არქივი

Apple…

99974780cbf8

პირველი პოსტია და ძალიან ნუ განმსჯით……….

სამი თვე ეძებდა სტივ ჯობსი ახალი კომპანიისთვის სახელს და ვერაფერი მოიფიქრა. რასაც სთავაზობდნენ, არ მოსწონდა და ბოლოს ისე გაბრაზდა,რომ თანამშრომლებს უთხრა:- “თუ ხუთ საათამდე კომპანიას სახელს არ მოუფიქრებთ, ვაშლს დავარქმევო!” ვაშლი უყვარდა და იმიტომ. ხოდა ვერ მოუფიქრეს და დაარქვა ვაშლი, თუმცა მხოლოდ “მაკინტოშს” შეექცეოდა. ეს უცნაური სახელი თანამშრომლებს მხოლოდ ჭირვეულობად რომ არ ჩაეთვალათ, გამართლებაც მოუძებნა:

– apple ეკოლოგიურ სისუფთავეზე მოუთითებსო… მართლაც ეს იყო პირველი კომპიუტერული წარმოების ფორმა, რომელიც ძველ საკომპლექტო მასალებს ამუშავებდა.

ასეთი არასერიოზული და არატექნოლოგიური დასახელებითაა ცნობილი დღეს ცნობილი ამერიკული გიგანტური კორპორაცია, რომელიც პერსონალური კომპიუტერების,აუდიოპლეერების, მობილური ტელეფონებისა და საპროგრამო უზრუნველყოფის წარმოების დიდოსტატია, შტაბ ბინით კალიფორნიის შტატის ქალაქ კუპერტინოში.

0c1887c8b42b

ყოველივე ეს სამოცდაათიან წლებში.სტივ ჯობსმა და სტივ ვოზნიაკმა დაიწყეს, როდესაც შეიკრიბნენ და MOS Technology 6502 ბაზაზე პირველი პერსონალური კომპიუტერი ააწყვეს. ახალგაზრდებმა რამდენიმე ათეული მანქანა გაყიდეს და დაფინანსების მიღების შემდეგ ოფიციალურად დარეგისტრირდნენ. ოთხმოციანი წლების ჩათვლით APPLE II და მათი კლონები მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული პერსონალური კომპიუტერები იყო- გაყიდვების რაოდენობა 5 მილიონს აღწევდა.

1980 წელი ხალი პროექტის APPLE III წარუმატებლობით დაიწყო. 1981 წელს სტივ ვოზაიკი ავტოკატასტროფაში მოყვა ამას კომპიუტერის ცუდი გაყიდვები დაემატა და სტივ ჯობსი იდზულებული იყო კომპანიის ხელმძღვანელად ჯონ სკალი მიეწვია. 1984 წელს კი მოხდა ის რამაც კომპიუტერულ ინდუსტრიაში ახალი სიმაღლეები დასახა.

c6c5486dea27

ჯონ ორუელის 1884 წელი, პირქუში ნაცრიფერი გარემო… შიშისა და უსასოობის განცდა… მწკრივებად მიემართებიან ერთნაირად ჩაცმული უსახური ადამიანები…უზარმაზარი ეკრანიდან ვირტუალური დიქტატორი სიძულვილს ანთხევს… აქ არ არსებობს იმედი, არ არსებობს ხსნაც… თუმცა გამოციებულ დარბაზში მოკლეშარვლიანი გოგონა შემორბის! მას ხელში ურო უჭირავს , რომელსაც მთელი ძალით დიქტატორის გამოსახულებას მოუქნევს! ეკრანი იმსხვრევა, შემოჭრილ შუქს კი დარბაზში მყოფნი როგორც წყაროს ისე ეწაფებიან… ეკრანზე კი წარწერაა: ‘რეალური 1984 არასოდეს დაემსგავსება ორუელის 1884-ს ვინაიდან apple-მა Macintosh-ი შექმნა! ეს APPLE-ს Macintosh-ის უკვდავი რეკლამაა.ამით კომპანიამ ახალი კომპიუტერული ეპოქის დასაბამი გავუწყა და არც შემცდარა. ამ თაობის კომპიუტერების წარმოება APPLE-ს ძირითად ბიზნესად იქცა.

a16091bc8c49

დღეს APPLE-ის კომპიუტერები შემოკლებული და ყველასთვის დაოცნებო სახელწოდებით ” მაკ” შემდეგი ხაზითაა წარმოდგენილი: საწყისი დონის ნოუთბუქი MacBook, მაღალი დონის ნოუთბუქი MacBookPro, ულტრაპორტატული ნოუთბუქი MacBook Air,კომპაქტური სამაგიდო კომ პიუტერი MacMini.

2001 წლის 21 ოქტომბერს კომპანია APPLE-მა მედია პლეერი iPod გამმოუშვა. ეს ხაზი iPod classic, iPod touch, iPod nano და უკვე უეკრანო iPod shuffle მოდელებითაა წარმოდგენილი. ”აიპოდ კლასიკის” გარდა ყველა პლეერი ინფორმაციის შესანახად ”პლეს მეხსიერებას” იყენებს რის გამოც მცირე ზომებით გამოირჩევა. 2007 წლის 5 სექტემბერს პრესკომფერენციაზე სტივ ჯობსმა სიამაყით განაცხადა რომ იმ პერიოდისთვის 110 მილიონი ”აიპოდი” იყო გაყიდული. ხოლო იმავე წლის 9 იანვარს კომპანიის უცვლელმა მესვეურმა საზოგადოებას iPhone-ის დაბადება ამცნო. APPLE-ის შვილობილი ”აიფონი”- ოთხდიაპაზონიანი GSM მობილური ტელეფონი, რომელიც ”აიპოდის” და ინტერნეტპლანშეტის ფუნქციებს აერთიანებს გაყიდბაში 2007 წლის 29 ივლისს გამოვიდა. ამ სიფრიფანა ძალიან დახვეწილი დიზაინის ნივთმა, გამოსვლისთანავე მოდური აქსესუარების ჩამონათვალისა და სმარტფონების რიგში პირველი ადგილი დაიკავა.

b9d5a663d7b0

მსგავსი ამბები

Back to top button