კულტურა

მსოფლიოს უსწრაფესი Porsche ავარიაში მოყვა

7c08b2493b88

დიდ ბრიტანეთში, ლესტერშირის საგრაფოში ავარია განიცადა პლანეტის ერთ-ერთმა უსწრაფესმა და აბსოლუტურად ექსკლუზიურმა ავტომობილმა Porsche 9ff GT9-R. მისი მფლობელი სპეციალურ პოლიგონზე რეკორდის დამყარებას ცდილობდა და ვერ დაიმორჩილა სუპერკარი.

ეს მანქანა გერმანულმა სატუნინგო კომპანია 9ff-მა შექმნა პორშე 911 ტურბოს ბაზაზე. მას 4-ლიტრიანი 1120 ცხ.ძ. სიმძლავრი ძრავა აქვს და 414 კმ/სთს ავითარებს.

თეორიულად, 9ff GT9-R-ი ყველაზე სწრაფია პორშეებს შორის და მსოფლიოში სისწრაფეში მხოლოდ Keating TKR-ს (416 კმ/სთ) ჩამორჩება, პრაქტიკაში კი მისი თეორიული სიჩქარე ჯერ არ დადასტურებულა (სწორედ ამას ცდილობდა მისი მეპატრონე). არადა ჩაშლილი რეკორდის გამო  9ff GT9-R-მა რეალურ მეორე პოზიციაზე ვერ გაიმტკიცა პოზიცია, რადგან პრაქტიკაში დადასტურებული სიჩქარე 412 კმ/სთ სხვა ავტოს, SSC Ultimate Aero TT-ს ეკუთვნის.

სარეკორდო გარბენი ასაფრენ ბილიკზე მიმდინარეობდა, როგორც რბოლის დროს გაირკვა, ბილიკის სიგრძე საკმარისი არ გამოდგა და პილოტმა მუხრუჭი იხმარა. მანქანამ მართვა დაკარგა და გრუნტზე გადავიდა. ამჟამად სავალალო შესახედაობას წარმოადგენს. საბედნიეროდ, სპორტსმენი უვნებელი გადარჩა…

განცდილი მარცხის გამო მეპატრონემ მანქანის თავიდან მოცილება განიზრახა და ინტერნეტაუქციონზე გამოიტანა.

შემფასებლებმა დაზიანებული Porsche 9ff GT9-R-ი 823.5 ათას ევროდ შეაფასეს. შეგახსენებთ, რომ სუპერკარი 100 კმ/სთ-ს 2.9 წამში ავითარებს, 200  კმ/სთ-ს – 7.4 წამში, ხოლო 300  კმ/სთ-ს 15.8 წამში, ის მცირე (20) ტირაჟით არის გამოშვებული

წყარო: ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button