ‘ ჰენრის მთავარი ხიბლია…

მისი მოთხრობებიდან გამოვარჩევდი “მოგვების ძღვენს” (Gift Of The Magi), “უკანასკნელ ფოთოლს” (The Last Leaf), “ნამდვილ ამბავს” (No Story) და “სანამ ავტო იცდისს” (While The Auto Waits).
ჩამოთვლილთაგან, ყველაზე ძალიან “მოგვების ძღვენი” მომეწონა… დაგანახებს ნამდვილ სიყვარულს, რომლისთვისაც მზად ხარ ყველაფერი გაიღო…
“უკანასკნელი ფოთოლი” კი მწერლის აღიარებული შედევრია… რომელიც გინდათ თუ არა, მაინც უნდა წაიკითხოთ :)))

წყარო: მე ))))

მსგავსი ამბები

Back to top button