არქივი

ციური იეროგლიფები

91b5712a9401

საინტერესო ისტორიები ციურ იეროგლიფებზე

შუა საუკუნეების მხატვრების უამრავ გრავიურასა თუ ნახატზე არაერთი ისეთი მოვლენაა აღბეჭდილი, როგორიც, მაგალითად, 1561 წლის 14 აპრილს, ნიურნბერგის ცაზე გაჩენილი “ნიშანი” იყო. “ციური გზავნილების” მოწმენი განსწავლულ XX საუკუნეში მცხოვრბი, თავადაც საფუძვლიანად განსწავლული ადამიანებიც გამხდარან. ერთ-ერთი მათგანი თანამედროვე კოსმონავტიკის ფუძემდებელი _ კონსტანტინ ციოლკოვსკაია, რომელიც იხსენებს :
“” აი, რა გადამხდა თავს 1928 წლის 31 მაისს, საღამოს რვა საათზე. კითხვისა თუ რაღაც სხვა საქმის შემდეგ აივანზე, სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად გავედი. ჩრდილო – დასავლეთით გამავალი აივნიდან კარგად ჩანდა, რომ ღრუბლებს ამოფარებული მზე ჯერ კიდევ არ ჩასულიყო და ამიტომაც, არ ბნელოდა. უცბად, ჰორიზონტზე ღრუბლებისგან შედგენილი, თითქოს, საგანგებოდ დაბეჭდილი და ერთმანეთის გვერდით ჰორიზონტალურად განლაგებული სამი ასო: ” ЧАУ ” დავინახე. მაინც, რას უნდა ნიშნავდეს ეს ” ЧАУ ” ? _ გავიფიქრე, მერე კი თარიღისა და თავად სიტყვის ჩასაწერად, ოთახში შევბრუნდი. იმწამსვე იმასაც მივხვდი, რომ ასოები ლათინურად უნდა წამეკითხა. ამის გაფიქრება იყო და მაშინვე, ყველაფერი დალაგდა _ სიტყვა “рай” (“სამოთხე”) ამოვიკითხე. სიტყვის ქვეშ თითქოს, რაღაც საფლავის ქვისა თუ აკლდამის მსგავსიც იყო გამოსახული, თუმცა მაშინ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ეს ყველაფერი კი ისე გავიგე, რომ სიკვდილის შემდეგ ჩვენს ტანჯვას ბოლო მოეღება ანუ ეს იყო ის, რასაც “სამყაროს მონიზმში” ვამტკიცებდი. მოკლედ, მაღალფარდოვნად რომ ვთქვათ, ჩემი ვარაუდი თავად ზეცამ დაადასტურა “” …

ციოლკოვსკის მიერ ნანახი ეს უცნაური მოვლენა ნახევარი საუკუნის შემდეგ, დოკუმენტურადაც დადასტურდა : 1990 წლის 2 დეკემბერს ყაზახი მეტეოროლოგები ამერიკული თანამგზავრის მიერ გადმოცემულ ღრუბლიანობიდ სურათებს ფოტოტელეგრაფზე იწერდნენ. უცბად, მეტეოროლოგებმა კასპიის თავზე, ღრუბლებს შორის გიგანტური მბრწყინავი ასოები დაინახეს. ასო ამჯერადაც, სამი იყო და ეკვატორის მხრიდან როგორც ლათინური JVL, პოლუსის მხრიდან კი როგორც რუსული глс იკითხებოდა. ყაზახმა მეტეოროლოგებმა იფიქრეს აპარატურამ “აურიაო” და დახმარებისთვის უზბეკ კოლეგებს მიმართეს. თუმცა, მათმა ჩანაწერმაც ზუსტად იგივე სურათი უჩვენა. ციოლკოვსკის შემთხვევისგან განსხვავებით, ამჯერად, ამ სამი ასოს რაიმე გონივრული განმარტება ვერ მოხერხდა. თუმცა, მეტეოროლოგებმა გაიხსენეს, რომ ამ ამბამდე ერთი წლით ადრე, 1989 წლის 15 ოქტომბერს, სალსკის (როსტოვის ოლქი) თავზე ნიშნებისა და ციფრების მთელი კრებული გაჩნდა, რომელთა გაშიფრვასაც არაერთი მკვლევარი ამაოდ ცდილობდა. 1990 წლის 24 ოქტომბერს, 21 საათსა და 15 წუთზე კრასნოდონეცკის მახლობლად მდებარე სადგურის თავზე ოთხი კვადრატი გამოჩნდა, რომელთა შიგნითაც ცეცხის ენები ენთო. კვადრატები ცაზე თითქოს, სხივებით პროეცირდებოდა და ჯვარს ქმნიდა, შემდეგ ჯვრის გვერდით მანათობელი წრით შუაზე გაყოფილი ციფრები “2001” და ნიშნები “?!” გაჩნდა. ზოგიერთი დამკვირვებლის შეფასებით, ნიშნების ზომა 100 მეტრს აჭარბებდა. მათივე თქმით, ასეთი კვადრატები და კითხვის ნიშნები თავად სალსკის თავზეც, რამდენჯერმე გამოჩნდა…

