ახალი ამბებისასარგებლოუცნაური

თვითმკვლელი Empire State Building-იდან გადმოხტა

თვითმკვლელი Empire State Building-იდან გადმოხტა

ნიუ-იორკში 20 წლის უცნობი მამაკაცი Empire State Building-იდან გადმოხტა, იტყობინებიან ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები.

წინასწარი მონაცემებით, ახალგაზრდა ადამიანმა 86-ე სართულზე განთავსებული სათვალთვალო მოედნიდან შეუმჩნევლად გაღწევა შეძლო. თვითმკვლელობა 30 მარტს ადგილობრივი დროით 18:15 საათზე მოხდა. გარდაცვლილის გვამი მაშველებმა 34-ე ქუჩის ტროტუარზე აღმოაჩინეს, წერს New York Daily News.

როგორც პოლიცია ვარაუდობს, თვითმკვლელმა ჩანაფიქრის განხორციელება იმიტომ შეძლო, რომ სათვალთვალო მოედანზე წვიმიანი ამინდის გამო ცოტა დამთვალიერებელი იმყოფებოდა, იტყობინება New York Post.

102-სართულიანი Empire State Building, რომელიც მანჰეტენის მეხუთე ავენიუზე მდებარეობს, 11 სექტემბერს მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობებზე განხორციელებული ტერაქტის შემდეგ ნიუ-იორკის ყველაზე მაღალი შენობაა. Empire State Building-იდან 1931 წელს მისი მშენებლობის დაწყებიდან დღემდე სულ 30 ადამიანი გადმოხტა.

წყარო:ambebi.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close