კულტურა

13 წლის ვუნდერკინდმა უმაღლეს სასწავლებელს სასამართლოში უჩივლა

f321cc147b72

აფრიკაში გამგზავრების ნებართვაზე უარის მიღების შემდეგ, 13 წლის ვუნდერკინდმა უმაღლეს სასწავლებელს ასაკობრივი დისკრიმინაციის გამო სასამართლოში უჩივლა.
13 წლის კოლინ კარლსონი წელს კონექტიკუტის შტატის უნივერსიტეტში ეკოლოგიისა და ევოლუციური ბიოლოგიის ფაკულტეტზე სწავლას ამთავრებს.

როგორც თავად კოლინი ამტკიცებს, უნივერსიტეტმა ის ძალიან უსიამოვნო მდგომარეობაში ჩააყენა იმით, რომ მცირე ასაკის გამო მას სამხრეთ აფრიკაში გამგზავრება აუკრძალა. კოლინს დისერტაციის თემის შეცვლა მოუხდა, რადგან თავისი წინა კვლევების სფეროში იმ ექსპერიმენტის ჩატარებას ვერ შეძლებს, რომელთა ჩატარებაც მხოლოდ ამ მოგზაურობის წყალობითაა შესაძლებელი.

უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ 13 წლის ბიჭუნას გამგზავრება ძალიან სახიფათოა.
კოლინის დედა ჯესიკა ოფირი თანახმაა, რომ ბავშვის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობისგან უნივერსიტეტი გაათავისუფლოს და თავად გაყვეს შვილს მოგზაურობაში, თუმცა ვერც ამ გზით მოხერხდა პრობლემის გადაჭრა.

კოლინ კარლსონმა ლექციების მოსმენა მაშინ დაიწყო, როდესაც 9 წლის იყო. სტენფორდის გიმნაზია მან 11 წლის ასაკში დაამთავრა და კონექტიკუტის შტატის უნივერსიტესტის სრულუფლებიანი სტუდენტი გახდა.

”მე ისეთივე სტუდენტი ვარ, როგორიც დანარჩენები, პედაგოგებს კი იმაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმეები უნდა ჰქონდეთ, ვიდრე ჩემს ასაკზე ნერვიულობაა, – აცხადებს კოლინი, – სწავლის დამთავრებისთანავე მაინც ვერ შემიშლიან ხელს კანდიდატის ხარისხის მოპოვებაში, მე სხვა თემასაც ადვილად გავართმევ თავს. ჩემი ამჟამინდელი ხელმძღვანელი, ეკოლოგიის პროფესორი კარლ შლიჰტინგი დარწმუნებულია, რომ 22 წლის ასაკისთვის მეორე უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებას მოვასწრებ და მეცნიერის ხარისხის მოპოვებას შევძლებ.

წყარო: www.ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button