ახალი ამბები

7 ახალი საოცრება

ძველი საოცრებებიდან მხოლოდ ეგვიპტის პირამიდებია შემორჩენილი. ამიტომაც, რამდენიმე ხნის წინ, 7 ახალი საოცრების შესარჩევად მსოფლიო მასშტაბის გამოკითხვა ჩატარდა, რომელშიც სულ 90 მლნ ადამიანი მონაწილეობდა.

ახალ საოცრებებად დასახელდა: რომის კოლიზეუმი; ჩინეთის დიდი კედელი; ტაჯ-მაჰალი; კლდეში გამოკვეთილი ქალაქი პეტრა; რიო-დე-ჟანეიროს ქრისტეს ქანდაკება; ინდიელთა ქალაქი მაჩუ-პიკჩუ და მექსიკის ქალაქ ჩიჩენიცას მაიას პირამიდები.

რომის კოლიზეუმის მშენებლობა იმპერატორ ვესპასიანეს დროს (ძვ.წ.აღ. 70 წელს) დაიწყო და ტიტუსის დროს დასრულდა. თავდაპირველად, შენობას ფლავიუსების ამფითეატრი ერქვა, რადგან იგი ფლავიების დინასტიის იმპერატორებმა ააგეს. 190-მეტრიან სიგრძისა და 156-მეტრიან სიგანის შენობაში 45-50 ათასი ადამიანი ეტეოდა. კოლიზეუმში ძირითადად, გლადიატორების ბრძოლები იმართებოდა.

ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობა ჩვენს ერამდე III საუკუნეში, დინასტია ცინის მმართველობის დროს დაიწყო და დინასტია მინის დროს დასრულდა (იმპერატორთა დინასტია ჩინეთს 1368-1644 წელს მართავდა). 851 კმ-ზე გადაჭიმული კედელი სიგანით 800 მეტრია. საინტერესოა, რომ კედელზე განლაგებული ყველა სათოფური სამხრეთისკენაა მიშვერილი. ხიდზე ყოველწლიურად მარათონი – “დიდი ხიდი” იმართება.

ტაჯ-მაჰალი აგრაში, მდინარე ჯამნას ნაპირზე, შახ-ჯახანის ზეობის ხანაში აშენებული სიყვარულის მავზოლეუმია. თეთრი მარმარილოს (დღის შუქზე მარმარილო თეთრი ფერისაა, საღამო ხანს – ვარდისფერი, ხოლო მთვარიან ღამეში ვერცხლისფერი დაჰკრავს) შენობას ათასზე მეტი მშენებელი, 1632 წლიდან 1653 წლამდე აშენებდა. კედლები ფირუზით, აქატით, მალაქიტითა და სერდოლიკითაა მოპირკეთებული.

სიტყვა “პეტრა” კლდეს ნიშნავს. ქალაქი ზღვის დონიდან 900 მეტრზე მდებარეობს. პეტრას ერთ-ერთ მთაზე უდიდესი მონასტერია აგებული, მის კედლებზე კი ჯვრებია გამოსახული. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აქ ადრე ქრისტიანული მონასტერი უნდა ყოფილიყო… პეტრაში გადაღებულია მრავალი ფილმი, მათ შორის, “ინდიანა ჯონსი და უკანასკნელი ჯვაროსნული ლაშქრობა” (რეჟისორი – სტივენ სპილბერგი), “არაბული ღამეები” (რეჟისორი – სტივ ბარონი).

რიო-დე-ჟანეიროს ქრისტეს ქანდაკების მრავალი ესკიზი არსებობდა, მაგრამ საბოლოოდ, ეიტორ და სილვას კოშტოის პროექტი დაამტკიცეს. ქანდაკების თავისა და ხელ-ფეხის მოდელი ფრანგმა სკულპტორმა, პოლ ლანდოვსკიმ შექმნა. იგი კორკოვადოს აღმართზე დგას და მისკენ მიმავალ 220 საფეხურს ბრაზილიელები “კარაკოლს” (ლოკოკინას) ეძახიან. მონუმენტი 1931 წელს გახსნეს. რიო-დე-ჟანეიროს სიმბოლო რომის პაპმა, პავლე VI-მ პირველად 1965 წელს აკურთხა, 50 წლის იუბილეზე კი – იოანე-პავლე II-მ.

ინდიელთა ქალაქ მაჩუ-პიკჩუს “ქალაქს ზეცაში” და “ინკების დაკარგულ ქალაქსაც” ეძახიან. იგი ზღვის დონიდან 2450 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ქალაქი ინკებით იყო დასახლებული, მაგრამ ტერიტორიაზე ესპანელი კონკისტადორების შეჭრის შემდეგ, მოსახლეობა სადღაც გაქრა.

მაიას ტომის პირამიდები მექსიკის ქალაქ ჩიჩენიცაში, მექსიკის ნახევარკუნძულ იუკატაზე მდებარეობს. იგი ნაქალაქარად 1194 წელს იქცა. 9-საფეხურიან პირამიდას (სიმაღლით 24 მეტრია) კუკულკანას ტაძარსაც უწოდებენ.

პირამიდის კიბე იმგვარადაა გამოთლილი, რომ შემოდგომისა (21 სექტემბერი) და გაზაფხულის (20 მარტი) ბუნიობაზე 37-მეტრიანი “მცოცავი” გველის სილუეტი იქმნება. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, პირამიდების გარდა, ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ჩიჩენიცას მეომართა ტაძარი, ბურთის სათამაშო 7 მოედანი (ყველაზე დიდი მოედნის სიგრძე 135 მეტრია), მსხვერპლშესაწირი 50-მეტრიანი ჭა, უამრავი ქანდაკება და სხვადასხვა ნივთი.

წყარო: www.ambebi.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close