ახალი ამბები

შპრიცი, რომლითაც მაიკლ ჯექსონს სასიკვდილო ინექცია გაუკეთეს, აუქციონზე გაიყიდება

შპრიცი, რომლითაც მაიკლ ჯექსონს სასიკვდილო ინექცია გაუკეთდა, ლას-ვეგასში აუქციონზე გასაყიდად გამოიტანეს, ლოტის საწყისი ფასი 5 მლნ დოლარია, იტყობინება ”Daily Telegraph”.

შპრიცი გამყიდველის ხელში, სავარაუდოდ, არაკანონიერად მოხვდა. უცნობი გამყიდველის ადვოკატებმა, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, მომღერილს ოჯახის წევრები აუქციონის შესახებ გააფრთხილეს. ჯექსონის ოჯახმა უკვე გამოთქვა პროტესტი აღნიშნული ფაქტის გამო და ყველა ღონეს ხმარობს, რათა ამგვარი ამორალური გარიგება არ შედგეს.

წინასწარი მონაცემებით, შპრიცს აუქციონზე გასაყიდად 2010 წლის 25 ივნისს პოპ-ვარსკვლავის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე – გამოიტანენ.

მაიკლ ჯექსონი გასული წლის ივნისში ლოს-ანჯელესში 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილამდე ის დიდ ბრიტანეთში კონცერტების ჩატარებას გეგმავდა.
მისი სიკვდილი სასამართლომ არაწინასწარგანზრახულ მკვლელობად სცნო. გარდაცვალების მიზეზი პირადი ექიმის მიერ ტკივილგამაყუჩებელი საშუალების გადაჭარბებული დოზით გაკეთებაა გახდა.

ამ დღეებში გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ მაიკლ ჯექსონის მემკვიდრეებმა კონტრაქტების ისტორიიის მანძილზე ყველაზე ძვირი – 200 მლნ დოლარის ღირებულების – კონტრაქტი გააფორმეს კომპანია ”Sony Music”-თან, რომელიც მომღერლის სიმღერების ალბომებს გამოუშვებს.

კონტრაქტის თანახმად, ჯექსონის 10 ალბომი 7 წლის განმავლობაში ხელახლა ჩაიწერება. მათ შორის ერთ-ერთში აქამდე უცნობი სიმღერები შევა.

წყარო: ambebi.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close