უცნაური

“ხელოვანს” აქვს მესამე ყური!!!

Image Hosted by ImageShack.us

არანაირი ფოტოშოპი!!! ყოველთვის ვამტკიცებდი და მჯეროდა, რომ ყველა და ყველაფერი, არ შეიძლება ყოფილიყო ხელოვანი და ხელოვნება…

“ხელოვანები” ცნობილები არიან თავიანთი უსაზღვრო ფანტაზიით, მაგრამ ამ ავსტრალიელმა ყველა საზღვარი გადაკვეთ-გადმოკვეთა და ხელზე გადაინერგა მესამე ყური!

სტელიუს არკადიუსმა (Stelios Arcadious) 10 წელი დაკარგა მხოლოდ იმაში, რომ ეპოვა თავისნაირი გადარეული ქირურგი, რომელიც დათანხმდებოდა ამ ოპერაციის ჩატარებაზე. როგორც ხედავთ, მან ეს შეძლო და ლაბორატორიაში, სპეციალურად შექმნილი ყური (რომელიც დიდად არ განსხვავდება ნამდვილისგან) გადაინერგა მარცხენა ხელზე.

ეს სურვილი სტელიუსს გაუჩნდა მაშინ, როცა მუშაობდა მკვლევარად ნოტინგემის უნივერსტიტეტში ციფრულ კვლევის ჯგუფში. მან თავისი ოცნების ახდენა კი შეძლო მხოლოდ 2006 წელს, როდესაც 61 წლის იყო.

Image Hosted by ImageShack.us

ბატონი სტელიუსი ამბობს, რომ ხელოვნება უნდა იყოს უფრო მარტივი იდეების ილუსტრირება! იმის მერე რაც ყურის გადანერგვის პროცედურამ წარმატებით ჩაიარა. სტელიუსს მოუნდა მასზე მიკროფონის მიერთება, რომელიც დაუკავშირდება ბლუთუსით მის ნამდვილ ყურს!!! და ექნება შესაძლებლობა გაიგოს იგივე, რაც ესმის მის პატარა, საყვარელ მესამე ყურს!!!

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Close
Close