არქივი

მეცნიერება ყოფაცხოვრებაში

c227fd5567c1

სრულიადში თქვენ იხილავთ საინტერესო ფაქტებს მეცნიერების შესახებ…

რა არის ლაზერი
3fc9aee839a0

ლაზერი ეს არის ხელსაწყო, რომელიც უშვებს ძალიან ნათელ და წვრილ სინათლის სხვივს. მას აქვს ერთ წერტილში უზარმაზარი ენერგიის კონცენტრაციის უნარი. მისი საშუალებით შეიძლება დავჭრათ ან შევადუღოთ ლითონის კონსტრუქციები, ჩავატაროთ უზუსტესი ქირურგიული ოპერაციები, ჩავწეროთ და წავიკითხოთ ინფორმაცია კომპაქტდისკებიდან, წავიკითხოთ პროდუქციის შტრიხ კოდი და ა.შ

როგორ მზადდება მიკროტალღურ ღუმელში საკვები
a34d6642038a

რადიოტალღების ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს მიკროტალღები. როდესაც ჩვენ ვრთავთ მიკროტალღურ ღუმელს, მასში წარმოიქმნება მიკროტალღური რხევები. ამ რხევების გავლენით ჩვენს მიერ ღუმელში მოთავსებული პროდუქტები იწყებენ შეუმჩნეველ ცახცახს, რაც იწვევს მათ გახურებას და შეწვას.

როგორ ჩერდება თვითმფრინავი ჰაერში
5843fd88925d

თვითმფრინავი ცაში დაფრინავს საკუთარი ძრავების წევის ძალის ხარჯზე. თვითმფრინავის ფრთებს აქვთ განსაკუთრებული ფორმა. მისი ზედა ნაწილი შესამჩნევად ამობურცულია, ხოლო ქვედა თითქმის ბრტყელია. ამის გამო ჰაერი, რომელიც გაივლის ფრთის ზედა ნაწილს, უფრო სწრაფად მოძრაობს, ვიდრე ფრთის ქვედა ნაწილზე გამავალი ჰაერი. ამიტომ ფრთის ქვეშ წარმოიქმნება გაცილებით მაღალი წნევა, ვიდრე მის ზევით ანუ წარმოიშობა ამწევი ძალა, რომელიც აკავებს თვითმფრინავს ჰაერში. რაც უფრო სწრაფად გაუვლის ჰაერი ფრთებს, მით მეტია ამწევი ძალა. თუ თვითმფრინავი ფრენის დროს მოულოდნელად გაჩერდება, მაშინ ამწევი ძალა გაქრება და თვითმფრინავი ჩამოვარდება.

როგორ ამოდის წყლის ზედაპირზე წყალქვეშა ნავი
1e04fdb424f4

წყალქვეშა ნავს გააჩნია ორმაგი კორპუსი. კორპუსებს შორის განთავსებულია სპეციალური ავზები. წყალქვეშა ნავი წყლის სიღრმეში ჩადის, ამ ავზების წყლით შევსების საშუალებით. როდესაც მას უნდა წყლის ზედაპირზე ამოცურდეს, ხდება ავზებში არსებული წყლის, შეკუმშული ჰაერის საშუალებით გამოძევება. იცვლება რა ჰაერის მოცულობა ცისტერნებში, წყალქვეშა ნავი იცვლის ჩაძირვის სიღრმეს.

რას წარმოადგენს რენტგენის სხივი
fd4140497464

რენტგენის სხივები ძალიან ჰგავს რადიოტალღებს მათ შეუძლიათ გაიარონ ადამიანის სხეულის რბილ ქსოვილებში, მაგრამ მყარი ქსოვილები, მაგალითად ძვლები მათ აჩერებენ. აი რატომ იყენებენ მედიცინაში რეტგენის აპარატს, ადამიანის ძვლოვანი აგებულების გამოსახულების მისაღებად.

მსგავსი ამბები

Back to top button