1990 წელი ამ თვალსაზრისით, უნიკალური წელი იყო _ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ადგილას, ცაში სულ სხვადასხვა ნიშანი, ფიგურა (მათ შორის, ადამიანისაც), მათემატიკური ციფრი და სიმბოლო ჩნდებოდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს, ვიღაც გოლიათი ცასა და ღრუბლებს გრიფელის დაფასავით ყენებდა. ეს “სიმანთლის წარმოდგენები” იმდენად ამოუცნობი იყო, რომ ერთმა უფოლოგმა მათ “ციური პოლტერგეისტიც” კი უწოდა.
თუმცა, 1990 წლის “ზეციური წარმოდგენები” ამით არ დასრულებულა. მეტიც, შემდგომში გამოჩენილ სურათებს გართულების ტენდენცია დაეტყო. მაგალითად, 3 აპრილის დილას, კრასნოდარის ფაიფურის ქარხნის თავზე, ცაში სამი მართკუთხედი გამოჩნდა, რომელიც შემდეგ სამ ნახევარწრედ, სამ წერტილად და სამ ხაზად გადაიქცა; 9 ივლისის ღამის პირველ საათზე კი მოსკოვის ოლქის, ორეხოვო-ზუევოს რაიონის სოფელ დავიდოვის მცხოვრებმა ცაში ეკრანის მსგავსი ღრუბელი შენიშნა. მასზე მარჯვნიდან მარცხნივ, ერთმანეთის მიყოლებით სხვადასხვა უცნაური ნახატები : სამი მანათობელფანჯრიანი, უსახურავო სახლი, თავის ქალა, იეროგლიფები და ცილინდრიანი ადამიანის სხეული გამოჩნდა. უცბად, “ცილინდრიანმა” თვალები გაახილა და დედამიწას კაშკაშა სხივები სტყორცნა. ცოტა ხანში სხივები გაქრა, “ცილინდრიანს” კი ჯერ გუგები დაუვიწროვდა და გაუქრა, შემდეგ თავად ფიგურაც გაქრა _ მთელი ეს “სეანსი” 8 წუთს გრძელდებოდა.
20 ივნისის საღამოს 7 საათსა და 30 წუთზე ოდესელმა ჩუდინამ ფანჯრიდან ოვალური ფორმის ნაცრისფერი ღრუბელი დაინახა, რომელიც შემდეგ, ორად გაიყო და შუაში სავარძელში მჯდომი ქალი გამოჩნდა. ქალს თავზე გვირგვინი ედგა და გრძელი, ოქროსფერი კაბა ეცვა _ ეს “სეანსი” 15 წუთს გაგრძელდა.

გაზეთ “სოვეტსკაია მოლდოვას” ცნობით, 1990 წლის ოქტომბრის დასაწყისში რიბიცას დასახლებისკენ მიმავალ ავტობუსში მსხდომები კიდვ უფრო შთამბეჭდავი სურათის მოწმენი გახდნენ: მგზავრბმა საკუთარი თვალით ნახეს, თუ როგორ დაფარა უღრუბლო ცის თითქმის ნახევარი ქალის ნარინჯისფერმა ფიგურამ. ის სავარძელში, ნებიერად იყო გადაწოლილი და გარკვევით ჩანდა მისი პროფილის მოხაზულობა, ხშირი გაშლილი თმა, მაღალი მკერდი, ფეხებს კი დავარდნილი ქსოვილი უფარავდა. ეს სურათი ნახევარი საათის განმავლობაში ჩანდა, შემდეგ კი გაქრა და ცაზე მქრალი ყვითელი ლაქა დატოვა.
1914 წელს, გერმანია-რუსეთის ფრონტის ხაზის თავზე გამოჩენილ ქალის უზარმაზარ ფიგურას ათასობით გერმანელი და რუსი ჯარისკაცი აკვირდებოდა. ფიგურის გამოჩენისთანავე დაირხა ხმა, რომ ეს ქალწული მარიამის გამოცხადება იყო და ის ჯარისკაცებს ლოცავდაო. მოგვიანებით, საბჭოთა სამეცნიერო ლიტერატურაში ამ ფაქტს “მარტივი” ახსნა მოუძებნეს:_ ქალის ფიგურა მძლავრი საპროექციო ფარნის მეშვეობით გაჩნდაო.
1640 წელს გამოცემულ, ატმოსფერული მოვლენებისადმი მიძღვნილ ვ. ფულკის წიგნშიც “ციური კინოს” მსგავსი ახსნაა მოცემული. საკითხისადმი ჭეშმარიტად მეცნიერული მიდგომისა და ცრურწმენების მძაფრი კრიტიკის შემცველი ეს წიგნი მკითხველს დღემდე აოცებს. აი, რას წერდა ფულკი : ” ამ ყველაფრის ხილვა ორი გზით შეიძლება _ ხელოვნურად და ბუნებრივად. მათი ხელოვნურად გამოწვევა იმ მეცნიერების საიდუმლო კანონებით შექმნილი სარკეებითა და ინსტრუმენტებით ხდება, რომელსაც კატოპტრიკა (მეცნიერება სარკეებსა და სინათლის არეკვლაზე) ჰქვია. თუმცა, ეს ბუნებრივი გზით მაშინ ხდება, როცა ჰაერი, თავისი თვისებებიდან გამომდინარე, უეცრად, იმის ასახვას იწყებს, რაც დედამიწაზე არის ან ხდება” …

იხილეთ ასევე
Close
Back to top button