გართობაუცნაური

შეშლილი, შეშლილი მსოფლიო :)

a80c0bacccde

მოგესალმებით :thanks:

ამ პოსტიდან თქვენ შეიტყობთ ყველაზე, ყველაზე უფრო არაორდინალური ფესტივალების შესახებ, რომლებიც ყოველწლიურად იმართება მსოფლიოს სხვადახვა ქვეყნებში.

1. ესპანეთი, ბუნოლი – ლა ტომატინა

ეს ფესტივალი სათავეს 1945 წლიდან იღებს. ყოველი წლის აგვისტოს ბოლო ოთხშაბათს ბუნოლის ქუჩები ნამდვილ სასაკლაოს ემსგავსება- სპეციალურად ამ დღისათვის ჩამოსული 50 ათასამდე ტურისტი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ებმება :ae: აქ ერთადერთი იარაღის გამოყენებაა ნებადართული- პომიდორი. ერთმანეთისათვის დაახლოებით ასი ტონა გადამწიფებული პომიდორის სროლის შემდეგ ბრძოლის ველი ასე გამოიყურება:

a529557f7e79

a80c0bacccde

2. ამერიკა, კოლორადო- უთავო წიწილა მაიკის დღეები

კოლორადოს შტატის ქალაქ ფრუიტას მაცხოვრებლებლებს სულაც არ ეჩვენებათ უცნაურად წიწილა მაიკისათვის, რომელმაც მათ ქალაქს სახელი გაუთქვა, ყოველწლიურად ორდღიანი ფესტივალის მიძღვნა. მაიკმა მოჭრილი თავით 18 თვე იცოცხლა. წიწილას ფორმაში გამოწყობილი ფესტივალის მონაწილეები უთავო მაიკივით სირბილში ეჯიბრებიან 5 კმ-იან დისტანციაზე, ცეკვავენ წიწილებივით, ყიდულობენ სუვენირებს მაიკის გამოსახულებით, ეწყობა უცნაური კონკურსები, მაგალითად, რაც შეიძლება მეტი ქათმის ფრთის შეჭმაში. ეს უკანასკნელი კონკურსი მაიკს ალბათ დიდად  არ მოეწონებოდა :(

b168512ca6b2

8183cf61cc37

3. ესპანეთი- ბავშვებზე ხტომა
ამ რიტუალს ეშმაკის ნახტომო (El Salto del Colacho) ეწოდება. ტრადიცია, რომელიც ჯერ კიდევ მე-17 საუკუნიდანან იღებს სათავეს, დამყარებულია რწმენაზე, რომ ამით ისინი ჩვილებისგან განდევნიან ბოროტ სულებს და ათავისუფლებენ ბავშვებს პირველყოფილი ცოდვისაგან. რიტუალის აუცილებელი პირობაა, რომ ჩვილები 12 თვეზე ნაკლები ასაკის იყვნენ. საბედნიეროდ, ამ საკმაოდ სახიფათო ტრიუკების შესრულებას ჯერ-ჯერობით ფატალური შედეგი არ მოჰყოლია. ამას ისევ ჩვენებური ჭიაკოკონობა არ სჯობს? :no:

4b2d01784cd8

4. ინგლისი, ბლოკვორსი- დაგორებული ყველი
ეს ორასწლოვანი ტრადიცია სულ უფრო და უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭს. უამრავი ადამიანი იყრის თავს კუპერს ჰილთან ყოველწლიურად, რათა მთის წვერიდან დაგორებულ ყველს დაედევნოს. ვინც პირველი ჩაიგდებს ხელში მას, გამარჯვებულის ტიტულიც მას მიენიჭება :thanks:

88dd9f0d39c0

ccda00496c18

7a867d16efeb

5. ფინეთი, სონკაჯარვი- ცოლის თრევა

ცოლ-ქმრული უღელის ტარება არც ისეთი ადვილია, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. სხვადასხვა დაბრკოლებების გადალახვა და ფინიშთან პირველი მისვლა გაცილებით რთულდება, როცა ზურგზე საკუთარი ცოლი გყავს მოკიდებული (ცხოვრებაშიც ეგრე არაა? :( ). შეჯიბრში მონაწილეობისთვის აუცილებელი არაა, რომ მონაწილეთა ქორწინება ოფიციალურად იყოს გაფორმებული. მონაწილეები მეტ-ნაკლებად თაბარ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდნენ და არც მძიმეწონიანი ქალბატონების მეორე ნახევრები დაიჩაგრნონ, გამარჯვებულს პრიზი მეუღლის წონის მიხედვით გადაეცემა :lol2:

7dc94afc2592

10021cbd72fb

4fbed5e7ae8b

http://www.youtube.com/watch?v=PIB9UcA5iQU

მსგავსი ამბები

Back to top button